გაკვთილის გეგმა
თემა: ალექსანდრე ყაზბეგის ,,ხევისბერი გოჩა“-იდეურ-მხატვრული
ანალიზი
სასწავლო მიზნები:
I. სამშობლოს
სიყვარულის,მოვლისა და დაცვის
მოვალეობისადმი
პასუხისმგებლობის ამაღლება.
II. მოსწავლე შეძლებს:
1. ნაწარმოების ინტერპრეტაციის უნარის გან-
ვითარებას;
2. მხატვრული
ნაწარმოებისა და მისი
ფოლკლორული
ვერსიის შედარებას;
3. ისტორიულ
თემაზე შექმნილი ნაწარმოების
წვდომა-გააზრების უნარის განვითარებას;
წვდომა-გააზრების უნარის განვითარებას;
4. კრიტიკული,დამოუკიდებელი
უნარ-ჩვევების
განვითარება-გაღრმავებას;
5. ტექსტის
მხატვრულ სამყაროზე მუშაობის უნარ-
ჩვევების განვითარებას;
6. კვლევა-ძიებისა
და ჯგუფური მუშაობის უნარის
განვითარება-გაღრმავებას.
ეროვნული სასწავლო
გეგმის სტანდარტი:
1; 2; 4; 5; 9; 10
აქტივობები:
1. ნაწარმოების პერსონაჟთა
დახასიათებების შემოწმება
(საშინაო წერითი დავალება);
2.პერსონაჟთა სახასიათო თვისებებზე
დაკვირვება;
3.ტექსტის მნიშვნელოვანი პასაჟების
გადმოცემა;
4. ნასწავლი ტექსტების გახსენება;
5. საგანთაშორის,ნაწარმოებთა
შორის კავშირზე დაკვირვება;
6. კადრის ჩვენება ფილმიდან
(შედარების მიზნით)
7. დისკუსიის გამართვა;
8. წერილობით საკუთარი აზრის
გადმოცემა;
9.კითხვებზე ვრცელი და არგუმენტირებული
პასუხის
გაცემა.
ორგანიზება:
1.მუშაობა კლასთან ერთად,ინდივიდუალური
მუშაობა
კითხვების საშუალებით (30წთ)
( შეფასების კრიტერიუმის გამოყენება)
2. ჯგუფური მუშაობა
( შეფასების
კრიერიუმების გამოყენება )
შესაბამისად განაწილდება
დრო
საჭირო რესურსები:
1. სახელმძღვანელო;
2. ფოტო-მასალა;
3. ვიდეო-მასალა;
4. კადრი კინო-ფილმიდან;
5. მოსწავლეთა
მიერ მოძიებული მასალა დამხმარე
ლიტერატურიდან
შეფასების ფორმა
:
1. მოსწავლეების
დაკვირვება მოსწავლეთა აქტივობასა
და ფორმაზე:
ა) ტესტის
ცოდნა
ბ) პერსონაჟთა დახასიათება;
გ) დამხმარე
ლიტ-ისა და ტექნიკური მასალის
მოძიება-გამოყენება;
დ) წიგნიერებაზე
მუშაობის მიზნით: კავშირი ისტო-
რიულ მასალასთან;შესწავლილ
ნაწარმოებებთან;
კლასგარეშე
სათანადო ნაწარმოებებთან;
2. დაკვრივება მუშაობის პროცესზე:
ა) ჩართულობა;
ბ) სწორი და
ლოგიკური მსჯელობა;
გ) ჯგუფურ
მუშაობაში მონაწილეობა
გაკვეთილის მსვლელობა
I საბაზისო ცოდნის გააქტიურება
ვამოწმებ საშინაო დავალებად მიცემული საკითხების
მომზადებას.
მოსწავლეები აკეთებენ საშინაო დავალების
პრეზენტაციას
(დავალება-პერსონაჟთა დახასიათება
კითხვების საშუალებით ვაკეთებთ დასკვნას კლასთან
ერთად მოცემული სამუშაოს შესრულებაზე
კითხვები:
1. დაგაფიქრათ თუ არა პერსონაჟთა
ტრაგედიებმა?
2. რას ფიქრობთ,რატომაა მწერალი
ასე ,,მკაცრი“?
3.გავიხსენოთ ისტორიული გარემო
4. გავიხსენოთ ხევის ადათ-წესები
5. რომელი პერსონაჟი მოგწონთ და
რატომ?
6. რა საკითხებს წამოწევდით ნაწარმოებიდან
(შეაჯამეთ,
განსაჟეთ)?
ვაკეთებ დასკვნას-
ვაჯამებ მოსწავლეთა აქტივობას,საშინაო
დავალების მომზადებას.
წახალისების მიზნით ვიყენებ
განმავითარებელ შეფასებას
(ზეპირი ფორმით)
II ახალი მასალის ახსნა
ვიწყებ ნაწარმოების ანალიზზე მუშაობას
ყურადღებას ვამახვილებ ძირითად საკითხებზე;
1. ისტორიული მომენტი;
2. საზოგადოება;
3. საზოგადოება და ინდივიდი;
4. ,,კაცი კი ტანჯვისთვის არის გაჩენილი“...
5. ხევის ფუნქცია;
6. ეროვნული იდეალები;
7. ეთნოგრაფიული მასალა;
8. მხატვრულობა,კომპოზიცია;
9. კავშირი ნაწარმოებსა და საგანთა
შორის;
ვმსჯელობთ პრობლემის ირგვლივ სათანადო კითხვების
შესაბამისად:
კითხვები:
1. როგორ გამოიყენა ფოლკლორული მასალა
მწერალმა?
2. როგორია ნაწარმოების ისტორიული
ფონი,რომელ საუკუნეში ხდება მოქმედება?
3.რაში მდგომარეობს ხევის ფუნქცია
ერთიანი სახელმწიფოსთვის?
4. რა იცით ნუგზარ არაგვის ერისთავის
შესახებ?
5. დაახასიათეთ საზოგადოება თემის კანონების
შესაბამისად
6. ეთანხმებით თუ არა მთის კანონებს
და რატომ?
7. რა იყო ვაჟკაცობის ძირითადი პრინციპები?
8. მიგაჩნიათ თუ არა დანაშაულად ონისეს
და ძიძიას ტრფობა,რატომ?
9. რატომ არ გაუწია ხევისბერმა ანგარიში
ონისეს მოქმედებას?
10. შეადარეთ გოჩა და ჰაჯი უსუბი
11. როგორია განგების განაჩენი? ეთანხმებით
თუ არა მას?
12. რა არის ნაწარმოების მთავარი
თემა: ბრძოლა თავისუფლებისთვის თუ სიყვარულსა და მოვალეობას შორის კონფლიქტი?
13. როგორ ფიქრობთ,რა არის ნაწარმოების
მთავარი სათქმელი?
14. გადაიჭრა თუ არა ნაწარმოებში
კონფლიქტი სიყვარულსა და მოვალეობას შორის?
