სამუშაოების აღრიცხვა

                                               „მკითხველთა  კლუბის“ მუშაობის აღრიცხვა

                                           პირველი შეხვედრა-20 ოქტომბერი
               მოხდა საინფორმაციო-ორგანიზაციული საკითხების გაცნობა
                             მოსწავლეთა ურთიერთგაცნობა-პრეზენტაცია
ხელმძღვანელი:დ.თურქაძე



მეორე შეხვედრა-30 ოქტომბერი
მოსწავლეები გაეცნენ კლუბის მუშაობის წლიურ გეგმას.გაიმართა მსჯელობა მოცემული საკითხების ირგვლის,აღინიშნა რჩევები და სურვილები.


ნოემბრის თვე
10 ნოემბერი
2017 წლის 10 ნოემბერს შედგა ქარელის N1 საჯარო სკოლის "მკითველთა კლუბის" წევრთა შეხვედრა. მოისმინეს მინი-ლექცია ქართული ენის სიდიადის შესახებ (მასწ. დ.თურქაძე)
წევრებმა წაიკითხეს ამონარიდები ქართველ კლასიკოსთა წერილებიდან ქართული ენის დაცვის, მნიშვნელლობის, მოვლა-პატრონობის შესახებ. გაიმართა მსჯელობა კითხვა პასუხის მეთოდით.

17 ნოემბერი
შედგა "მკითხველთა კლუბის" მორიგი სხდომა. კლუბის წევრებმა განიხილეს ქართული ენის მნიშვნელობის შესახებ ამონარიდები კლასიკოსთა წერილებიდან. გაიმართა დებატები. რატომ გახდა დღეს აქტუალური ქართული ენის დაცვისათვის ბრძოლა


22ნოემბერი
22 ნოემბერს შედგა ,,მკითხველთაკლუბის"მორიგი სხდომა, რომელიც მიეძღვნა შთაბეჭდილებათა გაზიარებას, წინა სხდომაზე წამოჭრილი საკითხების განხილვას. 
მუშაობა წარიმართა ჯგუფური მუშაობის მეთოდით. დაიწერა შთაბეჭდილებები ქართული ენის დაცვის, მოვლა-პატრონობის აუცილებლობის შესახებ. ლიდერებმა გააკეთეს პრეზემტაცია, მოხდა ნამუშევართა შეფასება.

30 ნოემბერი
2017 წლის 30 ნოემბერს შედგა ,,მკითხველთა კლუბის" სხდომა. მოსწავლეები გაეცნენ  ნ. შატაიძის მოკლე ბიოგრაფიულ ცნიბებს. ვისუბრეთ ,,მოგზაურობა აფრიკაში" - ამ ნაწარმოების ირგვლივ. წევრებმა წაიკითხეს სხვადასხვა ეპიზოდი, ისაუბრეს ეპოქაზე, რომელიც აისახა მოთხრობაში. ყურადღება განახვილდა ნაწარმოების დედა აზრსა და კითხვის ტექნიკაზე. 
  ხელმძღვანელი : დ. თურქაძე



5 დეკემბერი
განვიხილეთ მოთხრობა ''მოგზაურობა აფრიკაში''. ვიმუშავეთ მოქმედ გმირებზე, ნაწარმოებში აღწერილ პერიოდზე-''აფხაზეთის ომზე''. წევრებმა იმსჯელეს სოციალურ და ეროვნულ საკითხებზე. ნაწარმოებში მოცემულ პრობლემებზე.

12 დეკემბერი
მოსწავლეებმა იმუშავეს მოთხრობა ''მოგზაურობა აფრიკაში'' მხატრულ მხარეზე. დაკვირვება მოხდა ქალაქურ ჟარგონსა. ფრაზეოლოგიზმებსა და პერსონაჟთა მეტყველებაზე. ყურადღება გამახვილდა ნარკომანიის მომაკვდინებელ სენზე.

20 დეკემბერი
მოსწავლეებმა ინტერნეტის საშუალებით ნახეს ფილმი ''ნაპირებთან''. მოხდა ფილმისა და მხატვრული ნაწარმოების შედარება. ვისაუბრეთ ომის საშინელებაზე ფილმისა და ნაწარმოებში მოცემული ეპიზოდების მიხედვით; რეჟისორისა და ავტორის მთავარ სათქმელზე. 

26 დეკემბერი
კლუბის წევრებმა იმუშავეს დისპუტზე, თემა: ''ომი და ლიტერატურა''. მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში. დაწერეს ესე: ''ბავშვი, ოჯახი და ომი''. ნამუშევრები წავიკითხეთ, მოხდა მათი შეჯამება-შეფასება. 
კლუბის ხელმძღვანელი: დ.თურქაძე

კლუბის მუშაობის ანგარიში
მიმდინარე სასწავლო წლის ოქტომბრიდან მუშაობა დაიწყო მკითხველთა კლუბმა. სემესტრის განმავლობაში შეხვედრები მიმდინარეობდა პროგრამის შესაბამისად, დაგეგმილი ღონისძიების მიხედვით სათანადო დროს. მოსწავლეებმა მოცემულ საკითხებს თავი გაართვეს. შეხვედრები წარიმართა საინტერესოდ, საქმიან გარემოში. ჯგუფურმა მუშაობამ მოსწავლეებს განუვითარა თანამშრომლობის უნარები.
კლუბის ხელმძღვანელი: დ.თურქაძე