ვაკეთებთ დასკვნას,გამოვკვეთთ თემას და იდეას (მოსწავლეთა საშუალებით)
ვმუშაობთ ნაწარმოების მხატვრულ მხარეზე
კითხვები:
1.როგორია ნაწარმოების მხატვრული სამყარო
(დაახასიათეთ მაგალითები)
ა) პეიზაჟები,პეიზაჟისა და ადამიანის
ურთიერთდამოკიდე-
ბულება;
ბ) დიალექტის,მეტყველების ფორმები;
გ) მიმართვის,ფიცილისა და მისალმების
ფორმები;
დ) ფრაზეოლოგიზმები;
ე) კომპიზიცია-სქემატური გეგმა
(განხილვა)
ვაჯამებთ მუშაობას
და ვაკეთებთ დასკვნას.
1. ყურადღებას ვამახვილებ
საგანთაშორის კავშირზე:
ა) რუკა-(მოსწავლის პრეზენტაცია)-კავშირი გეოგრაფიასთან;
ბ) ნუგზარ არაგვის ერისთავის ვინაობა,ეპოქა(მოკლედ)
– (პრეზენტაცია)-კავშირი ისტორიასთან;
გ) კავშირი ნაწარმოებებთან (მოკლედ) –( ,,მგზავრის
წერილები“-საუბარი მოხევესთან; თერგი-გრ.ორბელიანის შემოქმედებიდან;
,,გამზრდელიდან“ -მოძღვარი; ,,ოთარაანთ
ქვრივიდან“ - შვილებთან ურთიერთობა)
2. წიგნიერებაზე
მუშაობის მიზნით დავალებად ვუთითებ წაიკითხონ:
1. გოგოლის ,,ტარას ბულბა“
2. პროსპერ მერიმეს ,,მატეო ფალკონე“
3. ჰიუგოს ,,ოთხმოცდამეცამეტე წელი“
4. ანტონ ფურცელაძის ,,დიდი მოურავი“
ვაჩვენებ კადრს
კინო-ფილმიდან (ფინალი)
კითხვები:
1.როგორ იმოქმედა თქვენზე
კადრმა ფილმიდან? (ვადარებთ
ნაწარმოებიდან ეპიზოდს);
2. რა მასწავლა ,,ხევისბერმა
გოჩამ“, როგორ გამოვიყენებ
ცხოვრებაში?
სათანადო მსჯელობის შემდეგ ვაჯამებთ მუშაობას და
ვაკეთებთ დასკვნას.
ა) თემა- ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისა
და დამოუკი-
დებლობისათვის
იდეა- ,,სამშობლოს მოღალატე სიცოცხლის
ღირსი არ არის“
(ვაკეთებთ მუშაობის
დასკვნას)
ვასრულებთ დამოუკიდებელ სამუშაოს
კლასს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ სათანადო სამუშაოს:
Iჯგუფი - ,, რატომ მოკლა ხევისბერმა შვილი“
IIჯგუფი - რომელია თქვენთვის საუკეთესო ეპიზოდი ნაწარმოებიდან
და რატომ?
III
ჯგუფი - ,,სამების ტაძარი - ხევის სიდიადე“
მუშაობას ეთმობა
5-7 წუთი
ჯგუფების ლიდერები აკეთებენ პრეზენტაციას.
მოსწავლეთა მეშვეობით
ხდება შესრულებული სამუშაოს შეფასება და თვითშეფასება ჯგუფური მუშაობის შეფასების
რებრიკის მიხედვით
(დანართი) შეფასების
რუბრიკა
1.იყენებს დამხმარე
დეტალებს სათქმელის უკეთ წარმოსაჩენად;
2. იყენებს შესაფერის
და მდიდარ ლექსიკას;
3. თითქმის არ უშვებს
შეცდომებს.
(7-8ქ)
1.ჩანს საწერი თემის
მიზანი;
2. წერს გასაგები,შესატყვისი
ფორმით;
3. უშვებს მცირე
შეცდომებს.
ერთხელ კიდევ ვაჯამებ შესრულებულ სამუშაოს და ვახდენ
შეფასებას.პროცესში აქტიურ მონაწილეობას ვაღებინებ მოსწავლეებს
ყურადღებას ვამახვილებ საგვაკეთილო პროცესში
მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობაზე. ვითვალისწინებთ დამოუკიდებლად მოძიებულ კლასგარეშე
მასალაზე მუშაობას:
1. ისტორიული გარემო;
2. ტექნიკური საშუალებები;
3. ნაწარმოებთა
შორის კავშირზე მასალების მოძიება.
ვიყენებ შეფასების
რუბრიკას - საკლასო მსჯელობაში მონაწილეობა
(დანართი)
( 9-10 ქ )
1. დამაჯერებლად
და არგუმენტირებლად წარმოადგენს თავის მოსაზრებას;
2. ხშირად მონაწილეობს
ზეპირ გამოსვლებში;
3. საკუთარ მოსაზრებებს
გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით;
4. აქვს მდიდარი
ლექსიკა;
( 7-8ქ )
1.ასაბუთებს საკუთარ
მოსაზრებას;
2.იცავს მართლმეტყველების
ფორმებს;
3. გამართულად მეტყველებს;
4. შემოქმედებითად
იყენებს მხატვრულ საშუალებებს;
( 5-6ქ )
1. მეტ-ნაკლებად გამართულად საუბრობს;
2. ხშირად ვერ ახერხებს
საკუთარი აზრის დასაბუთებას;
3. იცავს მართლმეტყველების
ელემენტარულ წესებს;
4. სუსტად მონაწილეობს
საგაკვეთილო პროცესში;
ხდება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება,იწერება
სათანადო ქულები.
III. საშინაო დავალებებზე მუშაობა (5წთ)
სათანადო განმარტებების საფუძველზე ვაძლევ
საშინაო დავალებას.
1. შეავსონ გრაფა-,, ვიცოდი,გავიგე,მინდა
ვიცოდე“
2. დაწერონ პატარა თხზულება - ,,რატომ
არ არიან შვილები მშობლებთან გულახდილნი ,,ხევისბერი გოჩას“ და ,,ოთარაანთ ქვრივის“
მიხედვით.
3. წაიკითხონ ანტონ ფურცელაძის ,,დიდი
მოურავი“ (შევახსენებ)
შედეგი (მიზანი შესრულდა)
გაკვეთილი ავაგე ბლუმის ტაქსონომიის
შესაბამისად,გამოვიყენე მოცემული დონეები : ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი,
შეფასება - სათანადოდ, გაკვეთილის მსვლელობის შესაბამისად.
ამგვარი მუშაობით მივაღწიე მიზანს
:
1. ჩემმა მოსწავლეებმა
შეისწავლეს ტექსტი,გაიღრმავეს მუშაობის უნარ-ჩვევები ; გაერკვნენ მწერლის ჩანაფიქრში;თემასა
და იდეაში;
2. დაახასიათეს
პერსონაჟები,გამოიტანეს სათანადო დასკვნა თემისა და ისტორიული გარემოს შესაბამისად;
3.ნაწარმოების მეშვეობით
გაიცნეს ჩვენი ქვეყნის უმშვენიერესი კუთხე,მოხევეთა ადათ-წესები წარსულში,გააკეთეს
კავშირი თანამედროვეობასთან; შეიგრძნეს სამების ტაძრის საერო და საღვთო დანიშნულება;
დაუკვირდნენ მთის ფოლკლორს;
4. გაიღრმავეს ალ.ყაზბეგის
შემოქმედების მხატვრული სამყარო
5. გაიღრმავეს ანალიტიკური
აზროვნებისა და მსჯელობის უნარ-ჩვევები; შეიგრძნეს მხატვრული სამყარო;შეიყვარეს მწერლის
შემოქმედება.