მეორე სემესტრი

25.01.18

კლუბის წევრებმა მიმდინარე შეხვედრისას განიხილეს შერჩეული მასალა კედლის გაზეთისთვის,დააჯგუფეს სიტყვები სწორად ხმარების-წერის თვალსაზრისით
კლუბის ხელმძღვანელი დ.თურქაძე

6.02.18

 წევრებმა გააფორმეს სტენდი(კედლის გაზეთი) სათაურით ,,ვიმეტყველოთ სწორად''.დააწერეს სათაური და სვეტები შეავსეს სწორი და არასწორი ფორმებით.
გაზეთი გაიკრა თვალსაჩინო ადგილას.
კლუბის ხელმძღვანელი დ.თურქაძე




16.02.18

კლუბის წევრებმა შეაგროვეს მასალა თემაზე ,,გვიყვარდეს წიგნი''.კლასიკოსთა შემოქმედებიდან გამოიყენეს ამონარიდები,დაწერეს შთაბეჭდილებები-რატომ უნდა გვიყვარდეს წიგნი სხდომა წარიმართა გუნდური მუშაობის პრინციპით,რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.
კლუბის ხელმძღვანელი დ.თურქაძე


23.02.18

კლუბის წევრების სამუშაო თემა იყო ,,ქართული საგალობლების'' მოსმენა.
მინილექციის საშუალებით წევრები გაეცნენ საგალობელთა მნიშვნელობას.
მოისმინეს ფონოგრამა ,,საგალობლები'',რამაც წევრებზე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა.
კლუბის ხელმძღვანელი დ.თურქაძე

27.02.18

მიმდინარე სხდომაზე წევრებმა განიხილეს შთაბეჭდილებები მოსმენილი ,,საგალობლების'' ირგვლივ.
გაიმართა მსჯელობა,დებატები-რას ნიშნავს ჩემთვის ,,ენა,მამული,სარწყმუნოება''.
მოოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს სარწმუნოებასა და პატრიოტიზმზე.
მოხდა მუშაობის შეჯამება-შეფასება.გაკეთდა დასკვნა.
კლუბის ხელმძღვანელი დ.თურქაძე






22.03
სხდომის წევრებმა იმუშავეს სხარტულებზე-ბრძნულ სიტყვებსა და გამონათქვამებზე.
კლასიკოსთა შემოქმედებიდან წაიკითხეს საჭირო მასალა.
განიხილეს და გაეცნენ სხარტულებს აკაკი წერეთლის შემოქმედებიდან იმსჯელეს და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები
ხელმძღვანელო დ.თურქაძე

30.03

სხდომის სამუშაო საკითხი იყო-ესეს დაწერა აფორიზმის მიხედვით.განხილული იქნა აფორიზმი „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა,სიკვდილი სახელოვანი.“
წევრებმა მოისმინეს მინი ლექცია,ისაუბრეს პოეტის სათქმელზე,თანამედროვე ახალგაზრდის მოვალეობაზე.გაიმართა დებატები.დაიწერა ესე.
ხელმძღვანელი დ.თურქაძე

5.04

გაიმართა კლუბის სამუშაო სხდომა საკითხზე-„ვის უფრო უყვარს ლიტერატურა“.
წევრებმა დაასახელეს საყვარელი ნაწარმოებები იმსჯელეს,რატომ მოსწონთ მოქმედი გმირი,ესა თუ ის ჟანრი.ყურადღება გამახვილდა თანამედროვე მწერალთა ნაწარმოებებზე 
ხელმძღვანელი დ.თურქაძე

13.04

კლუბის მეცადინეობა დაეთმო ენობრივ საკითხებს.წევრებს დაურიგდათ სათანადო ტექსტები დავალებითურთ.
მოხდა ნამუშევართა შეჯამება-შეფასება გაიმართა დიალოგი დედაენის ირგვლივ.
წევრებმა გამოხატეს განსაკუთრებული სიყვარული ქართული ენის,დედაენის მიმართ.
წაიკითხეს ლექსები,მიძღვნილი დედაენისადმი.
ხელმძღვანელი დ.თურქაძე


20.04

კლუბის წევრებმა წარმოადგინეს მასალა კედლის გაზეთისთვის.
მოეწყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა.შეირჩა საუკეთესო ნაშრომები.
ხელმძღვანელი: დ.თურქაძე


27.04

გაფორმდა გაზეთი, დაიწერა შერჩეული მასალა,ამონარიდები ლიტერატურული ნაწარმოებებიდან,ლექსები ქართული ენის შესახებ.
სხდომა წარიმართა თანამშრომლობის პრინციპით.
მუშაობას მშობლებიც ესწრებოდნენ.
ხელმძღვანელი: დ.თურქაძე


4.05

გეგმით გათვალისწინებული იყო ექსკურსია „ყინწვისში“,მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო ვერ მოხერხდა ტრანსპორტირება.
საკითხი შეიცვალა-სხდომა გაიმართა ოკუპაციის ოთახში.
მუშაობა მიეძღვნა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს.
ხელმძღვანელი: დ.თურქაძე

11.05

სხდომაზე მოეწყო შთაბეჭდილებების დაწერა თემაზე-„რა ვიცი ყინწვისზე“.
პროექტორის საშუალებით ნაჩვენები იქნა ფრესკები ტაძრიდან,„ყინწვისის ანგელოზი“.
ნაშრომები წაკითხული იქნა,გაკეთდა შეფასება და სათანადო დასკვნა.
ხელმძღვანელი:დ.თურქაძე

16.05

მოსწავლეებს დავალებული ჰქონდათ საკუთარი სოფლის მოსახლეობიდან ჩაეწერათ ფოლკლორის ნიმუშები.
(ერთობლივი წასვლა შერჩეულ სოფელში ვერ მოვახერხეთ)
წევრებმა ჩაიწერეს მათთვის საინტერესო მასალა. მოხდა შესრულებული სამუშაოს განხილვა.
ხელმძღვანელი:დ.თურქაძე



25.05

კლუბის წევრებმა საკუთარი შემოქმედებიდან (სასურველი), შეგროვებული-მოძიებული მასალა(ფოლკლორიდან)დაახარისხეს და ჩაწერეს ალბომში
წევრებმა საკუთარი ხელით გააფორმეს ალბომი და შეიტანეს მათთვის საინტერესო მასალა.
წევრები გუნდურად,ხალისიანად მუშაობდნენ.
შეჯამდა ჩატარებული სამუშაო,მოხდა შეფასება.
ხელმძღვანელი: დ.თურქაძე



30.05

კლუბის წევრთა შეხვედრაზე გაკეთდა ანგარიში-გაწეული მუშაობის ირგვლივ.წევრებმა ისაუბრეს,თუ რით იყო მათთცის მნიშვნელოვანი სხდომები,რა ასწავლ,რაზე დააფიქრა ამგვარმა მუშაობამ.
ისწავლეს თუ არა ერთმანეთის აზრის მოსმენა და პატივისცემა;გუნდური,თანამშრომლობითი მუშაობა.
წევრებმა შეაფასეს გაწეული მუშაობა,გაკეთდა სათანადო დასკვნა.
კლუბის ხელმძღვანელი:დ.თურქაძე 


კლუბის ხელმძღვანელის ანგარიში(გაწეული მუშაობის შესახებ)

საკლუბო მუშაობა მიმდინარებოდა მეორე სემესტრის განვმალობაშიც.სხდომები შემუშავებული თემებისა და ღონისძიებების შესაბამისად ტარდებოდა დაგეგმილ დროს.
მოსწავლეები მუშაობდნენ ხალისიანად.დაინტერესებულნი იყვნენ თითოეული თემის საფუძვლიანად დამუშავება-შესწავლაში.მიზანი შესრულდა, შედეგიც სათანადო მივიღეთ.
მუშაობაში მშობლებიც შეძლებისდაგვარად მონაწილეობდნენ. მოხდა მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვა.მუშაობა მიმდინარეობდა ღიად და უსაფრთხო გარემოში.
ხელმძღვანელი:დ.თურქაძე

მოსწავლეთა(წევრთა)შეფასება

წლის განმავლობაში კლუბში მუშაობა მიმდინარეობდა გეგმის შესაბამისად,პროგრამიდან გამომდინარე გათვალისწინებული ღონისძიებების შესაბამისად დასაწყისიდანვე შევიმუშავეთ მუშაობის მიზანი,ამოცანები,სათანადო მასალა.
მუშაობის პროცესში გავეცანით მრავალ საინტერესო საკითხს.ვიმუშავეთ როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებებზე,ასევე ქართული ენის გრამატიკულ მასალასა და ფოლკლორზე.
ამ მიზნით სისტემატურად  გვეხმარებოდა ხელმძღვანელიც.
სათანადოდ გავაფორმეთ და გავაკეთეთ კედლის გაზეთები საინტერესო თემებზე.
მუშაობას განაპირობებდა წიგნისადმი სიყვარული.
ვისწავლეთ გუნდური მუშაობა,ურთიერთთანამშრომლობა, დისკუსიისა და დიალოგის ფორმები.
მუშაობა მიმდინარეობდა საინტერესოდ და ხალისიანად.
საკლუბო მუშაობა დაგვეხმარა კლასგარეშე ცოდნის შეძენაში.ვისწავლეთ დამოუკიდებლად მასალის მოძიების,კვლევის უნარები.
მუშაობა შევაჯამეთ და შევაფასეთ მოსწავლეთა(წევრთა)ფოკუს ჯგუფში.
წევრებმა ვისაუბრეთ გულახდილად.  .
ჩვენი მუშაობა შევაფასეთ დადებითად.
კლუბის მუშაობის ინფორმაცია ხელმისაწდომი იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის ინტერნეტის საშუალებით. მუშაობისას შექმნილი იყო მეგობრული,თანასწორობისა და თანამშრომლობისთვის სასურველი გარემო.დაცული იყო უსაფრთხოების ზომები.
კლუბის წევრები:  ა.მაზმიშვილი, ს.ალიოღლი, ა.გულიოვი, ქ.ციცქიშვილი, ი.მაჰმადოღლი,ე.გულიევი,ს.შიხიევი, ა.გულიევი.