6. გაიღრმავეს ჯგუფური
მუშაობის უნარ-ჩვევები.
მჯერა,ჩემი მოსწავლეები ცხოვრებაში,საზოგადოებასთან
ურთიერთობისა და სამშობლოსადმი მოვალეობის საკითხებში მოიყენებენ ნაწარმოებში დასმულ მრავალ საჭირბოროტო საკითხს პირადული და
ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.
სამშობლოს დაცვა,მისი უკეთესი ცხოვრებისადმი,თავისუფლებისა
და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა იქნება მათი სიცოცხლის უმთავრესი მიზანი.
მასწავლებელი დალი
თურქაძე
მარტი,2017
წელი
საგანი:
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების
საფეხური/კლასი: საბაზისო/VIIა კლასი
მასწავლებელი:
დალი თურქაძე
მოსწავლეთა
რაოდენობა (მათ შორის სსსმ)0.), 20 მოსწავლე
გაკვეთილის
თემა: ვაჟა ფშაველას „ხმელი წიფელი“ (იდეურ-მხატვრული ანალიზი)
მიზნები:
საკითხის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ ნაწარმოების მთავარი აზრის გადმოცემას;
ახსნიან კავშირს ბუნებასა და ადამიანებს შორის; გაუღრმავდებათ ბუნების სიყვარული, ადამიანთა
პატივისცემა; ეცოდინებათ ტექსტზე მუშაობის, ანალიზის უნარები; გაიღრმავებენ ჯგუფური
მუშაობის ჩვევებს.
ესგ-ს
სტანდარტთან შესაბამისობა:
1. მიმართულება ზეპირმეტყველება:
VII.1- ა) ამოიცნობს
მთავარ აზრს;
ბ)
სვამს ადეკვატურ კითხვებს;
VII.2- ა) მსჯელობს,
როგორ გაართვას საკითხს თავი;
ბ)
რეაგირებს ვერბალურ და არავერბალურ რეაქციებზე;
VII.4- ბ) საუბრობს
კონკრეტულ თემაზე;
VII.5- ა) ამოიცნობს
შეფასების გამომხატველ სიტყვებს;
ბ)
მართებულად იყენებს მოვლენათა თანამიმდევრობას.
2. მიმართულება კითხვა:
VII.7- ა) საუბრობს,
რაზე დააფიქრა წაკითხულმა;
ბ)
ამოიცნობს ტექსტის მიზანს;
VII.8- ა) მსჯელობს
სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე;
ბ)
აკეთებს კომნეტარს;
VII.9- ა) ამოიცნობს და
განმარტავს, როგრო ქმნის ავტორი განწყობას ნაწარმოებში;
ბ)
განმარტავს ფრაზებს, სიტყვებს.
გაკვეთილის მსვლელობა
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი|
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობბის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1.
|
მისალმება.
გაკვეთილის თემის, მიზნის გაცნობა; შეფასების რუბრიკისა და ქცევის წესების
შესახებ.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
2 წთ.
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმები.
|
|
2.
|
I ფაზა.
საშ. დავალების შემოწმება
ა)მოსწავლეთა სუბიექტური გამოცდილების გააქტიურება;
ბ)საბაზისო ცოდნის მიხედვით შესაბამისი კითხვების დასმა:
1.ვაჟა ფშაველას რომელი ნაწარმოებები ვისწავლეთ წინა კლასებში?
2.რომელი ნაწარმოებები გაგახსენათ ხმელმა წიფელმა?
3.ყველაზე მეტად რა მოგეწონათ ნაწარმოებში და რატომ?
4.როგორ მოქმედებს თქვენზე ხმელი წიფლის ხილვა?
|
კითხვა-პასუხის
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი, პროექტორი, ვიდეო-მასალა
|
4წთ.
|
მოსწავლეები გაიმეორებენ წინარე, საბაზისო ცოდნას; წახალისდებიან, გაუჩნდებათ
შემდეგი მუშაობისთვის ინტერესი.
|
3.
|
წერითი საშინაო დავალების შემოწმება:
ა)წერითი სამუშაოს წაკითხვა
ბ)ნაშრომის შეფასება, საშინაო დავალების შეჯამება.
|
სოკრატული
|
ინდივი-
დუალური
|
რვეული, წიგნი
|
4წთ.
|
მოსწავლეები მოისმენენ ერთმანეთის ნამუშევრებს. მიუთითებენ ერთმანეთს
ტექსტური და გრამატიკულ შეცდომებზე.
|
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი|
მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა
|
სწავლის
რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
4.
|
IIფაზა
ახალი მასალის ახსნა
ახალ მასალაზე მუშაობა:
ტექსტის დაყოფა ნაწილებად:
1.გაზაფხული ტყეში;
2.წიფელი ახლა;
3.წიფელი წინათ;
4.ამწვანებული ტყის სურათი;
5.წიფლის უკვდავება;
6.წიფლის ნუგეში.
შეჯამება ტექსტის ნაწილების მიხედვით
|
დედუქციური
აქტიური მოსმენა
|
მთელი კლასი
|
რვეული,
წიგნი, ცარცი, დაფა
|
5წთ.
|
მოსწავლეები დაყოფენ ტექსტს მონაკვეთებად. გამოყოფენ ძირითად საკითხებს.
ეცოდინებათ ტექსტზე მუშაობის უნარები.
|
5.
|
მუშაობა ნაწარმოების იდეურ ანალიზზე- რას გვასწავლის „ხმელი წიფელი’’
მოსწავლეები პასუხობენ შესაბამის კითხვებზე, იკვეთება საკითხები:
1.სიცოცხლის სიყვარული;
2.სიწმინდისა და სიკეთის სიყვარული;
3.უფროსებისადმი პატივისცემა;
4.სარგებლობა უნდა მოუტანო იმ საზოგადოებას რომელშიც ტრიალებ;
5.თვისებები- ქედუხრელობა, შეუდრეკლობა;
6.ადამიანი ფასდება არამარტო აწმყოთი, არამედ-წარსულით.
7.როგორ გვაძლევს მწერალი მომავლის რწმენას.
მუშაობა შეჯამდება.
|
ინდუქციური
კითხვა-პასუხის
|
მთელი კლასი
|
წიგნი, პროექტორი
|
7წთ.
|
მოსწავლეები გაიღრმავებენ ტექსტზე მუშაობის უნარ-ჩვევებს. განამტკიცებენ
ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების უანრებს.
|
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი|
მეთოდები
|
კლასის
ორგან იზების ფორმა
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
მუშაობა ნაწარმოების მხატვრულ მხარეზე
1.მოსწავლეებს მიეცემათ
დავალება-მოძებნეთ ადგილები ტექსტიდან, რომლებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს თქვენზე;
2.რატომ მოგეწონათ
ნაწარმოები:
ა) მწერალმა ბუნება
მხატვრული თვალით დაგვანახვა;
ბ) ვაჟას ენა ყოფილა
ემოციური, მხატვრული რამაც დაგვატკბო;
გ) დაკვირვება მხატვრულ
სახეებზე, კერძოდ-გაპიროვნება.
|
კითხვა-პასუხის აქტიური კითხვა
|
მთელი კლასი
|
წიგნი (ტექსტი)
|
4წთ.
|
მოსწავლეები დააკვირდებიან მხატვრულ სამყაროს, ეცოდინებათ მხატვრული
სახეების მოძებნა. ეცოდინებათ, თუ რა არის „გაპიროვნება“;
განუვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები.
|
|
7.
|
მუშაობა ნაწარმოების თემასადა იდეაზე
სათანადო კითხვები:
1.რატომ იხსენიება ხალხში ხმელი წიფელი ხშირად და თან სიყვარულით?
2.როგორ გავიგოთ- „ათას ცოცხალსა ბერჯელა ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია“?
3.რა არის ხმელი წიფლის ნუგეში, რატომ უნდა იცოცხლოს მან?
|
ინდუქცირი
|
მთელი კლასი
|
წიგნი, რვეული, კალმისტარი
|
6წთ.
|
განუვითარდებათ ტექსტზე დაკვირვების უნარები; დაუკვირდებიან და ამოიცნობენ
მწერლის სათქმელს, მთავარ აზრს. ისწავლიან თავისუფალ, დამოუკიდებელ მსჯელობას.
|
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი|
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზე-
ბის ფორმა
|
სასწავლო
რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
||||||||||||
4.
|
რას გვასწავლის „ხმელი წიფელი“?
თემა: ტყის სურათი-ხმელი წიფლის ამბავი
იდეა: ადამიანში დიდი, კეთილშობილური გრძნობების გაღვივება.
შეჯამდება მუშაობა.
|
|||||||||||||||||
8.
|
საკითხის გაგება-განმტკიცების მიზნით ჩატარდება ჯგუფური მუშაობა
ჯგუფში გაერთიანდება 5 მოსწავლე;
ეძლევათ სათანადო დავალებები ბარათების გამოყენებით;
ჯგუფი ირჩევს ლიდერს, პრეზენტატორს;
ურიგდებათ სათანადო ბარათები, რომლებშიც მოცემულია სამუშაო საკითხი.
Iჯგ.
ამოვწუროთ ტექსტიდან „ადგილი დედის“ ზღაპარი;
IIჯგ. დავწეროთ ესე- „წიფლის უკვდავება“
IIIჯგ. ჩამოვწეროთ რამდენიმე თვისება,
რა მასწავლა „ხმელმა წიფელმა“
IVჯგ. შეავსე სქემა:
პრეზენტატორი აკეთებს პრეზენტაციას შესრულებული დავალების ირგვლივ. მოსწავლეების
მიერ მოხდება შესრულებული სამუშაოს შეფასება და თვითშეფასება ჯგუფური მუშაობის შეფასების
რუბრიკის მიხედვით.
(რუბრიკა გეგმას თან ერთვის).
|
დამოუკიდებელი
მუშაობა
|
ჯგუფური
მუშაობა
|
ბარათები, რვეულები
|
7წთ.
|
მოსწავლეები შეძლებენ ესეს დაწერას მოცემული სათაურის მიხედვით, ყურადღებას
გაამახვილებენ მართლწერის საკითხზე, გაიღრმავებენ დამოუკიდებელი წერის და ანალიტიკური
აზროვნების უნარ-ჩვევებს.
|
N
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი|
მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების
ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
9.
|
III(ფაზა)
საშინაო დავალების მიცემა
ა)“ხმელი წიფელი“ (ანალიზი) ძირითადი საკითხები (მოსაყოლად)
ბ)წერითი დავალება: დავწეროთ პატარა მოთხრობა, ავამეტყველოთ სასურველი
უსულო საგანი (მდინარე, ცხოველი, მცენარე...)
შესასრულებელ დავალებაზე მიეცემათ შესაბამისი განმარტება.
10. მასწავლებელი აფასებს მოსწავლლეებს შესაბამისი რუბრიკის მიხედვით.
აძლევს მათ განმავითარებელ და განმსაზღვრრელ შეფასებას
|
ინსტრუქტაჟი
|
მთელი კლასი
|
3წთ.
|
მოსწავლეებს შეუძლიათ საშინაო დავალების ჩანიშვნა.
გაკვეთილის ბოლოს შეფასდებიან მონაწილეები.
|
შეფასება:
გამოვიყენებ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების
ფორმებს. გაკეთდება განმსაზღვრელი შეფასება სათანადო რუბრიკის შესაბამისად. (შეფასების
რუბრიკა გეგმას თან ერთვის)
კავშირი
მოხდება მუსიკასა და ხელოვნებასთან (მოვისმენთ ნაწყვეტს „შტრაურის ვალსიდან“)
თვითშეფასება:ჩატარებული საგაკვეთილო
მუშაობისას მოსწავლეებმა შეისწავლეს დაგეგმილი თემა,სათანადოდ გაერკვნენ მიზნებში,
იმუშავეს აქტიურად, თითოეულ აქტივობას შესაბამისი მეთოდით მივყავდით სასურველ, მისაღწევ
შედეგამდე.
ჩემი აზრით, გაკვეთილის გეგმით მოცემული საკითხები
და მიზნები შესრულდა.
შედეგგი: გაკვეთილზე სათანადო
მეთოდურმა მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს, გამოემჟღავნებინათ შესაბამისი ცოდნა.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულმა ინდიკატორებმა მიმართულებების შესაბამისად
მიგვიყვანეს შედეგამდე.
მოსწავლეებმა
ამოიცნეს ნაწარმოების დედააზრი, გააკეთეს ანალიზი, კარგად გაართვეს მსჯელობას თავი,
საუბრობდნენ კონკრეტულ თემებზე, იმსჯელეს სათაურისა და ტექსტის ურთიერთმიმართებაზე,
აკეთებდნენ კომენტარს; გაიაზრეს ნაწარმოების მხატვრული სამყარო; ადამიანისა და ბუნების
კავშირი, შეიძინეს ადამიანებისადმი პატივისცემის თვისებები. ამოიცნეს და განმარტეს,
როგორ ქმნის ავტორი განწყობას ნაწარმოებში. იმსჯელეს რა გვასწავლა „ხმელმა წიფელმა“.
ხელმოწერა: დალი თურქაძე
თარირი: 20 ნოემბერი, 2017 წელი
რეფლექსია
VIIა კლასში ჩავატარე გაკვეთილი, რომლის თემაც იყო
„ხმელი წიფელი’’ (იდეურ-მხატვრული ანალიზი)
მიზანი
იყო: მოსწავლეებს გაეგოთ, თუ რას გვასწავლის მოთხრობა,
გაეკეთებინათ ანალიზი, მოეძებნათ ტექსტიდან სათანადო საჭირო ადგილები, ემსჯელათ პრობლემურ
სიტუაციებზე, დაკვირვება გაეკეთებინათ ნაწარმოების მხატვრულ მხარეზე. გამოეკვეთათ
თემა, იდეა, დედააზრი, მწერლის სურვილი.