მშობლების შეფასება

(ფოკუს ჯგუფის მეშვეობით მოხდა მშობელთა მიერ კლუბის მუშაობის შეფასება)

კლუბურმა მუშაობამ დააინტერესა ჩვენი შვილები. ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწდომი იყო. ბავშვები საინტერესო თემებზე მუშაობდნენ.
მასწავლებელი ხელს უწყობდა და ეხმარებოდა ინიციატივებისა და მუშაობის ამოცანების შესრულებაში.
ბავშვებს ჰქონდა კეთილგანწყობილი გარემო მუშაობისთვის.ისწავლეს დამოუკიდებელი მუშაობა,კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება,ერთმანეთის პტივისცემა,დახმარება.
კლუბურმა მუშაობამ ხელი შეუწყო საპროგრამო-სასწავლო მუშაობას.შეძლებისდაგვარად ჩვენც ვერთობოდით სამუშაო პროცესში.
მუშაობა მიმდინარეობდა უსაფრთხო გარემოში.
მშობლები: ნ.ციცქიშვილი, გ.ალიოღლი, ქ.ბაირამოვი, ი.მაზმიშვილი, ნ.მაჰმადოღლი, ს.მეითოღლი, ზ.შიხიევი, გ.გულიევი.


რეფლექსია(კურატორი მასწავლებლის)


მუშაობის დასაწყისში შევადგინე სამუშაო პროგრამა შესაბამისი ღონისძიებებით(გავითვალისწინე სათანადო მეთოდური მასალა და ტრენინგზე მიღებული ცოდნა)
გეგმა შესაბამისი აქტივობებით გამომდინარეობდა დასახული მიზნიდან.კლუბურმა მუშაობამ მოსწავლეებს ასწავლა წიგნზე მუშაობა,ქართული ენისა და მწერალთა შემოქმედებისადმი სიყვარული.
რაც მთავარია,ისწავლეს სწორმეტყველება, თანამშრომლობა,დროის მართვა,ტექსტისა და ფოლმის დაკავშირება,საკითხზე კვლევა,დებატების,დისკუსიების მართვა.
ამ რიგად,მე მიმაჩნია რომ კლუბის დაარესების იდეა გამართლებულია.გაუმჯობესდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება.
მოსწავლეებს მიეცათ ზოგადი განათლება,აუმაღლდათ საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა.სათანადო მეთოდურმა მუშაობამ,ტექნიკური საშუალებების დრიულმა გამოყენებამ განახორციელა მიზნის მიღწევა.ხშირად ყოფილა შემთხვევები, ხელი შეგვშლოდა მუშაობაში(მოსწავლეთა დაგვიანება,გაცდენები),მაგრამ შეძლებისდაგვარად ვაგვარებდით და მუშაობა მოცემული გრაფიკის შესაბამისად ტარდებოდა.
მუშაობისას ვერ გავითვალისწინეთ ფინანსური საკითხი(ტრანსპორტირება ვერ შევძელით რამდენიმე ღონისძიების შესასრულებლად),მაგრამ მოსწავლეთა სურვილის სამებრ შეიცვალა(საჭირო შემთხვევაში)განსახილველი საკითხი(უფრო საინტერესოდაც მიიჩნიეს).შემდეგ მუშაობაში აუცილებლად გავითვალისწინებ ყველა დეტალს.
კლუბის მუშაობის მიზანი,ამოცანები შესრულდა,მივიღეთ სათანადო შედეგი.
ჩვენს მუშაობაში მშობლებიც მონაწილეობდნენ (რამდენიმე შეხვედრა,თუმცა იყო მშობლეთა მცირე ნაწილი).მოსწავლეები თავისუფლად მსჯელობენ ქართული ენის დაცვის საკითხებზე,ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული ენის მდგომარეობის ირგვლივ.შეუძლიათ ნაწარმოებზე კვლევითი მუშაობა. გაიღრმავეს კრიტიკული,ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები.
შემდგომი მუშაობისთვის მეტად ვიზრუნებ,შევაყვარო წიგნის კითხვა.ჩავატარებ უფრო მეტ პრაქტიკულ სამუშაოს,მინი- ლექციას წიგნის კითხვის პროპაგანდის მიზნით.
ხელმძღვანელი,მასწავლებელი: დალი თურქაძე

„მკითხველთა კლუბის“ წევრები:ა.მაზმიშვილი,ს.ალიოღლი,ა.გულიოვი,ქ.ციცქიშვილი,ი.მაჰმადოღლი,ე.გულიევი,ს.შიხიევი,ა.გულიევი.









საწრეო მუშაობა


დღიური 1. 2017 წლის 6 ოქტომბერს შედგა ,,გამომეტყველებითი კითხვისა და მხატვრული თხრობის"წრის წევრთა შეხვედრა
განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1.წრის მუშაობის მიზანი,ამოცანები.
ყურადღება გამახვილდა მის შინაარსსა და ფორმაზე
2.ორგანიზაციული საკითხები:
სამუშაო გეგმის გაცნობა-განხილვა
საკითხების განაწილება 
სხდომას ესწრებოდა ყველა წევრი
სოფო ჭყოიძე





დღიური 2.
2017 წლის 17 ოქტომბერს შედგა გამომეტყველებითი კითხვისა და მხატვრული თხრობის წრის წევრთა შეხვედრა
განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
1.წევრები გაეცნენ დასამუშავებელ თემას-,,სხვა საქართველო სად არის"
წევრებმა იმუშავეს ლექსზე გალაკტიონ ტაბიძის ,,მშობლიურო ჩემო მიწავ!"
გაირკვა ლექსის დედა აზრი 
იმუშავეს გამომეტყველებითი კითხვის უნარ- ჩვევებსა და კითხვის დახვეწაზე.
წევრი მოსწავლე,ნინო ჯოხტაბერიძე


დღიური 3.