ჩემი
აზრით, სათანადო მუშაობით შესრულდა მიზანი. მივიღე შესაბამისი შედეგი -
მოსწავლეებმა შეისწავლეს ტექსტი. შეუძლიათ მუშაობა მის ანალიზზე, მხატვრულ
სამყაროზე, თავისუფლად აკეთებენ საგანთაშორის კავშირს, პარალელს - სხვა მსგავს
ნაწარმოებებთნ.
თემისა და
მიზნის შესაბამისად დავგეგმე აქტივობები, რამაც მომცა საშუალება
საბაზისო ცოდნის გამეორებით, მასზე დაყრდნობით გადავსულიყავი ახალი მასალის
ახსნაზე. მიზანმიმართულად გამოვიყენე სხვადასხვა საჭირო აქტივობა (ტექსტზე
მუშაობა, ძირითადი საკითხების გამოყოფა, კავშირი ბუნებასთან, მწერლის მიზანი,
თემა, იდეა).
კრიტიკული
და ანალიტიკური აზროვნების განსავითარებლად აუცილებლად მივიჩნიე ასეთი აქტივობების
მონაცვლეობა. ვფიქრობ, ამგვარმა მუშაობამ გაამართლა და სათანადო შედეგიც მომცა -
ბავშვებმა გამოამჟღავნეს ტექსტობრივი მასალის ცოდნა; ტექსტზე მუშაობის
უნარ-ჩვევები; თანამშრომლობა საკითხის ირგვლივ.
მუშაობისას
გამოვიყენე სოკრატეული, კითხვა-პასუხების, დედუქციური, ინდუქციური მეთოდები, რამაც
მოსწავლეებში ხელი შეუწყო მაღალი სააზროვნო დონეების განვითარებას (ანალიზი,
სინთეზი, შეფასება). გაკვეთილის განმავლობაში ვცდილობდი, რომ ფასილიცატორი
ვყოფილიყავი, ეტაპობრივად დავხმარებოდი მოსწავლეებს და მიმეცა მათთვის აქტიურად
მოქმედების შესაძლებლობა.
1) ჩემი აზრით, ამგვარად წარმართული
პროცესი ესადაგებოდა კონსტრუქტივისტული გაკვეთილის პრინციპებს. კერძოდ იმას, რომ
სწავლა აქტიური პროცესია, მოსწავლე თავად აგებს ცოდნას, წყვეტს პრობლემას
მასწავლებლის სათანადო ინფორმაციის დახმარებით.
მიუხედავად მიღწეული შედეგებისა
ხარვეზებს მაინც გამოვყოფ:
ა) კლასში არის მოსწავლეთა მცირე
ნაწილი, რომელთაც უჭირთ კითხვა;
ბ) უჭირთ ანალიტიკური აზროვნება,
სწრაფი რეაგირება, ამახინჯებენ სიტყვებს;
გ) უჭირთ ჯგუფთან ინტეგრირება.
მუშაობაში
კვლავ სისტემატიურად გამოვიყენებ დაკვირვების მეთოდს. შევისწავლი
დაშვებულ შეცდომებს და ჩემს საქმიანობას წარვმართავ ნაკლის აღმოფხვრისთვის.
ამ მიზნით: ა) ჩავატარებ დამატებით
მეცადინეობებს;
2) ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს
დავურიგე თვითშეფასების კრიტერიუმთა ჩამონათვალი (თუმცა ისინი იცნობენ მის
მოთხოვნებს), რაც დამეხმარა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში.
აღსანიშნავია, რომ მიღწეულ შედეგზე
დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა აქტიურობამ. მათ გამოამჟღავნეს ტექსტის სრულყოფილი
ცოდნა, ინტერესი თემის ირგვლივ. გაკვეთილი მიმდინარეობდა ხალისით,
ურთიერთპასივისცემით, უსმენდნენ ერთმანეთს, უსწორებდნენ ენობრივ შეცდომებს,
გატაცებით საუბრობდნენ ბუნების სიყვარულზე, ადამიანის დანიშნულებასა და
მოვალეობაზე, ჩასწვდნენ მწერლის ჩანაფიქრს.
ჩემი
აზრით, სწავლებისას ამგვარი ცვლილებები, სხვადასხვა ფორმები საინტერესოს გახდის
თითოეული ნაწარმოების შესწავლასა და ანალიზზე მუშაობას.
მოსწავლეები
თავისუფლად მსჯელობდნენ, გააკეთეს ანალიზი, სინთეზი თემის შესაბამისად. ვფიქრობ,
რომ თავისუფლად მოახდენენ ტრანსფერს- ცოდნას გამოიყენებენ ცხოვრებაში- ეცოდინებათ
ბუნების სიყვარული, გაუფრთხილდებიან მას.
ჯგუფურმა
მუშაობამ ერთგვარად გააღრმავა თანამშრომლობითი ურთიერთობის უნარ-ჩვევები;
ეხმარებიან ერთმანეთს, უსწორებენ შეცდომებს, პატივს სცემენ სხვის აზრს.
განსაკუთრებულ
ყურადღებას ვუთმობდი შესაბამისად შეფასების ფორმებს.
გამოვიყენე
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებები. მოხდა თვითშეფასება და
ურთიერთშეფასება.
გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა
და არ დამჭირდა კორექტირების შეტანა, თუმცა შემდეგში უნდა გავითვალისწინო, კერძოდ
ა) შეფასების უკუკავშირის დროს მოსწავლეებს განვუმარტო კონკრეტულად რაში
დაიმსახურეს მათ შეფასება.
ბ) ყურადღებას გავამახვილებ სუსტ
მოსწავლეებზე. გაკვეთილის მსვლელობისას უფრო აქტიურად ჩავრთავ;
გ) სწავლა - სწავლების პროცესში
დავიხმარ მშობელს;
დ) შევურჩევ სათანადო საშინაო
დავალებებს. სისტემატიურად გავაკონტროლებ; დავაინტერესებ, რომ სწავლა მისთვის
სასიამოვნო პროცესი გახდეს.
გაკვეთილზე
გამოვიყენე კავშირი ხელოვნებასა და მუსიკასთან (საგანთაშორისი). მოსწავლეებმა
გააკეთეს დასკვნა: ა) რა ძალა აქვს ბუნებას;
ბ)
რა ძალა აქვს მუსიკას.
საგაკვეთილო
პროცესში ჩართული იყო ყველა მოსწავლე. სწავლა-სწავლების პროცესი მიმდინარეობდა
ეფექტურად, მსჯელობდნენ არგუმენტირებულად, გამოჰქონდათ სათანადო დასკვნები.
მიმდინარეობდა მოსწავლეთა მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.
თითოეული
აქტივობისას მოხდა სხვადასხვა სახის უკუკავშირი, რომელიც იყო სპეცფიკური და
ემსახურებოდა სწავლის გაუმჯობესებას.
ჩემმა
მოსწავლეებმა იციან შეფასების კრიტერიუმები. მასზე დაყრდნობით მონაწილეობდნენ შეფასების
პროცესში.
გაკვეთილის
მიზანი შესრულდა, შეჯამდა საკითხი, გაკეთდა დასკვნა და მივიღე შესაბამისი შედეგი.
მასწ.
დალი თურქაძე
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა:
ნოდარ დუმბაძის „სისხლი“ (ანალიზი)
კლასი VIIა
მასწავლებელი: დალი
თურქაძე
საგანი: ქართული
ენა და ლიტერატურა
მოსწავლეთა რაოდენობა:
20 მოსწავლე
გაკვეთილის სასწავლო
მიზნები: (მოსალოდნელი შედეგები)
საკითხის შესწავლსი
შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ: პერსონაჟის ხატვის ხერხზე დაკვირვებას;
გაიღრმავებენ ანალიზზე
მუშაობის უნარ-ჩვევებს;
ეცოდინებათ სათაურის
გააზრების უნარები ტექსტთან მიმართებაში;
გაიღრმავებენ ტექსტთან
დამოკიდებულების, შედარება-შეპირისპირების, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს.
ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული შედეგები/ინდიკატორები:
1.მიმართულება: წეპირმეტყველება
VII
1. ა) მოსმენის შემდეგ სვავს ადეკვატურ კითხვებს;
ბ) ამოიცნობს მთვარ აზრს, დასკვნით სახით
წარმოადგენს;
გ) ამზადებს გამოსვლას კონკრეტულ საკითხთან
დაკავშირებით.
VII.
2. ა) მსჯელობს მოეწონა თუ არა;
VII.
4. ა) ჯგუფთან ერთად ამზადებს საკითხს;
VII. 5. ა)
თხრობისას სათანადოდ იყენებს მხატვრულ სიტყვებს და გამოთქმებს.
2. მიმართულება: კითხვა
VII. 7.
ა) ამოიცნობს და ახსნის ტექსტში მიზეზ-შედეგობრივ
კავშირს;
ბ) ახასიათებს პერსონაჟს;
გ) აკეთებს კომენტარს მხატვრული ნაწარმოების
დიალოგის ფუნქციის შესახებ;
დ) ამოიცნობს და განმარტავს ფრაზებს.
გამჭოლი კომპეტენცია: წიგნიერება
გაკვეთილის მსვლელობა
სასწავლო აქტივობები:
I.
საშინაო დავალების შემოწმება
აქტივობა 1. (მოსწავლეთა
წინარე ცოდნა)
ა) მოსწავლეთა სუბიექტური გამოცდილების
გააქტიურება;
ბ) საბაზისო ცოდნის მიხედვით შესაბამისი
კითხვების დასმა:
1.
რა
იცით ნოდარ დუმბაძის შესახებ?
2.
მის
რომელ ნაწარმოებებს იცნობთ?
3.
თუ
გინახავთ ფილმი, სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის მოთხრობის შესახებ?
4.
წაგიკითხავთ
თუ არა „მე, ბებიკო, ილიკო და ილარიონი“?
5.
როგორ
დაუკავშირებთ ამ მოთხრობას „სისხლთან“?
6.
როგორ
ფიქრობთ, რაზე მიგვანიშნებს ამ მოთხრობებში მწერალი?
7.
რომელ
შესწავლილ ნაწარმოებთან გაავლებდით პარალელს?
საბაზისო ცოდნის
შეჯამება
დრო- 5წთ.
აქტივობა
2. წერითი საშინაო დავალების შემოწმება
ა) წერითი სამუშაოს წაკითხვა;
ბ) ნაშრომის შეფასება;
საშინაო დავალების
შეჯამება-შეფასება
დრო- 5წთ.
II.
ახალი
მასალის ახსნა
აქტივობა 3.
ახალ მასალაზე მუშაობა
ტექსტის დაყოფა ნაწილებად:
1.
ბებიის
და ბაბუას დიალოგი;
2.
ბიჭის
ფიქრები;
3.
ბაბუას
მუქარა;
4.
გზაში;
5.
ბებიის
სტუმრობა;
6.
საუბარი
ერთი წლის თავზე;
7.
ბაბუას
თხოვნა;
8.
„დავბრუნდი
ბაბუა...“
შეჯამება ტექსტის
ძირითადი საკითხების ირგვლივ
დრო- 5 წთ.
აქტივობა
4. მუშაობა ნაწარმოების იდეურ ანალიზზე
მოსწავლეები პასუხობენ ნაწარმოების მიხედვით
დასმულ შესაბამის კითხვებზე:
1.
როგორ
იწყება მოთხრობა?
2.
როგორ
ახასიათებს ბებია შვილიშვილს?
3.
რას
განიცდის ბიჭი?
4.
რას
ფიქრობს ბაბუაზე, როგორ დაახასიათებთ ამ ეპიზოდის მიხედვით ბაბუას?
5.
ეთანხმებით
თუ არა ბიჭის ფიქრებს?
6.
როგორ
დაახასითებთ ბიჭის ბებიას?
7.
ეთანხმებით
თუ არა ბებიას და რატომ?
8.
ვის
თანაუგრძნობს მწერალი და რატომ?
9.
დავახასიათოთ
პერსონაჟები.
გაკვეთილის მუშაობის შეჯამება
დრო - 8წთ.
აქტივობა 5.
მუშაობა მხატვრულ მხარეზე
1.
მოსწავლეებს
მიეცემათ დავალება - მოძებნონ ტექსტში საინტერესო აღწერითი ეპიზოდები;
2.
დაასახელონ
კუთხური გამოთქმების მაგალითები, ყურადღება მიაქციონ პერსონაჟების მეტყველებას;
3.
დაასახელონ
სად და როდის ხდება მოქმედება;
4.
როგორ
ხატავს მწერალი პერსონაჟებს?
შეჯამდება მუშაობა
დრო - 4წთ.
აქტივობა
6. იკვეთება ნაწარმოების თემა, იდეა.
დაისმება შესაბამისი
კითხვები:
1.
რატომ
დაასათაურა მწერალმა ამ სიტყვით მოთხრობა, როგორ ფიქრობთ?
2.
რას
ნიშნავს სიმბოლო?
3.
რა
იყო თქვენთვის მთავარი, რაზე მიგანიშნათ მოთხრობამ?
4.
როგორ
გადმოგვცა მთავარი სათქმელი მწერალმა?
5.
როგორ
გესმით ოჯახის სიმტკიცე?
6.
რა
ყოფილა მწერლის ჩანაფიქრი?
7.
რა
არის მოთხრობის თემა, იდეა?
8.
რას
ფიქრობთ, როცა უფროსები გტუქსავენ?
9.
რომელ
პერსონაჟს თანაუგრძნობთ, რატომ?
10.
იყო
თუარა ბიჭისთვის ბაბუა მისაბაძი პიროვნება?
11.
თქვენთვის
ვინ არის ოჯახში მისაბაძი პიროვნება?
12.
რას
გვასწავლის მოთხრობა „სისხლი“?
(დაფაზე
ეწერება ძირითადი საკითხები, თემა, იდეა)
თემა: ბიჭის ოჯახი (ბებიისა და ბაბუის საზრუნავი)
იდეა:
ადამიანი უბრუნდება საკუთარ ფესვებს, კერას, მიწას, სამშობლოს.
მოხდება
მუშაობის შეჯემება, შეფასება - თვითშეფასება შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით. დრო - 6წთ.
მუშაობის განმტკიცების და შეჯამების მიზნით ჩატარდება
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფი ირჩევს ლიდერს, პრეზენტატორს.