27 ოქტომბერს შედგა წრის მუშაობა. შეჯამდა ჩატარებული მუშაობა. 
მოხდა განხილვა
წრის წევრი ცოტნე მაისურაძე

   

 ნოემბერის თვე
3 ნოემბერი
დღიური N1
2017 წლის 3 ნოემბერს შედგა ქარელის N1 საჯარო სკოლის "გამომეტყველებით კითხვისა და მხატვრული თხრობის" წრის მორიგი მეცადინეობა.
წრის წევრები გაეცნენ, გამომეტყველებით წაიკითხეს ნარკვევები, ჩანახატები,ესეები მიძღვნილი საქართველოს შესახებ (ნაწყვეტები "თამარ მეფის ცხოვრებიდან", "გიორგი სააკაძე","საქართველოს ისტორია")
იმუშავეს ლექსების გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევებზე, დამუშავდა ლექსები: ი.ნონეშვილის "ღმერთი და ხელები", "არის ასეთი ქვეყანა". მ.ლებანიძე "ჩემო თვალნათელო", მ.ფოცხიშვილი "უქარქაშო ხმლები".
წრის წევრი გ.როინიშვილი


დღიური N2
17 ნოემბერს შედგა წრის წევრთა შეხვედრა განიხილეს გაზეთის გამოშვებისთვის სათანადო მასალა (გაზეთი მიეძღვნება პატრიოტულ თემას, წიგნის და სიტყვის სიყვარულს.
წრის წევრი  მ.კასრაძე



დღიური N3
24 ნოემბერს შედგა წრის წევრთა შეხვედრა. განიხილეს საკუთარი შემოქმედება. წევრებმა წაიკითეს საკუთარი მოთხრობები, ლექსები მოხდა მუშაობის შეჯამება შეფასება.
შეხვედრა მიმდინარეობა საინტერეოდ და ემოციურად დატვირთული.
წრის წევრი ნ.ჯოხტაბერიძე




8 დეკემბერი
დღიური N1
წევრები გაეცნენ მხატვრული კითხვის ტექნიკას. შესაბამისი ფორმით წაიკითხეს შერჩეული ადგილები:   ა) საქართველოს ისტორიიდან;
                        ბ) ''გიორგი სააკაძე'';
                        გ) ''თევდორე ბერი'';
გაკეთდა კომენტარები.                                                          
წრის წევრი: ნ.ჯოხტაბერიძე


15 დეკემბერი
დღიური N2
შეხვედრის თემა იყო:   ა) მ.მაჭავარიანის ლექსი ''შენ, სისხლო ჩემო'';
ბ) მ.ლებანიძის ''ბევრს არ დაგპირდები'';
გ) ა.კალანდაძის ''შენ ისე ღრმა ხარ''.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ლექსის მხატვრულად კითხვის უნარები, ყურადღება გამახვილდა მახვილის დასმასა და ინტონაციაზე.
წრის წევრი: გ.როინიშვილი

22 დეკემბერი
დღიური N3
1. განხილული ლექსების გამოყენებით წრის წევრებმა მოაწყეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია: ''იდიდე მარად, ჩემო სამშობლოვ!''
მხატვრულად წაიკითხეს სამშობლოსადმი მიძღვნილი მათთვის საყვარელი პოეტების ლექსები.
2. მოხდა გაწეული მუშაობის შეჯამება-შეფასება (რა მომეწონა და რა არ მომეწონა, რას და როგორ შევცვლიდი)
წრის წევრი: ს.ჭყოიძე


მუშაობის შეჯამება-შეფასება(მისწავლეთა მიერ)

მთელი სემესტრის მანძილზე ჩვენი მუშაობა საინტერესო იყო. წრეში დასმული საკითხები გვეხმარებოდა გაკვეთილების მომზადებაში. ვისწავლეთ სწორად მეტყველება-კითხვითი წინადადების, მახვილის, პაუზის სწორად გამოყენება როგორც თხრობისას, ასევე ლექსების წაკითხვისას. ყურადღებას ვამახვილებდით მიმიკასა და ჟესტიკულაციაზე. შევიძინეთ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები. 

წრის წევრები, მოსწავლეები:სოფო ჭყოიძე,ნინო ჯოხტაბერიძე,გუგა როინიშვილი,ამირან ბაირამოვი,მარიამ კასრაძე,ზურიკო ყურბანოვი,იური წიქარიშვილი,ცოტნე მაისურაძე,გიორგი ბერაძე,სალომე ელბაქიძე


მშობელთა შეფასება

ბავშვების თვალსაწიერი, წიგნიერება, კითხვის სიყვარული კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა საწრეო მუშაობამ. ჩვენმა შვილებმა შეიყვარეს კლასგარეშე ლიტერატურა, პროზა და პოეზია, ივარჯიშეს გამომეტყველებითი კითხვის უნარ-ჩვევების განმტკიცებაზე. ისწავლეს სიტყვის მხატვრულად გადმოცემა, რაც მთავარია, შეთანხმებული, გუნდური მუშაობა.
დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად შესრულდა მიზანი საინტერესოდ იყო წარმოდგენილი წრის პროგრამა,პროფილი.
ჩვენთვის ყველა შეხვედრა იყო ღია და გახსნილი. ჩვენმა შვილებმა შეიყვარეს კლასგარეშე ლიტერატურა,რამაც საპროგრამო მასალის უკეთ შესწავლას შეუწყო ხელი.
წრის მუშაობის პროცესში შექმნილი იყო კეთილგანწყობილი გარემო,ურთიერთპატივისცემა.


შეფასება მოვახდინეთ ფოკუს ჯგუფში-სათანადო კითხვარების საშუალებით:

1.იყო თუ არა პროგრამაში გამოკვეთილი წრის მუშაობის პროფილი,მიზანი.
2.დაგეგმილი ღონისძიებები ემსახურებოდა თუ არა მიზნის მიღწევას?
3.ინფორმაცია იყო თუ არა დროულად ხელმისაწვდომი თქვენთვის.
4.დაგეგმილი საკითხები,ღონისძიებები ეხმარებოდა თუ არა თქვენს შვილებს საპროგრამო და კლასგარეშე ცოდნის გაღრმავებაში.
5.შექმნილი იყო თუ არა კეთილგანწყობილი გარემო?

დიალოგის შედეგად გავაკეთეთ შეჯამება-შეფასება.

მშობლები:ი.ჭყოიძე,ე.ჯოხტაბერიძე,ბ.როინიშვილი,თ.ბაირამოვი,თ.კასრაძე,ი.მახმადოღლი,ჯ.მეყანწიშვილი,გ.მაისურაძე,ხ.ბერაძე,ი.ელბაქიძე

წრის ხელმძღვანელის ანგარიში
მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში მუშაობდა ''გამომეტყველებითი კითხვის და მხატვრული თხრობის წრე'', მეცადინეობები მიმდინარეობდა პროგრამის შესაბამისად, შემუშავებული ღონისძიებებისა და ფორმების მიხედვით დაგეგმილ დროში. წრემ გამოუშვა კედლის გაზეთი-''გვიყვარდეს წიგნი''-''სიცოცხლის სიტყვა''. მოსწავლეები მუშაობდნენ ხალისიანად და საინტერესოდ. შეხვედრებისას იჩენდნენ საკითხისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს. შესრულდა მიზანი-შეისწავლეს ტექსტის გამომეტყველებითი კითხვის უნარები.
წრის მუშაობა შეაფასეს მშობლებმა შემუშავებული კითხვარის საშუალებით.
კითხვარი განიხილა ფოკუს ჯგუფმა და გააკეთა შეფასება (მასალა მოცემულია მშობელთა შეფასებაში)
წრის ხელმძღვანელი: დ.თურქაძე








რეფლექსია

წრის მუშაობის დასაწყისში განმარტება გავაკეთე პროფილსა და მისიაზე,შევიმუშავე
მიზანი-მოსწავლეებში გავაღრმავო მხატრული,გამომეტყველებითი კითხვის,თხრობის უნარ-ჩვევები,მივაჩვიო სიტყვის მხატვრულ გადმოცემას,გავაღრმავო ცოცხალი სიტყვისადმი სიყვარული.
შევადგინე პროგრამა შესაბამისი აქტვივობებით.თითოეული საკითხი
(დასამუშავებელი თემა,ღონისძიებები) მორგებული იყო და შეესაბამებოდაწრის მუშაობის მიზნის მიღწევას.მოსწავლეები,წევრები  გაერკვნენ,რომ წრის მუშაობა მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო მათ განუვითარდათ ნაწარმოების დაკვირვებითი წაკითხვის უნარები.ისწავლეს გუნდური მუშაობა,ანალიტიკური აზროვნება.
გაწეულმა მუშაობამ შედეგი გამოიღო, მოსწავლეებმა ისწავლეს წაკითხვის შედეგად ტექსტში მნიშვნელოვანი ადგილების გამოყოფა;აზრის მხატვრულად გამოხატვის თავისებურება;საკითხის შესაბამისად რესურსების მოძიება-გამოყენება:საკუთარი შემოქმედების განხილვა.
მუშაობის პროცესში მქონდა ხარვეზები-ზოგიერთ მოსწავლეს უჭირდა შემოქმედებით პროექტზე მუშაობა.ლექსის რითმისა და მახვილის სწორად დასმა-გაგება.სათანადოდ ვერ ვიმუშავე ინდივიდუალურად.
დაკვირვების შესაბამისად გავაკეთე სათანადო დასკვნა-რომელი მეთოდით,როგორ შეიძლება მომავალში აღმოვფხვრა ნაკლი.მე მიმაჩნია,რომ ჯგუფურ მუშაობასთან ერთად დიდი ყურადღება უნდა დავუთმო ინდივიდუალურ მუშაობას,სათანადოდ გამოვიყენო 
,,რუტინის'' მეთოდი.

წრის ხელმძღვანელი: დალი თურქაძე 

„გამომეტყველებითი კითხვისა და მხატვრული თხრობის“ წრის წევრები: სოფო ჭყოიძე,ნინო ჯოხტაბერიძე,გუგა როინიშვილი,ამირან ბაირამოვი,მარიამ კასრაძე,ზურიკო ყურბანოვი,იური წიქარიშვილი,ცოტნე მასისურაძე,გიორგი ბერაძე,სალომე ელბაქიძე.




მეორე სემესტრი

ესთეტიკური აღზრდის წრე



დღიური N1

2018 წლის 30 იანვარს შედგა ესთეტიკური აღზრდის წრის წევრთა შეხვედრა.
წევრებმა გაიცნეს წრის მისია და მიზანი.
განიხილეს მეორე სემესტრში წრის სამუშაო გეგმა.
წრის წევრი: გ.დურგლიშვილი


დღიური N2 

9 თებერვალს შედგა წრის სხდომა.განხილული იყო თემა-„ზამთარია,ზამთარი“
წევრებმა წაიკითხეს ლექსები,ჩანახატები,ნარკვევები ზამთრის თემაზე.
ისაუბრეს პეიზაჟზე.
წრის წევრი:ც.მაისურაძე



დღიური N3

2018 წლის 23 თებერვალს წრის წევრებმა შეაჯამეს მიმდინარე თვეში განხილული თემები გააკეთეს შესაბამისი დავალებები და შეაფასეს მუშაობა.
წრის წევრი:ნ.ქოთოაშვილი


დღიურიN4


7 მარტს გაიმართა წრის წევრთა შეხვედრა თემაზე:„გაზაფხული,ქალი,დედა“
წევრებმა ქალთა დღესასწაულებს მიუძღვნეს მხატრული შემოქმედებიდან სათანადო ლექსები,წაიკითხეს ესეები.
დღესასწაული მიულოცეს მასწავლებლებს,დედებს.
წრის წევრი:მ.ქოთოაშვილი



დღიურიN5 

28 მარტს წრის სხდომაზე მოხდა მიმდინარე თვეში განხილული საკითხის შეფასება-შეჯამება.
მომდევნო მუშაობისთვის განაწილდა დავალებები.
წრის წევრი:ა.მამედოვი

დღიურიN6

2018 წლის 13 აპრილს შედგა წრის წევრთა მორიგი შეხვედრა,რომელიც მიეძღვნა დედაენის დღეს.
მოისმინეს მინი-ლექცია დედაენის მნიშვნელობაზე.
წევრებმა მხატრულად წაიკითხეს ლექსები დედაენაზე. კომფერენცია სათაურით-
„საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ“
მუშაობა საინტერესო იყო დამსწრეთათვის.
წრის წევრი მ.კასრაძე

დღიურიN7

27 აპრილს შედგა წრის მეცადინეობა რომელზეც მოხდა შეჯამება მიმდინარე თვეში გაწეული მუშაობის, გაკეთდა სათანადო შეფასება.
განხილული იქნდა მომდევნო თვის სამუშაო საკითხები
წრის წევრი ნ.ჯოხტაბერიძე


დღიური N8

16 მაისს შედგა წრის წევრთა მორიგი შეხვედრა.წევრებმა განიხილეს საკუთარი შემოქმედება.გაიმართა აზრთა ურთიერთგაზიარება.
წრის წევრი ს.ჭყოიძე

დღიურიN9

31 მაისი
ა)26 მაისთან დაკავშირებით წრის წევრებმა მოაწყეს „საზეიმო დილა“ ოკუპაციის ოთახში წაიკითხეს სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ლექსები.
ბ)შეჯამდა სემესტრის განვმალობაში წრის მიერ გაწეული მუშაობა.
წრის წევრი მ.ქოთუაშვილი



წრის ხელმძღვანელის ანგარიში(გაწეული მუშაობის შესახებ)

მიმდინარე წლის მეორე სემესტრიდან სკოლაში შევქმენი ესთეტიკური აღზრდის წრე მსურველებს გავაცანი წრის მისია,პროგრამა,მიზანი.
მოსწავლეები დიდი სიხარულით გაწევრიანდნენ.დასაწყისიდანვე ერთობლივად,მათი სურვილისამებრ შევადგინე ღონისძიებანი.მუშაობა წარიმართა მეგობრულ ატმოსფეროში.
განხორციელებული აქტივობები დაეხმარა მათ ზოგადი განათლების დონის ამაღლებაში,კლასგარეშე ლიტერატურის შესწავლასა და პრაქტიკაში  გამოყენებისას საინტერესო შეხვედრები მოვუწყეთ მშობლებს აღინიშნა თითქმის ყველა ღირსშესანიშნავი თარიღი.
წრემ დიდი როლი ითამაშა მოსწავლეთა პატრიოტული აღზრდის მიზნით.თითოელული საკითხი იყო სწავლებისა და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული. ბავშვებმა ისწავლეს თანამშრომლობა,ერთმანეთის პატივისცემა.გაიღრმავეს ინტერესი გუნდური მუშაობისადმი.
გაწეული მუშაობის მიუხედავად,ხარვეზებს მაინც გამოვყობ,რაც აუცილებელი გასათვალისწინებელია შემდგომი მუშაობისთვის:
ა)აუცილებელია ღრმად შევისწავლოთ ბავშვის პირადი განცდები,სურვილები;
ბ)დავაკვირდეთ მათ სამყაროს მივცეთ მეტი თავისუფლება.
წრის მუშაობა მიმდინარეობდა ღიათ და კეთილგანწყობილ ატმოსფეროში
მისმა მუშაობამ,ჩემი,აზრით,შეასრულა მიზანი,ამოცანები და სათანადო შედეგიც საინტერესო და მიმზიდველი მივიღეთ.

მასწავლებელი: დ.თურქაძე 





მოსწავლეთა შეჯამება-შეფასება საწრეო მუშაობის შესახებ

კითხვარი მოსწავლეებს:
1.საინტერესო იყო თუ არა თქვენთვის წრეში მეცადინეობა და რატომ?
2.წრეში მიღებული ცოდნა გეხმარებოდათ თუ არა სასწავლო პროცესში?
3.შექმნილი იყო თუ არა კეთილ განწყობილი გარემო?

კითხვარების საშუალებით მოსწავლეებმა გამოავლინეს საკუთარი დამოკიდებულება წრის მუშაობის ირგვლივ.ერთობლივად გაკეთდა დასკვნა:
სამუშაოთ შედგენილი ღონისძიებები იყო საინტერესო,გვეხმარებოდა ცოდნის გაღრმავებაში.ვისწავლეთ გუნდური მუშაობის პრინციპები,ერთმანეთზე ზრუნვა,მეგობრისადმი თანადგომა.
გაგვიღრმავდა პატივისცემა ჩვენი ქვეყნის წარსულზე .
წრეზე განხილულმა საკითხებმა შეგვაყვარა კლასგარეშე ლიტერატურა.
მეცადინეობა მიმდინარეობდა უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში.


წრის წევრები:.გოგა დურგლიშვილი,ცოტნე მაისურაძე,მარიამ ქოთუაშვილი,ნატალია ქოთუაშვილი,გუგა როინიშვილი,აისელ მამედოვი,ნინო ჯოხტაბერიძე,მარიამ კასრაძე,სოფო ჭყოიძე,ზურიკო ყურბანოვი.

მშობლების შეფასება(საწრეო მუშაობის შესახებ)

მშობელთა გამოკითხვა მოხდა ფოკუს ჯგუფში,დაისვა საკითხები,გაიმართა დისკუსია,მშობლები მსჯელობის შემდეგ მივიდნენ დასკვნამდე:
წრის მუშაობამ ბავშვებს მისცა კლასგარეშე ცოდნა.გაეცნენ და ისწავლეს ქართული პოეზიისა და პროზის ბრწყინვალე ნიმუშებს.გაერკვნენ სხვადასხვა საზეიმო თარიღის აღნიშვნის მიზანში.ისწავლეს სწორი მეტყველება.
წრის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწდომი იყო ყველასთვის ინტერნეტის საშუალებით.
თემები,საკითხები ისე იყო შერჩეული,რომ ყველა მოსწავლე დაინტერესებული იყო.აქტივობები,საზეიმო ღონისძიებები მრავალფენოვანი იყო.მუშაობა მიმდინარეობდა კეთილგანწყობილ გარემოში.ჩვენმა შვილებმა ისწავლეს ურთიერთპატივისცემა,შეიყვარეს კლასგარეშე ლიტერატურა.

მშობლები:ქ.დურგლიშვილი,გ.მაისურაძე,ნ.თედოზაშვილი,ბ.როინიშვილი,მ.მამედოვი,ე.ჯოხტაბერიძე,თ.კასრაძე,ი.ჭყოიძე,ი.მახმადოღლი.
  


რეფლექსია

მეორე სემესტრიდან შევქმენი ესთეტიკური აღზრდის წრე,რომელშიც მოსწავლეები ხალისიანად გაწევრიანდნენ მათ გავაცანი წრის მისია,მიზანი,ამოცანები,ერთობლივად შევადგინეთ ღონისძიებანი სათანადო აქტივობებით.
სრულყოფილად გავანაწილეთ საკითხები.გამოვიყენეთ სათანადო რესურსი,
რომელიც შეესაბამებოდა აქტივობებს,საკითხებს.წრემ დიდი მნიშვნელობა იქონია მოსწავლეთა კლასგარეშე ცოდნის გაცნობაში.მათ ზეპირად ისწავლეს მრავალი ლექსი,
წაიკითხეს სხვადასხვა კლასიკოსი მწერლის ნაწარმმოები.
მიღებული ცოდნა ეხმარებოდათ სასწავლო პროგრამით მოცემული საკითხების უკეთ შესწავლაში.ასეთმა მუშაობამ მოგვცა საუკეთესო შედეგი:
მოსწავლეები ჩამოყალიბდნენ „გემოვნებიან მკითხველებად“,შეიგრძნეს ცოცხალი სიტყვის ძალა,შეიყვარეს პოეზია,დრამატურგია.მათ თავისუფლად შეუძლიად განოსვლებში,კონფერენციებში მონაწილეობა.შეუძლიათ, მოემზადონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში.
მიუხედავად გაწეული მუშაობისა,ხარვეზები მაინც იყო:
მოსწავლეებს ჯერ კიდევ უჭირთ „მხატვრული აზროვნება“,სუსტად იყენებენ საუბრისას,წერისას მხატრულ ელემენტებს.მე მიმააჩნია,რომ თეორიის საკითხებს ცალკე უნდა დავუთმოთ დრო.ვავარჯიშოთ ამ კუთხით მონაწილეები.მივცეთ სათანადო ლიტერატურა და დავალებები.სისტემატური კონტროლი უნდა დავაწესოთ მეტყველებაზე გავითვალისწინებ  შეცდომებს და ავამაღლებ მუშაობის ხარისხს.
ჩემი აზრით,საწრეო მუშაობამ დადებითი შედეგი გამოღო,მოსწავლეებმა ისწავლეს ერთმანეთზე ზრუნვა,პატივისცემა საკუთარი პროზისა და პოეზიის მიმართ.
რაც მთავარია,-საკითხის მომზადებისას ერთობლივი მუშაობა.

მასწავლებელი: დ.თურქაძე

„ესთეტიკური აღზრდის“წრის წევრები: გოგა დურგლიშვილი,ცოტნე მაისურაძე,მარიამ ქოთოაშვილი,ნატალია ქოთოაშვილი,გუგა როინიშვილი,აისელ მამედოვი,ნინო ჯოხტაბერიძე,მარიამ კასრაძე,სოფო ჭყოიძე,ზურიკო ყურბანოვი.
                                  

2017-18 სასწავლო წელი











Комментариев нет:

Отправить комментарий