ეძლევათ სამუშაო საკითხი:
Iჯგ. დავახასიათოთ ბიჭის გურული ბაბუა ქიშვარდი;
IIჯგ. დავახასიათოთ ბიჭის იმერელი ბაბუა იულია;
IIIჯგ. დავახასიათოთ ნაწარმოების პერსონაჟი- ბიჭი,
ნოდარ
ლომჯარია
IVჯგ.
დავწეროთ ესე- რა მასწავლა მოთხრობა „სისხლმა“
პრეზენტატორი აკეთებს პრეზენტაციას შესრულებული
სამუშაოს შესახებ.
მოსწავლეები შეაფასებენ შესრულებულ დავალებას
ჯგუფური მუშაობის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით.
გამოიყენებენ
თვითშეფასების ფორმებს.
(კრიტერიუმები
იხ. დანართში)
დრო
- 7წთ.
III.
საშინაო
დავალებებზე მუშაობა
ა) „სისხლი“ თხრობითი, პერსონაჟების
დახასიათება, შესაბამის საკითხებზე დაკვირვება;
ბ)წერითი დავალება: დაწერონ რაიმე ეპიზოდი საკუთარი
ოჯახის ცხოვრებიდან.
შეჯამდება მუშაობა.
დრო - 2წთ.
კლასის ორგანიზების
ფორმები:
1.
საერთო
საკლასო;
2.
ინდივიდუალური
მუშაობა;
3.
ჯგუფური
მუშაობა.
სასწავლო რესურსები: სასკოლო სახელმძღვანელო, ტექ. საშუალებები- ინტერნეტსაიტები,
ვიდეო-მასალა.
გაკეთდება საგანთაშორის კავშირი გეოგრაფიასა და
ბიოლოგიასთან.
ვნახავთ ვიდეო-მასალას, ეპიზოდებს გასულ წელს
ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმული სპექტაკლიდან „სისხლი“.
შეფასება: გამოვიყენებ
განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმებს. მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები,
მოხდება თვითშეფასება.
ყურადღება გამახვილდება:
ა) ზეპირი გამოკითხვა;
ბ) ჩართულობა; გ) სწორმეტყველება და მართლწერა; დ)ჯგუფური მუშაობისას თანამშრომლობა.
გაკეთდება განმსაზღვრელი
შეფასება სათანადო რუბრიკის შესაბამისად (იხ. დანართი - საკლასო მსჯელობაში მონაწილეობა).
თვითშეფასება:
მოსწავლეებმა გაიზარეს ნაწარმოების დედააზრი,
ჩახვდნენ მწერლის ჩანაფიქრს, გაავლეს პარალელი ნასწავლ ნაწარმოებებთან, დაუკვირდნენ
ოჯახის მოვალეობებს, იგრძნეს პასუხისმგებლობა ოჯახის წევრების მიმართ, გაერკვნენ გაკვეთილის
მიზნებში.
თითოეულმა აქტივობამ შესაბამისი მეთოდით მიგვიყვანა
შედეგამდე.
ჩემი აზრით, გაკვეთილი მიმდინარეობდა ხალისიანად,
შესრულდა დაგეგმილი საკითხები.
დრო - 2წთ.
შედეგი:
სათანადო მეთოდურმა მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებს
ცოდნის გამომჟღავნებაში.
ეროვნული გეგმით გათვალისწინებულმა ინდიკატორებმა
მიმართულებების შესაბამისად მიგვიყვანა სათანადო დაკვირვებამდე, მივიღეთ შესაბამისი
შედეგი:
მოსწავლეებმა იციან პერსონაჟზე დაკვირვება, დადებითი
და უარყოფითი თვისებების გამოყოფა, აღწერენ ცალკეულ ეპიზოდებს, უკავშირებენ სიუჟეტურ
განვითარებას, ამოიცნეს მწერლის სათქმელი, გაიაზრეს სათაური; თავისუფლად შეუძლიათ ნაწარმოებთა
შედარება-შეპირისპირება, მოვლენათა მონაცვლეობითი გადმოცემა; შეუძლიათ ტრანსფერის გაკეთება-
პარალელი საკუთარ ოჯახთან, ბებია-ბაბუასთან ურთიერთობა, დაკვირვება საკუთარ მოქმედებაზე;
გაუღრმავდათ ნაწარმოების თემასა და იდეაზე მუშაობის უნარ-ჩვევები.
მასწ. დალი თურქაძე
გაკვეთილის ჩატარების
თარიღი:
13 ნოემბერი,
2017 წელი.
ვიყენებ შეფასების
რუბრიკას (დანართი)
1.
საკლასო
მსჯელობაში მონაწილეობა
(9-10ქ.)
ა) დამაჯერებლად,
არგუმენტირებულად წარმოგიდგენს თავის მოსაზრებას;
ბ) ხშირად მონაწილეობს
ზეპირ გამოსვლებში;
გ) აქვს მდიდარი
ლექსიკა.
(7-8ქ.)
ა) ასაბუთებს საკუთარ
მოსაზრებას;
ბ) გამართულად მეტყველებს;
გ) შემოქმედებითად
იყენებს მხატვრულ საშუალებებს.
(5-6ქ.)
ა) მეტ-ნაკლებად
გამართულად საუბრობს;
ბ) იცავს მართლმეტყველების
ელემეტარულ წესებს;
გ) სუსტად მომნაწილეობს
საგაკვეთილო პროცესში.
(3-4ქ.)
ა) სუსტად წარმოადგენს
საკუთარ მოსაზრებას;
ბ) ნაკლებად მონაწილეობს
ზეპირ გამოსვლებში;
გ) აქვს ღარიბი
ლექსიკა.
2.
ჯგუფურ
მუშაობაში მონაწილეობა
(9-10ქ.)
ა) იყეენებს შესაფერის
და მდიდარ ლექსიკას;
ბ) სათქმელს საინტერესოდ
წარმოადგენს;
გ) თითქმის არ უშვებს
შეცდომებს.
(7-8ქ.)
ა) ჩანს საწერი
მასალის მიზანი შესაბამისი ლექსიკა;
ბ) წერს გასაგები,
შესატყვისი ფორმებით;
გ) უშვებს მცირე
შეცდომებს.
(5-6ქ.)
ა) ჩანს მიზნის
შესრულების მცდელობა;
ბ) აქვს ღარიბი
ლექსიკა;
გ) უშვებს შეცდომებს.
(3-4ქ.)
ა) სუსტად ახერხებს
სათქმელის გადმოცემას;
ბ) ნაწერში უშვებს
უხეშ შეცდომებს;
გ) არ იცავს მართლწერის
ელემენტარულ წესებს.
რეფლექსია
VIIა კლასში
ჩავატარე გაკვეთილი, რომლის თემაც იყო ნოდარ დუმბაძის „სისხლი“ (ანალიზი)
მიზანი იყო: მოსწავლეები განივითარებდნენ პერსონაჟის ხატვის ხერხებზე
დაკვირვების უნარ-ჩვევებს; გაიღრმავებდნენ აღწერითი ტიპის ტექსტის ანალიზის უნარებს,
ეცოდინებოდათ პერსონაჟის დახასიათება კონკრეტული ფაქტების შესაბამისად; გაიაზრებდნენ
(ტექსტის მიხედვით) სათაურს; გაიღრმავებდნენ მოქმედ პირთა შედარება-შეპირისპირების
სამუშაო უნარებს; დააკვირდებოდნენ ნაწარმოების მხატვრულ სამყაროს; გამოკვეთდნენ თემას,
იდეას, მწერლის ჩანაფიქრს.
ჩემი აზრით, დაგეგმილი სამუშაო პროცესით, შესაბამისი
აქტივობების გამოყენებით შესრულდა მიზანი.
მივიღე
სათანადო შედეგი: მოსწავლეებმა შეისწავლეს ტექსტი, იციან მწერლის ბიოგრაფიული ცნობები
(ზოგადად), შეუძლიათ მუშაობა მოქმედი პერსონაჟების დახასიათებაზე, ნაწარმოებში დროსა
და ადგილის მინიშნებაზე; თავისუფლად გაერკვნენ მხატვრული ელემენტების მოძებნაში; გაავლეს
პარალელი სხვა ნაწარმოებებთან, პირად ოჯახთან, ისაუბრეს საკუთარ ურთიერთოებებზე უფროსებთან.
აქტივობები დავგეგმე თემისა და მიზნის შესაბამისად.
ყურადღება გავამახვილე საბაზისო ცოდნის გამეორებაზე, რის შემდეგაც სათანადო მუშაობით (კავშირით) გადავედი ახალი მასალის ახსნაზე.
მიზნობრივად გამოვიყენე საჭირო აქტივობები: ტექსტზე მუშაობა, ძირითადი საკითხების გამოკვეთა,
პერსონაჟთა დახასიათება, დრო და სივრცე ნაწარმოებში, მხატვრული სამყარო, კავშირი საკუთარ
ოჯახთნ; გავარკვიეთ ნაწარმოების თემა, იდეა, მწერლის მიზანდასახულობა.
გაკვეტილის გეგმის მიხედვით ჩავატარე ჯგუფური
მუშაობა სათანადო საკითხებზე. პრეზენტატორმა გააკეთა პრეზენტაცია. ჯგუფურმა მუშობამ განამტკიცა საკითხის შესწავლა.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ითანამშრომელს. ჯგუფურად იმუშავეს პერსონაჟის დახასიათებაზე,
ეხმარებოდნენ ერთმანეთს გრამატიკული შეცდომების გასწორებაში.
ჩემს მოსწავლეებს განუვითარდათ კრიტიკული და
ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები, თანამშრომლობამ გაუღრმავა ერთმანეთის აზრის მოსმენის,
პატივისცემის უნარები.
მუშაობისას გამოვიყენე კითხვა-პასუხის სოკრატეული
მეთოდი; დედუქციური და ინტერაქციული მეთოდები, „გონებრივი იერიში“, მოკლე, მინი ლექცია,
რამაც ხელი შეუწყო მაღალი სააზრროვნო დონეების
(გაგება,ანალიზი, შეფასება, სინთეზი) განვითარებას. მოსწავლეებმა მოახდინეს
შედარება- შეპირისპირება სხვა ნაწარმოებთან , ფილმებსა და სპექტაკლთან, საკუთარ ოჯახთან.
მჯერა, ნაწარმოებმა მათ ბევრი რამ ასწავლა, მაგალითად: ა)გაიაზრონ ერის ისტორიული წარსული; ბ) პატივი სცენ უფროსებს;
გ) პატივი სცენ ოჯახს;
დ) გაუფრთხილდნენ ერთმანეთს;
ე) აკეთონ სიკეთე;
ვ) უყვარდეთ საკუთარი ქვეყანა,
სამშობლო.
ჩემი მოსწავლეები
აუცილებლად გაითვალისწინებენ ნაწარმოებში დასმულ საკითხებს ცხოვრებაში; ეცოდინებათ,
სკუთარი სამშობლოს რთული პერიოდი როგორ აისახა ოჯახებზე; ყურადღებას მიაქცევენ ადამიანთა
დადებით და უარყოფით თვისებებს.
განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე მუშაობის შეჯამებას
აქტივობების შემდეგ.
გამოვიყენე შეფასების ფორმები: განმავითარებელი
და განმსაზღვრელი, მოხდა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
ვცდილობდი ვყოფილიყავი დამხმარე „ხარაჩო“, ვერბალური
და არავერბალური ფორმებით ვაღწევდი, ინტერესი გამომეწვია, ამემაღლებინა მათი შთაბეჭდილებები,
ემოციები, რომ გაკვეთილი ხალისიანი და საინტერესო ყოფილიყო. ჩემმა მოსწავლეებმა იციან
შეფასების კრიტერიუმების მოთხოვნები. ამიტომ შეფასება წარიმართა მეგობრული რჩევითი
თანამშრომლობით.
გაკვეთილი წარვმართე
კონსტრუქტივიზმის პრინციპით, აქტიურად ვითანამშრომლეთ ერთად.
გაკვეთილი გეგმის
მიხედვით წარიმართა, არ დამჭირდა კორექტივების შეტანა. თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე
საკითხი, რომლებიც შემდეგი გაკვეთილის ჩატარებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინო,
კერძოდ: 1. ყურადღება უნდა გავამახვილო ინდივიდუალურ მუშაობაზე;
2. ზოგ მოსწავლეს
უჭირს პრობლემაზე ორიენტირება;
3. ზეპირმეტყველებისას
უშვებენ უხეშ შეცდომებს;
4. მეტი ყურადღება
უნდა დავუთმო სუსტ მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
შემდეგი მუშაობისას
გავაანალიზებ დაშვებულ შეცდომებს, დავსახავ გზებს და სათანადო მეთოდების გამოყენებით
აღმოვფხვრი ნაკლს. ამ მიზნით:
1.
მოსწავლეებს
შევაყვარებ კითხვას; კლასგარეშე ლიტერატურას;
2.
საინტერესოს
გავხდი წერით საშინაო-საკლასო დავალებებს;
3.
აქტიურად
ვიმუშავებ წაკითხულიდან პრობლემების გამოკვეთისა და გადაჭრის უნარის განვითარებაზე.
გაკვეთილზე
გამოვიყენე საგანთაშორისი კავშირი (ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ხელოვნება).
მოსწავლეებმა ნახეს ნაწყვეტები სპექტაკლიდან, რომელიც დაიდგა
ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ. მოხდა შთაბეჭდილებების გაზიარება.
საგაკვეთილო პროცესში
ჩართული იყო ყველა მოსწავლე. ერთიანად იაზრებდნენ კლასში არსებულ პასუხისმგებლობას
კლასში არსებულ სიტუაციაზე, ხშირად კითხვის დასმის ინიციატორები თვითონ მოსწავლეები
იყვნენ. არგუმენტირებულად მსჯელობდნენ, გამოჰქონდათ დასკვნები. მოსწავლეები იღებდნენ
უკუკავშირს, რაც ეხმარებათ სწავლის გაუმჯობესებაში.
გაკვეთილის მიზანი
შესრულდა, მივიღე სათანადო შედეგი, გაკეთდა შესაბამისი დასკვნა, შეჯამდა მუშაობა.
მასწავლებელი: დალი თურქაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий