კლუბი,წრე

                                                კლუბი
                                   
                                            განცხადება



2017 წლის ოქტომბრიდან ქარელის N1 საჯარო სკოლაში იწყება საკლუბო მუშაობა

კლუბის სახელწოდება „მკითხველთა კლუბი“
~

მსურველებს  გთხოვთ, ჩაეწეროთ.


                                                მასწავლებელი : დალი თურქაძე



                            კონცეფცია      
მისია: მკითხველთა კლუბის მუშაობა მოსწავლეებში აამაღლებს ქართული მწერლობის, ქართული ენის სიყვარულს. მოსწავლეებს აუმაღლდებათ წიგნიერების თვალსაწიერი, შეუყვარდებათ კითხვა.
მიზანი: მოსწავლეებს გაუღრმავებს ანალიტიკური აზროვნების უნარს, ასწავლის სწორ ზეპირმეტყველებას, გააცნობს თანამედროვე, ახალგაზრდა მწერალთა და პოეტთა შემოქმედებას. უდიდეს მზაობას შექმნის საკითხზე- დავიცვათ ჩვენი დედაენა. განიხილავს და იმსჯელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართულ ენის მძიმე მდგომარეობის ირგვლივ. დააფიქრებს მათ, რომ იზრუნონ ქართულ სწორ მეტყველებაზე. ისწავლიან დროის მართვას და ორგანიზებას, კომუნიკაციას, ანალიტიკურ აზროვნებას.
ამოცანები: მოსწავლეებს მოამზადებს თანამედროვე ცხოვრებათა გამოწვევების შესაბამისად. აღვზრდით თანამედროვე განათლებულ ადამიანს. ისწავლიან თანამშრომლობას, გუნდურ მუშაობას გაიღრმავებენ კრიტიკული აზროვნების, სხვისი აზრის მოსმენის, დებატებში ჩართვის უნარ-ჩვევებს. ისწავლიან კრეატიულ აზროვნებას.
შედეგი: კლუბური მუშაობით გაუმჯობესდება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. განვითარდებიან ზოგადი განათლების შესაბამისად. გაიზრდება მათი პასუხისმგებლობის ხარისხი, ისწავლიან საკითხზე კვლევით მუშაობას. ეცოდინებათ დებატებში მონაწილეობის, მუშაობის უნარ-ჩვევები.
სამიზნე ჯგუფი: X-XI კლასის მოსწავლეები(სურვილისამებრ)
რაოდენობა: კლუბში გავაერთიანებ 8-12 მოსწავლეს.
   მუშაობაში ჩავრთავ მშობლებს. გამოვიყენებ თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს.
       


                         პროგრამა
1. მოსწავლეებს გავაცნობ "მკითხველთ კლუბის" მუშაობის სარგებლიანობას;
2. გავაცნობ კლუბის სამუშაო წლიურ გეგმას;
3. გავაცნობ ქართველ კლასიკოსთა წერილებს (ფრაგმენტებს ქართული ენის შესახებ);
4. მოვაწყობ ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში“ წაკითხვა-განხილვას, ფილმ "ნაპირებთან" შედარებას;
5. მოვაწყობ სტენდს, კუთხეს "ვიმეტყველოთ სწორად"
6. ქართული ენის ხიბლის აღსაქმნელად მოვისმენთ "ქართულ საგალობლებს", დავაკვირვებ ძველ ქართულ დამწერლობაზე, მოვაწყობ შედარება-განხილვას ძველსა და ახალ დამწერლობაზე;
7. მოვაწყობ დისკუსიებს, კონკურსს გონებრივ სავარჯიშოებზე, დისპუტს საჭირო და აქტუალურ საკითხებზე (ქართული ენისა და ლიტ-ის მათთვის საინტერესო მასალაზე);
8. გამოვუშვებთ კედლის გაზეთს სათაურით "ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა";
9. მოვაწყობ ექსკურსიას ყინწვისში, მოვისმენთ შთაბეჭდილებებს, გავეცნობით ტაძრის ისტორიას და წარწერებს;
10. მოვაწყობ გასვლით ექსპედიციას (მათ მიერ შერჩეულ სოფელში) დიალექტური ფორმების, ფოლკლორის ნიმუშის გაცნობა-შეგროვების მიზნით. მოვაწყობთ განხილვას, გავაკეთებთ მუშაობის ამსახველ ალბომს.
                                                                            დალი თურქაძე
                                                                                                            2017წელი. 
                                          

                                         კალენდარი        
კლუბის მუშობა შედგება კვირაში ერთხელ, 1 საათი
16 ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე

                                                    
                                        კამპანია
მკითხველთა კლუბის გახსნისთვის ვატარებ მოსამზადებელ სამუშაოს:
1.ვაკეთებ განცხადებას ყველა სართულზრე გამოსაჩენ ადგილზე;
2.კლასებში ვატარებ საუბერებს კლუბის სარგებლიანობაზე, აღვუძრავ ინტერესს და სურვილს, ჩაერთონ მუშაობაში;
3.შევხვდები მშობლებს, შევეცდები დავაინტერესო და ჩავრთო მუშობაში;
4.შევქმნი კლუბის ვებ-გვერდს.





 


          
                                 დაგეგმილი ღონისძიებები
   
No
 შეხვედრა
საკითხი
აღწერა
I

საინფორმაციო-ორგანიზაციული საკითხები
მოსწავლეთა ურთიერთგაცნობა-წარდგენა-პრეზენტაცია
II

დაგეგმილი ღონისძიებების და კლუბის მუშაობის წლიური პროგრამის გაცნობა
მოსწავლეებს გავაცნობ სამუშაო საკითხებს, ვიმსჯელებთ მათ აქტუალობაზე, გავითვალისწინებ მათ რჩევებს, სურვილებს
III

გავაცნობ ქართველ კლასიკოსთა წერილებს (ფრაგმენტებს ქართული ენის შესახებ), (ილია, აკაკი, ვაჟა, მიხეილ ჯავახიშვილი)
წავიკითხავთ წერილიდან ამონარიდებს, კითხვა-პასუხის მეთოდით გავეცნობით მწერლის ჩანაფიქრს
IV

მოვაწყობთ მსჯელობას აღნიშნულ წერილებში მოცემულ საკითხებზე
გავმართავთ დებატებს-რატომაა აქტუალური დღევანდელობისთვის აღნიშნული საკითხი, გამოვიყენებ ინდუქციის მეთოდს
V

მოვაწყობ შთაბეჭდილების გაზიარებას წერილობით
ჯგუფური მუშაობის მეთოდით დაიწერება შთაბეჭდილებები ქართული ენის დაცვის, მოვლა-პატრონობის შესახებ. ლიდერი გააკეთებს პრეზენტაციას, მოხდება შეფასება, დასახელდება საუკეთესო ნამუშევარი (ესე).





შეხვდრა
საკითხი
აღწერა
VI

მოვაწყობ ნუგზარ შატაიძის მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში’’ წაკითხვას
მოსწავლეებს გავაცნობ ავტორის მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს; მათთან ერთად ვისაუბრებ,რატომაა დღეს აქტუალრუი ჩვენი კლუბისთვის ეს ნაწარმოები. სხვადასხვა მოსწავლე წაიკითავს ტექსტს. ყურადღება გამახვილდება ტექსტის კითხვის ტექნიკაზე.
VII

განვიხილავთ მოთხრობა „მოგზაურობა აფრიკაში’’ ნაწარმოებს
გამოვყოფთ მოქმედ გმირებს, დავაკვირვებ ნაწარმოებში აღწერილ დროზე, გავახსენებ „აფხაზეთის ომის ამბებს’’, ვისაუბრებთ ამ მარადიულ მტკივნეულ საკითზე. მოხდება დაკვირვება სოციალურ და ეროვნულ მდგომარეობაზე.
VIII

განვიხილავთ მოცემული მოთხრობის მხატვრულ სამყაროს
ვისაუბრებთ და გამოვყოფთ მათთვის საინტერსო ადგილებს. მოხდება დაკვირვება მათ თანატოლებზე-როგორ იქცა ტრაგედიად ბავშვისთვის ომი. გამოვყოფთ მხატვრული თხრობის ელემენტებს, დავაკვირდებით ენის დამახინჯებულ ფორმებს, ჟარგონებს, ფრაზეოლოგიზმებს. ყურადღებას გავამახვილებთ-ნარკომანიის მომაკვდინებელ სენზე.
IX

გავიხსენებთ და ვნახავთ ეპიზოდებს ფილმიდან „ნაპირი’’, მოვახდენთ ტექსტთან შედარებას
ვისაუბრებთ ფილმის შექმნის აუცილებლობის შესახებ, როგორ დაანახვა რეჟისორმა თანამედროვეობას მოძმეთა ომის საშინელებანი, გავაკეთებთ ცალკეული ეპიზოდების შედარებას მოთხრობასთან.
X

დისპუტი თემაზე „ომი და ლიტ-რა’’
მოხდება წყვილებში მუშაობა, დაიწერება პატარა ესე- „ბავშვი, ოჯახი და ომი’’; წავიკითხავთ ნამუშევრებს, გაკეთდება შეფასება, დასკვნა.




შეხვედრა
საკითხი
აღწერა
XI

მოსამზადებელი სამუშაო სტენდისთვის
მოსწავლეები წინასწარ შერჩეულ მეტყველებისთვის მიღებულ ფორმებს, დამახინჯებულ სიტყვებს, სტენდისთვის სამუშაო მასალას დააჯგუფებენ
XII

მომზადდება (ფიზიკურა), გაფორმდება სტენდი სათაურით „ვიმეტყველოთ სწორად’’
სათანადო ფორმატის ქაღლდი გაფორმდება, დაიწერება სვეტების მიხედვით სწორი და არასწორი ფორმები, გაიკვრება თვალსაჩინო ადგილზე. ჩართული იქნება გუნდური მუშაობის ფორმა
XIII

გაფორმდება თვალსაჩინო ადგილზე კუთხე სათაურით „გვიყვარს წიგნი’’
სათანადო მასალის გამოყენებით (ქაღალდის ფორმატი) მოხდება კუთხის მოწყობა, დაიწერება მოკლე ამონარიდები სხვადასხვა მწერალთა შემოქმედებიდან წიგნის და ლიტ-ის სიყვარულზე. დავწერთ მიხ. ჯავახიშვილის „ანდერძს’’, საკუთარ შთაბეჭდილებებს-რატომ უნდა გვიყვარდეს წინი. ვიმუშავებთ გუნდური პრინციპით
XIV

ქართული ენის ხიბლის აღსაქმნელად მოვისმენთ „ქართულ საგალობლებს’’
მინი-ლექციის საშუალებით მოხდება „საგალობელთა’’ მნიშვნელობის გაცნობა. მოვისმენთ მის ნიმუშებს
XV

შთაბეჭდილებები „ქართულ საგალობლებზე’’
გაიმართება დებატები, მსჯელობა-რა მომცა, როგორ აღვიქვი ქართული საგალობელი, რაზე დამაფიქრა მან. რას ნიშნავს ჩემთვის „ენა, მამული, სარწმუნოება’’. მოხდება მუშაობის შეჯამება, შეფასება. გაკეთდება დასკვნა.




შეხვდრა
საკითხი
აღწერა
XVI

სხარტულები ბრძნულ სიტყვებსა და გამონათქვამებზე
მოსწავლეები ქართველ კლასიკოსთა შემოქმედებიდან მოიძიებენ, ამოწერენ და წაიკითხავენ ბრძნულ სიტყვებსა და გამონათქვამებს
XVII

ესეს დაწერა აფორიზმის, ბრძნული გამონათქვამის მიხედვით
გავაკეთებთ მინი-ლექციას- როგორი უნდა იყოს თანამედროვე ახალგაზრდა, ხედვა და კავშირი, წინაპართა სურვილი მოცემული მასალის მიხედვით. გაიმართება დებატები-რა უნდა ეთქვა მწერალს ჩვენთვის. დაიწერება ესე (სასურველ გამონათქვამზე)
XVIII

კონკურსი თემაზე „ვის უფრო უყვარს ლიტერატურა’’
გაიმართება მსჯელობა- რატომ უნდა გვიყვარდეს წიგნი, რას მაძლევს ახალს, საინტერესოს. დასახელდება მათთვის საყვარელი ნაწარმოებები, იმსჯელებენ, თუ რატომ მოსწონთ გმირი, ჟანრი, დედააზრი. მოხდება მუშაობის შეფასება
XIX

ვარჯიში- შევისწავლოთ ქართული ენის გრამატიკა
გაკეთდება მოსამზადებელი სამუშაო გრამატიკის ცოდნის აუცილებლობაზე. ჯგუფებს დაურიგდებათ „დამახინჯებული სიტყვებით, დარღვეული გრამატიკული წესებით’’ ტექსტები, დაევალებათ მათი სწორად გადაწერა. ხდება განხილვა, ანალიზი, ნამუშევართა შედარება, ვარჯიში გრამატიკული საკითების ირგვლივ. კეთდება შეფასება.




შეხვედრა
საკითხი
აღწერა
XIX

კედლის გაზეთი სათაურით „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა’’ (მასალის მოძიება)
შეირჩევა აღნიშნულ საკითხზე სათანადო მასალა, მოეწყობა აზრთა გაცვლა-რატომაა აღნიშნული მასალა აქტუალური დღეისთვის
XX

გაზეთის გაფორმება
შერჩეული მასალა გაიწერება „ფორმატზე’’, სათანადოდ მიმზიდვლეად, ფერებში გაფორმდება ტექსტობრივი ამონარიდები, ლექსები ჯგუფური მუშაობით წარიმართება მიზნის შესრულება. მუშაობაში ჩავრთავთ მშობლებს, ვითვალისწინებთ მათ რჩევებს.
XXI

ექსკურსია „ყინწვისში’’
ტარდება მოსამზადებელი სამუშაოები, გვაქვს საჭირო სასწავლო ინვენტარი. ავტობუსით მივემგზავრებით ადგილზე. მუშაობაში აქტიურად არიან ჩაბმულნი მშობლები (გვეხმარებიან ფინანსურად სურვილისამებრ). ხდება ტაძრის დათვალიერება, დაკვირვება ძველ ქართულ წარწერებზე, ბიბლიურ და ისტორიულ პერსონაჟებზე.
XXII

შთაბეჭდილებები ექსკურსიის ირგვლივ
ვაწყობთ დებატებს- რატომ მომეწონა ღონისძიება, რა მასწავლა, რა კუთხით გახდა საინტერესო ტაძარი მისი ისტორიით. კეთდება შთაბეჭდილებათა დაწერა. ნაშრომები იკითხება კლასში, კეთდება დასკვნა. მუშაობაში მონაწილეობენ მშობლებიც.




შეხვედრა
საკითხი
აღწერა
XXIII

გასვლითი ექსპედიცია დიალექტიკური ფორმების, ფოლკლორის ნიმუშების გაცნობა-შეგროვების მიზნით
მოსწავლეები შეარჩევენ სასურველ სოფელს. ვეწვევით სოფლის მოსახლეობას, ჩავიწერთ ჩვენთვის საინტერესო მასალას. ჩვენთან აქტიურად ითანამშრომლებენ მშობლები.
XXIV

შეგროვებული, მოძიებული მასალის განხილმვა. ალბომის გაკეთება.
გაკეთდება მინი-ლექცია ხალხური ფოლკლორის ირგვლივ, განვიხილავთ მასალას. წერილობით შევიტანთ ალბომში, რომელსაც სათანადოდ გავაფორმებთ. შეჯამდება ჩატარებული სამუშაო, მოხდება შეფასება, დასახელდება აქტიური მოსწავლეები. გაკეთდება დასკვნა.
XXV

კლუბის მიერ გაწეული მუშოაობის შეჯამება.
გაკეთდება ანგარიში-გაწეული მუშაობის ირგვლივ. გამოიკვეთება კლუბის მიზანი, იდეა, სარგებლიანობა; მოხდება მოსწავლეთა მიერ მუშაობის შეფასება- რა მომცა კლუბურმა მუშაობამ, როგორ დამეხმარა სწავლების ხარისხის ამაღლებაში, მეგობრებთან ურთიერთობაში, კომუნიკაბელურობასა და ერთობლივ მუშაობის უნარის გაღრმავებაში, მოხდა თუ არა ღირებულებათა გადაფასება- როგროი უნდა იყოს თანამედროვე ადამიანი. მოხდება მუშაობის შეფასება, დასკვნა, მადლობა გადაეხდება თითოეულ წევრს, დასახელდება აქტიური მოსწავლეები.
    

                                               
                                  კლუბის ხელმძღვანელი:  დ.თურქაძე
              


                   ( მუშამობის პროცესი იხილეთ გრაფაში,,სამუშაოების აღრიცხვა")










                           წრე

                                        გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
                                   
სკოლაში, 2017 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებას იწყებს საგანმანათლებლო წრე.
მსურველებს გთხოვთ, ჩაეწეროთ !
ქარელის #1 საჯარო სკოლა.
მასწავლებელი - დალი თურქაძე.
 წრის დასახელება: -„გამომეტყველებითი კითხვა  და მხატვრული თხრობა“.


წრის მოკლე დახასიათება:
წრე წარმოადგენს იდეურ- აღმზრდელობითი და სასწავლო- საგანმანათლებლო მუშაობის ერთიანი პროცესის განუყოფელ ნაწილს. აქ საფუძველი ეყრება სათანადო მიდრეკილებების გამოვლენას, შინაგანი შემოქმედებითი ძალებისა და ნიჭის გამოვლენას, ცოდნა-ჩვევების გაღრმავებას. ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებლობას, ინიციატივას, გუნდურ მუშაობას. ენობრივ-ლიტერატურული ფაქტებისა და მოვლენების ცხოვრებასთან გააზრებულად დაკავშირებას.


 გამომეტყველებითი კითხვისა და მხატვრული თხრობის წრე’’

ქარელის N1 საჯარო სკოლა
ქართული ენისა და ლიტ-ის მასწავლებელი დალი თურქაძე

წრის მისია:
      მოსწავლეების საკმაოდ დიდ ნაწილს უჭირს დამოუკიდებელი, თავისუფალი, მიმზიდველი თხრობა და შინაარსის შემოქმედებითად გადმოცემა. ამ ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭიროა გამომეტყველებითი კითხვის ცალკეულ მომენტებზე ყურადღების გამახვილება, დაკვირვება, ვარჯიში. ასეთი მუშაობა გამოავლენს და ხელს შეუწყობს მხატვრული კითხვის უნარის მქონე ბავშვებს.
     ჩემი აზრით, მხოლოდ გაკვეთილებზე ვერ განხორციელდება მოსწავლეებში გამომეტყველებითი კითხვის და თხრობის უნარ-ჩვევათა გამომუშავება.
     გამიჩნდა სურვილი, ჩემს მოსწავლეებთნ ვიმუშაო დამატებით, კლასგარეშე ფორმით.  შევქნმა „გამომეტყველებითი კითხვისა და მხატვრული თხრობის’’ წრე.

მიზანი:
მოსწავლეებში დავნერგო ცოცხალი სიტყვის მაღალი კულტურა, გამოვავლინო და გავაღრმავო მხატვრული კითხვის ბუნებრივი მონაცემები; მივაჩვიო ლიტერატურულად სწორ გამოთქმას, სიტყვის მხატვრულად გადმოცემას.

ამოცანები:
მოსწავლეს ვაგრძნობინოთ, რომ მხატვრული კითხვა ჩვეულებრივი კითხვისაგან განსხვავდება სახიერებით, ემოციებით, მიმიკის, ჟესტიკულაციის ზომიერი ჩართვით. მხატვრულმა კითხვამ კი მოსწავლეებს აღუძრას და განუვითაროს ნაწარმოების დაკვირვებითი წაკითხვის შედეგად მნიშვნელოვანი ადგილების შერჩევის უნარი და უფრო ცოცხალი, ლამაზი და გამომეტყველებითი გახადოს თხრობა. ვასწავლო გუნდური, ჯგუფური მუშაობა, ანალიტიკური აზროვნება, კომუნიკაბელურობა თანამშრომლობა.

აქტივობები:
                                                 I.        ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება;
1.  საწრეო მუშაობის ფორმები (ინდივიდუალური, ჯგუფური მუშაობა);
2.  მხატვრული ნაწარმოების გვარების გაცნობა (ზოგადად);
3.  შესაფერისი მასალის შერჩევა;
                                              II.        გამომეტყველებითი კითხვისა და თხრობის დახვეწა:
1.  დაკვირვება აზრის მხატვრულად გამოხატვის თავისებურობაზე (ლექსის ზომა, რიტმი, რითმა);
2.  დასამუშავებელ საკითხთან დაკავშირებული ტექსტუალური მასალების, ფოტოსურათების (სტენდისა თუ ალბომისთვის) მოძიება-გამოყენება.
3.  სათანადო სამუშაო მასალაზე შემოქმედებითი პროექტის გაკეთება (წერილობით, ინსცენირება);
4.  საკუთარი შემოქმედების განხილვა.

პროგრამა:
1.  ორგანიზაციული საკითხები;
2.  წრის კონცეფციის გაცნობა;
3.  სამუშაო გეგმის გაცნობა-განხილვა;
4.  მუშაობა გ.ტაბიძის ლექსზე „მშობლიურო ჩემო მიწავ’’;
5.  უცხოელები საქართველოს შესახებ (ამონარიდები პროზაული ნაწარმოებებიდან);
6.  საყვარელი ლექსების მხატვრული კითხვა;
7.  გაზეთის გამოშვება;
8.  საკუთარი შემოქმედების განხილვა;
9.  საქართველოს ისტორიიდან (ამონარიდები)- მხატვრული კითხვა;
10.              ლიტერატულური კომპოზიცია- „იდიდე მარად ჩემო სამშობლო’’;
11.              გაწეული მუშაობის შეჯამება შეფასება.


            სამუშაო გეგმა (ღონისძიებები)

No
თემის (საკითხის) დასახელება
შემსრულებელი
ჩატარების დრო
შენიშვნა

ოქტომბერი (6-17-27)
   I შეხვედრა

6.10

1.
შესავალი საუბარი
გამომეტყველებითი კითხვისადა მხატვრული თხრობის წრის
მუშაობის შინაარსსა და ფორმაზე
დ.თურქაძე


2.
ორგანიზაციული საკითხები:
ა)სასწავლო წლის
1 ნახევრის
საორიენტაციო სამუშაო
გეგმის გაცნობა და
საკითხების განაწილება წრის წევრებს შორის




      II შეხვედრა
დასამუშავებელი თემა:
„სხვა საქართველო სად
არის!..“


17.10

1.
გ.ტაბიძის ლექსის
„მშობლიურო ჩემო
მიწავ!“- გამომეტყველებით წაკითხვა.
მასალაზე მუშაობა.
წრის წევრები





No
თემის(საკითხის) დასახელება
შემსრულებელი
ჩატარების დრო
შენიშვნა

1)ლექსის პირველი
კითხვა;
ბ)მისი დედააზრის
გარკვევა;
გ)ლოგიკური მახვილის დასმასა
და სხვა ჩვევებზე
დაკვირვება-მუშაობა;
დ)გამომეტყველებითი კითხვის დახვეწა;
ე)ზეპირი კითვა.




III შეხვედრა

27.10

1.
ჩატარებული
მუშაობის განხილვა-
შეჯამება;
წრის წევრები;


2.
შეფასება
დ.თურქაძე



  ნოემბერი
  I შეხვედრა

(3-17-24)
3.XI

1.
მხატვრული თხრობა:
უცხოელები საქართველოს შესახებ (მოკლე ნარკვევები,
ჩანახატები,ესეები)
წრის ხელ-ლი;
წევრები


2.
საყვარელი ლექსების კითხვა:
ა)“ღმერთი და
ხელები“
-ი.ნონეშვილი
ბ)“არის ასეთი
ქვეყანა“
-ი.ნონეშვილი 
წრის წევრები.

მასალაზე მუშაობა შესაბამი-სად იხ.
ოქტომბრის
თვის გეგმაში.

გ)“ჩემო თვალნათელო“-
მ.ლებანიძე
დ)“უქარქაშო ხმლები“
-მ.ფოცხიშვილი




   II შეხვედრა

17.XI

1.
სპეციალური პროექტი-გაზეთის გამოშვება სათანადო გაფორმებით
წრის წევრები



   III შეხვედრა

24.XI

1.
წრის წევრთა საკუ-
თარი შემოქმედების
განხილვა-წაკითხვა
(მოთხრობა-ლექსი)
წრის წევრები;


2.
მუშაობის შეჯამება
შეფასება.
დ.თურქაძე
მშობლები




  დეკემბერი

    I შეხვედრა

(8-15-22)
8.XII

1.
მხატვრული თხრობა:
ა)საქართველოს ისტორიიდან (შერჩეული ადგილები);
ბ)“გიორგი სააკაძე“
(შერჩეული ადგილები);
გ)“თევდორე ბერი“
(შერჩეული ადგილები).




II შეხვედრა

15.XII

1.
ლექსების კითხვა:
ა)“შენ სისხლო ჩემო“
-მ.მაჭავარიანი
წრის წევრები

მასალაზე მუშაობა შესაბამი-
სად იხ.ოქტომბრის თვის
გეგმაში

გ)“ბევრს არ
დაგპირდები“-
მ.ლებანიძე
გ)“შენ ისე ღრმა ხარ“
ა.კალანდაძე





  III შეხვედრა

22.XII

1.
მუშაობის განზოგადება: ლიტერატურულ-
მუსიკალური კომპოზიცია-„იდიდე მარად, ჩემო სამშო-ბლო!“
წრის წევრები


2.
ა)გაწეული მუშაობის შეჯამება-შეფასება
ბ)წერილობითი შეფასება:(როგორ შესრულდა დასახული ამოცანა; რა მომეწონა და რა არ მომეწონა; რას და როგორ შევცვლიდი).
წრის წევრები;
მშობლები




მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური, ჯგუფური, გუნდური მუშაობა.

სამიზნე ჯგუფი: საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII-VIIIკლ.)         
                           რაოდენობა: 10-14 მოსწავლე.

დრო: გაკვეთილების შემდეგ, 1 საათი. წრის მუშაობა ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ, ყოველი თვის ბოლოს კი- შემაჯამებელი, სადაც განვიხილავთ გაწეული მუშაობის შედეგებს, ხარვეზებს და დავსახავთ მომავალი თვის სამუშაო ამოცანებს.

შედეგი: ჩემი აზრით, საწრეო მუშაობა დიდ დახმარებას გაუწევს საპროგრამო და პროგრამის გარეშე ლიტერატურის გაცნობას, მასალის ღრმა გაგებას და გადმოცემას.
    ჩემ მოსწავლეებს ეცოდინებათ სიტყვის, წინადადების სწორად წარმოთქმა, საგნის და მოვლენის ნათლად წარმოდგენა, ფერებში მისი აღქმა, ემოციების გადაუჭარბებლად გამოხატვა, გამოხატვის საშაუალე- ბების ზომიერად გამოყენების უნარ ჩვევები; იმეტყველებენ ზუსტად და ნათლად. კიდევ უფრო შეუყვარდებათ საკუთარი პროზა, პოეზია, ისტორია.
გახდებიან მეტად წიგნიერნი. აზრს თანმიმდევრულად ჩამოაყალიბებენ. ჟესტიკულაციას და მიმიკებს ტექსტის შესაბამისად გამოიყენებენ. ეცოდინებათ ლექსის მუსიკალობა, საკუთარ შემოქმედებაზე მუშაობის ფორმები და მეთოდები; ნაწარმოების დაკვირვებით წაკითხვა, სწორი და მიმზიდველი თხრობა, სიტყვის მხატვრულად გადმოცემა. რაც მთავარია, ეცოდინებათ ჯგუფური, გუნდური მუშაობის პრინციპები და სარგებლიანობა.

შეფასება: შემაჯამებელი მუშაობისას მოხდება გაწეული მუშაობის     შეფასება:
                         ა)შესრულდა მიზანი;
                         ბ)ინფორმაცია იყო ხელმისაწვდომი;
                         გ)დამუშავებული საკითხები შეესაბამებოდა მოსწავლეთა
                             ინტერესებს თუ არა;
                         დ)განხილული საკითები ეხმარებოდა თუ არა ცოდნის გაღ-
                              რმავებაში;
                          ე)მუშაობის აქტივობები საინტერესო იყო თუ არა მოსწავლეე-
                              ბისთვის;
                          ვ)შეხვედრების დროს სუფევდა თუ არა კეთილგანწყობილება
                          ზ)მშობლების მონაწილეობა მუშაობის პროცესში;
                          თ)დასახელდება უკეთესთა შორის საუკეთესონი, რომელნიც 
                               გამოირჩეოდნენ ლექსისა და პროზაული ნაწარმოების
                               გამომეტყველებით კითხვაში.

შესრულებული სამუშაოს აღრიცხვის ფრომა:
1.      ყოველი შეხვედრის შემდეგ დაიწერება დღიური (მოკლედ);
2.      დღიურს დაწერს სხვადასხვა წევრი საკუთარი ხელმოწერით;
3.      ეტაპობრივად აიტვირთება წრის მუშაობის ამსახველი ფოტო-მასალა შესაბამის ბმულზე.
     მუშაობის პროცესში აქტიურად ჩავრთავთ მშობლებს, მოვისმენთ მათ შეფასებას.

                       მასწავლებელი, წრის ხელ-ლი: დ.თურქაძე                      


               (წრის მუშაობის პროცესი იხილეთ გრაფაში ,,სამუშაოების აღრიცხვა")











                                                           მეორე სემესტრი  
                                                     



                                                                            განცხადება

2018 წლის იანვრიდან სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს ესთეტიკური აღზრდის წრე მსურველებს გთხოვთ,ჩაეწეროთ.
ქარელის N1 საჯარო სკოლა
მასწავლებელი დ.თურქაძე               



ესთეტიკური აღზრდის წრე
წრის მისია:
   მხატვრულ კითხვასა და მხატვრულ თხრობაში ვარჯიში ძალიან უწყობს ხელს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების განვითარებას.
   წრეს დიდი მნიშვნელობა აქვს ესთეტიკური აღზრდის თვალსაზრისით. მოსწავლეებს განუვითარდებათ ხელოვნებისა და ლიტერატურისადმი ინტერესი, წრე ხელს უწყობს ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებას. აღუძრავს თეატრის, ლიტერატურული დილა-საღამოების, კონფერციებისადმი სიყვარულს, ინტერესს, იგი დიდ როლს თამაშობს ჰუმანური, ესთეტიური, გემოვნებიანი პიროვნების აღზრდაში.

მიზანი:
    მოსწავლეებში ავღზარდო ესთეტიური განცდა ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი. იყოს თავისუფალი მოაზროვნე, გაიღრმავოს დამოუკიდებელი, კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.


ამოცანები:
     მოსწავლეებს შეავასწავლო, თუ როგორი უნდა იყოს გემოვნებიანი მკითხველი, რა მნიშვნელობა აქვს ცოცხალ სიტყვას, საზეიმო შეხვედრებს, პროზას და პოეზიას, შევაყვარო დრამატურგია. დახვეწოს და შეითვისოს თანამშრომლობის უნარები. თავისუფლად შეძლოს კონფერენციებში, მხატვრულ ღონისძიებებში მონაწილეობა.


აქტივობები:
1.    წრის სამუშაო გეგმის გაცნობა;
2.    შესაფერისი მასალის შერჩევა;
3.    ტექსტუალური მასალების დამუშავება;
4.    საკუთარი შემოქმედების განხილვა.



პროგრამა:
1.    წრის მისიის გაცნობა;
2.    სამუშაო გეგმის გაცნობა-განხილვა;
3.    ლექსების მხატვრული კითხვა თემაზე - „ზამთარია, ზამთარი...’’;
4.    მხატვრული დილის მოწყობა თემაზე - „გაზაფხული, ქალი, დედა...“;
5.    კონფერენციის მოწყობა თემაზე - „საქართველოს მთებში გააჩინა ზენამ...“;
6.    საკუთარი შემოქმედების განხილვა;
7.    გაწეული მუშაობის შეჯამება-შეფასება.



სამუშაო გეგმა
ღონისძიებები
ღონისძიებები
ღონისძიებები
N
თემის (საკითხის) დასახელება
შემსრულებელი
ჩატარების დრო
შენიშვნა

1.
იანვარი
წრის მისიის გაცნობა
დ. თურქაძე
30.01

2.
სამუშაო გეგმის გაცნობა-განხილვა
დ. თურქაძე



1.















თებერვალი
ლექსების მხატვრული კითხვა თემაზე: „ზამთარია, ზამთარი“
საკითხზე მუშაობა:
ა) შესაბამისი თემის ირგვლივ სათანადო მასალის მოძიება
ბ)ვარჯიში მხატვრული, ესთეტიკური გემოვნების შესაბამისად.
წრის წევრები
09.02

2.
მუშაობის შეჯამება-შეფასება
წრის წევრები
23.02




N
თემის (საკითხის) დასახელება
შემსრულებელი
ჩატარების დრო
შენიშვნა

1.
მარტი
მხატვრული დილის მოწყობა თემაზე „გზაფხული, ქალი, დედა...“
საკითხზე მუშაობა:
ა) მასალის შერჩევა თემის შესაბამისად;
ბ) ლექსების მხატვრულად წაკითხვა.

წრის წევრები
07.03


2.
მუშაობის შეჯამება-შეფასება
წრის წევრები
28.03


1.
აპრილი
კონფერენცია თემაზე - „საქართველოს მთებში გამაჩინა ზენამ“
(ეძღვნება დედა ენის დღესასწაულს)
საკითხზე მუშაობა :
ა) მოკლე მოხსენებების გაკეთება დედა ენის მნიშვნელობაზე
ბ)ლექსები დედა ენაზე
გ) კონფერენციის შეჯამება-შეფასება.

წრის წევრები
13.04

2.
მუშაობის შეჯამება-შეფასება
წრის წევრები
27.04


1.
მაისი
მოსწავლეთა შემოქმედების განხილვა
წრის წევრები
16.05

2.
ექსკურსია ოკუპაციის მუზეუმში.
წრის მუშაობა შეჯამება-შეფასება
წრის წევრები
დ. თურქაძე
მშობლები
31.05




მუშაობის ფორმა:  ინდივიდუალური, ჯგუფური, გუნდური  
                                  მუშაობა.
სამიზნე ჯგუფი:    საბაზისო საფეხურის მოსწავლეები.
რაოდენობა: 10-12 მოსწავლე
დრო:    გაკვეთილების შემდეგ 1სთ.
       წრის მეცადინეობა ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ. ყოველი თვის ბოლოს მოხდება მუშაობის განხილვა ხარვეზების გათვალისწინებით.
შედეგი:ჩემი აზრით, ესთეტიკური წრის მუშაობა შესაბამისი თემატიკით ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მხატვრული გემოვნების გამომუშავებას. შეარჩიოს ლიტერატურა, ისწავლოს მასზე დამოუკიდებელი მუშაობა, დახვეწს ანალიტიკურ , თავისუფალ აზროვებას. ეცოდინება ნაწარმოების წაკითხვის მისი გამოყენების ხერხები. სწორი და მიმზიდველი თხრობა. ეცოდინება პიესის, მოთხრობის, ლექსის სწორად, ესთეტიკურად აღქმა. ეცოდინება ჯგუფური, გუნდური მუშაობა.


შეფასება:
      ყურადღებას გავამახვილებთ გაწეული მუშაობის ეფექტურობაზე:
     ა) დამუშავებული მასალა ხელს უწყობდა მოსწავლეთა ესთეტიკურ აღზრდას;
     ბ) დასახული გეგმა ეხმარებოდა დამოუკიდებელი, კლასგარეშე ლიტერატურის სწავლაში;
     გ) მოსწავლეები აქტიურად იყვნენ თუარა ჩართული მუშაობაში;

შესრულებული სამუშაოს აღრიცხვის ფორმა:
1.    ყოველი შეხვედრის შემდეგ დაიწერება დღიური (მოკლედ):
2.    წრის მუშაობა სათანადო ფოტო-მასალით აიტვირთება;
მუშაობის პროცესში ჩავრთავთ მშობლებს, მოვისმენთ მათ შეფასებას


   მასწავლებელი, წრის ხელ-ლი: დ. თურქაძე



(წრის მუშაობის პროცესი იხილეთ გრაფაში „სამუშობის აღრიცხვა)






                                                2019 სასწავლო წელი

                                           მეორე სემესტრი

                                                          განცხადება


2019 წლის იანვრიდან ფუნქციონირებას იწყებს ლიტერატურულ-შემოქმედებითი წრე
(XI-XII კლასის მოსწავლეები).
მსურველებს გთხოვთ,ჩაეწეროთ
.
ქარელის N1 საჯარო სკოლა
მასწავლებელი დალი თურქაძე





წრის მოკლე დახასიათება:
   ლიტერატურული წრე ემსახურება მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებას. ქართულ ლიტერატურის სიყვარულის გაღრმავებას, წევრები გამოირჩევიან სათანადო მიდრეკილებით, სურვილის, მიზნების შესაბამისად.
    სათანადო მუშაობით ხელი ეწყობა საგანმანათლებლო თვალსაწიერის გაფართოებას. სხდომებზე დამუშავებული მასალა უზრუნველყოფს დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევების გაღრმავებას, კომუნიკაბელობას, ტექსტზე მუშაობისა და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებას.
    მოსწავლეებში იზრდება კლასგარეშე ლიტერატურისადმი სიყვარული და ინტერესი.




წრის მისია:
   მოსწავლეების უმრავლესობა კლასგარეშე ლიტერატურას ნაკლებად კითხულობს, კმაყოფილდება საპროგრამო მასალით.
   ლიტერატურით დაინტერესებული მოსწავლებიისთვის კი საჭიროა მეტი, საკითხთა ღრმა კვლევა-ძიება, დამატებითი მასალის გაცნობა. ლიტ-ლი წრის საშუალებით მათ მიეცემათ სათანადო საკითხებში მუშაობის საშუალება.
   ჩემი აზრით, სასკოლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების „შევსება“, ლიტერატურული ნარკვევების , ისტორიული-ლიტერატურული მასალის საფუძვლიანი გამოყენება მისცემს მათ ღრმა ცოდნას ამა თუ იმ პოეტის, მწერლის შემოქმედის ირგვლივ.
   ჩემი სურვილია, ლიტერატურულმა წრემ მისცეს წევრებს ცოდნა მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ.



მიზანი:
  მოსწავლეებს შეუყვარდეთ ქართული ლიტერატურა. ისწავლონ ტექსტებზე კვლევა-ძიების უნარები. შეეძლოთ საკითხის გამოყოფა-განხილვა; გამოიმუშაონ არგუმენტირებული მსჯელობის ჩვევები.
   რაც მთავარია, საფუძვლიანად შეისწავლონ ჩვენი ქვეყნის ლიტერატურა და ხელოვნება.




ამოცანები:
  მოსწავლეებს ვასწავლოთ მწერლის, პოეტის შემოქმედების განხილვა. კლასიკოსთა მოღვაწეობის, ერის წინაშე მათი დამსახურების შეფასება; - პრობლემათა გამოყოფა და განხილვა; განსჯა და შეფასება ნაწარმოებში დაყენებული ზოგადსაკაცობრიო საკითხების ირგვლივ.
  ვასწავლოთ, რომ ლიტერატურა სხვადასხვა მეთოდით აქტიური თანმდევია ერის ცხოვრების, ისტორიის.
  ვასწავლოთ ჯგუფური, ინდივიდუალური მუშაობა; ტექსტის გაგება - გააზრების მეთოდები; თანამშრომლობა და სხვისი აზრის მოსმენა - პატივისცემა.



აქტივობები:
1.     წრის სამუშაო გეგმის გაცნობა;
2.     სათანადო მასალის შერჩევა;
3.     საკითხების დამუშავება;



პროგრამა:
1.     წრის მისიის გაცნობა;
2.     სამუშაო გეგმის გაცნობა-განხილვა;
3.     ქართული რომანტიზმის განვითარება;
4.     პოეტისა და პოეზიის დანიშნულება ქართულ ლიტერატურაში;
5.     სამშობლოსადმი თავდადება ქართულ ფოლკლორში;
6.     ისტორიულ გმირთა სახეები და სვეტიცხოველი „დიდოსტატის მარჯვენაში“;
7.     გაწეული მუშაობის შეჯამება-შეფასება.




ლიტერატურული წრის სამუშაო გეგმა
N
შესასრულებელი საკითხები
დრო
შემსრულებელი
შენიშვნა

1.
I სხდომა
ორგანიზაციული საკითხები
ა) წრის სამუშაო გეგმის განხილვა; ბ)დავალებების განაწილება;
29 იანვარი
დ. თურქაძე
წრის წევრები



1.
II სხდომა


თებერვალი
(14-28)



წრის წევრები

წევრები
ნ. სანდოძე

მ. აბაშიშვილი

ხ. გაგლოშვილი







ქართული რომანტიზმის განვითარება.
I მეცადინეობა
ა) ნ. ბარათაშვილის ლექსები;
ბ) ბატონიშვილების პოეზია;
II მეცადინეობა
გ) სალონები და მხატვრული შეკრებები;
დ) ალ. ჭავჭავაძის ლექსები.
თებერვალი
(14-02)




28.02
1.














1.
III სხდომა
მარტი
(3-27)



წრის წევრები



ა. მაზმიშვილი
გ. მასურაშვილი

წევრები


მ. ლომიძე


წევრები




წრის წევრები

პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ქართულ ლიტერატურაში

I მეცადინეობა
ა)პოეზიის დანიშნულების საკითხი ილიას შემოქმედება
ბ)ბ. ტაბიძის პოეზია

II მეცადინეობა

ა) პოეზიის დანიშნულების საკითხი აკაკის შემოქმედებაში

ბ) ვაჟა-ფშაველას ლირიკა (პოეზიის დანიშნულების საკითხი)

IV სხდომა
სამშობლოსადმი თავდადება ქართულ ფოლკლორში;






3.03




27.03









აპრილი
(3-17)
2.
საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის პრობლემა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში


Iმეცადინეობა
ა) ლექსები პატრიოტულ თემაზე;
ბ) ხალხის სურვილისა და მიზნების ასახვა ქართულ ფოლკლორში.


II მეცადინეობა
ა) ვაჟას ლექსები და პოემები („ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“) - მხატვრული კითხვა;
ბ) მთავარი პრობლემა- პასუხისმგებლობა და მოვალეობა ვაჯას პოემებში.




3.04






17.04
წევრები
დ. თურქაძე



წევრები

მ. დავითიძე
ა. მაზმიშვილი




წევრები



ე. გულიევი

1.
V სხდომა

ისტორიულ გმირთა სახეები და სვეტიცხოველი „დიდოსტატის მარჯვენაში“

I მეცადინეობა
ა) გიორგი მეფის დახასიათება
ბ) მელქისედეკ კათალიკოსი
მაისი
(10-24)




10.05
წრის წევრები





მ. ლომიძე
ა. გულიევი

1.
II მეცადინეობა
ა) სვეტიცხოვლის მშენებლობა (ეპიზოდზე მუშაობა)
ბ) სვეტიცხოვლის კურთხევა „დიდოსტატის მარჯვენიდან“ (ეპიზოდზე მუშაობა)
24.05
გ. მასურაშვილი


ს. შიხიევი

2.
წრის მუშაობის შეჯამება-შეფასება

წრის ხელმძღვანელი;
წრის წევრები
















მუშაობის ფორმა: ინდივიდუალური, გუნდური მუშაობა.
სამიზნე ჯგუფი: XI-XII კლასის მოსწავლეები.
რაოდენობა:  10-12 მოსწავლე
დრო:  გაკვეთილების შემდეგ 1 საათი.

  წრის მეცადინეობა ჩატარდება 2 კვირაში ერთხელ.
  ჩემი აზრით, წრის სამუშაო საკითხები, დაგეგმილი თემები, მასალა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღრმავებას, კლასგარეშე ნაწარმოებისა და კვლევითი ხასიათის ნაშრომთა შესწავლა-გაცნობას.


შეფასება:    ა) ყურადღებას გავამახვილებ მოსწავლეთა ჩართულობასა და პასუხისმგებლობაზე საკითხის დამუშავებისთვის;
ბ) დავაკვირდები რა როლი შეასრულა წრის მუშაობამ ლიტერატურის ცოდნის გაღრმავებაში;
გ) გავუწევ სათანადო დახმარებას საჭიროებისადმი;
დ) ვეცდები, ვასწავლო თანამშრომლობა, გუნდური, კგუფური და ინდივიდუალური მუშაობა, შევაყვარო ქართული ლიტერატურა.


შესრულებული სამუშაოს აღრიცხვის ფორმა:
1.     ყოველი სხდომის, მეცადინეობების შემდეგ დაიწერება დღიური (მოკლედ);
2.     წრის მუშაობა აიტვირთება სათანადო ფოტო-მასალით;

მუშაობის პროცესში ჩავრთავ მშობლებს, მოვისმენ მათ შეფასებას.


მასწავლებელი, წრის ხელმძღვანელი: დალი თურქაძე


წრის წევრთა სია:

N
გვარი, სახელი
კლასი

1.     მაზმიშვილი ანი
XII
2.     ლომიძე მარიამ
XII
3.     დავითიძე მარიამ
XII
4.     გულიევი არზუ
XI
5.     გულიევი ელფიდე
XII
6.     მასურაშვილი გიორგი
XII
7.     სანდოძე ნინო
XI
8.     აბაშიშვილი მარიამ
XI
9.     გაგლოშვილი ხატია
XI
10.                        შიხიევი სამირა
XII
11.გულიევი ანი
XII














ლიტერატურული წრის მუშაობის აღრიცხვა

I - სხდომა - 29 იანვარი, 2019 წელი

   წრის წევრებმა განიხილეს ორგანიზაციული საკითხები. ისაუბრეს წრის მისიასა და მიზანზე, ამოცანებზე. გაეცნენ განსახილველ თემებს, დასამუშავებელ მასალას. მოხდა დავალებების გაცნობა - განაწილება.


          წრის ხელმძღვანელი:       დ. თურქაძე



II - სხდომა (თებერვალი) - ქართული რომანტიზმის განვითარება

I მეცადინეობა
    2019 წლის 14 თებერვალს გაიმართა ლიტერატურული წრის მეცადინეობა.
     წრის წევრებმა ისაუბრეს ნ. ბარათაშვილის და ბატონიშვილების პოეზიაზე, წაიკითხეს ლექსები.
     ყურადღება გამახვილდა რომანტიზმზე- როგორც მნიშვნელოვან ლიტერატურულ მიმდინარეობაზე.

              წრის ხელმძღვანელი:         დ. თურქაძე



II მეცადინეობა
     28 თებერვალს შედგა ლიტერატურული მეცადინეობის მორიგი სხდომა. წევრებმა განიხილეს XIX საუკუნის ლიტერატურული შემოქმედება, კერძოდ სალონები და მხატვრული შეკრებები. ისაუბრეს ალ. ჭავჭავაძის , მაიკო ორბელიანის სალონებზე, მათ მნიშვნელობაზე.
    წევრებმა წაიკითხეს ალ. ჭავჭავაძის ლექსები. გაკეთდა შეჯამება.

                         წრის ხელმძღვანელი:      დ. თურქაძე








III სხდომა (მარტი) პოეტისა და პოეზიის დანიშნულების საკითხი ქართულ ლიტერატურაში.

I მეცადინეობა
   2019 წლის 3 მარტს გაიმართა წრის მორიგი მეცადინეობა. წევრებმა ა. მაზმიშვილმა და გ. მასურაშვილმა ისაუბრეს პოეზიის დანიშნულებაზე ილიას შემოქმედებაში.
   წევრებმა მიმართეს პოლემიკას საკითხის ირგვლივ. წაიკითხეს გალაკტიონ ტაბიძის ლექსები. გაიხსენეს პოეტის ბიოგრაფია.

                          წრის ხელმძღვანელი:     დ. თურქაძე


II მეცადინეობა
     27 მარტს შედგა წრის მეცადინეობა. წევრებმა იმუშავეს საკითხზე - პოეზიის დანიშნულება აკაკის შემოქმედებაში. მ. ლომიძემ ვრცლად ისაუბრა თემის ირგვლივ.
    წრის წევრებმა წაიკითხეს ვაჟა-ფშაველას ლექსები. იმსჯელეს პოეზიის დანიშნულების საკითხებზე ვაჟას შემოქმედებაში.
    მეცადინეობა წარიმართა ხალისიანად და საინტერესოდ.

                            წრის ხელმძღვანელი:    დ. თურქაძე



IV სხდომა (აპრილი) „სამშობლოსადმი თავდადება ქართულ ფოლკლორში“

I მეცადინეობა
    3 აპრილს შედგა ლიტერატურული წრის მეცადინეობა.
წევრებმა შეარჩიეს სათანადო საკითხის ირგვლივ ლექსები ქართული ფოლკლორიდან. მოხდა მათი განხილვა. მ. დავითიძემ და ა. მაზმიშვილმა ისაუბრეს ხალხის სურვილსა და მიზნების ასახვაზე ფოლკლორში. გაიმართა მსჯელობა, გაკეთდა დასკვნა - როგორ იბრძოდა ერი თავისუფლებისთვის.





                               წრის ხელმძღვანელი:    დ. თურქაძე





II მეცადინეობა
   2019 წლის 17 აპრილს გაიმართა ლიტერატურული წრის მორიგი მეცადინეობა, რომელიც მიეძღვნა „საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობას ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში“.
    წევრებმა წაიკითხეს ამონარიდები ვაჟას პოემებიდან. ე. გულიევმა გააკეთა პრეზენტაცია საკითხზე - „მთავარი პრობლემა - პასუხისმგებლობა და მოვალეობა ვაჟას პოემებში“. მსჯელობაში აქტიურად ჩაერთვნენ წრის წევრები. გაკეთდა დასკვნა.

                               წრის ხელმძღვანელი:      დ. თურქაძე






V სხდომა (მაისი) (მიეძღვნა კ. გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენას“)

I მეცადინეობა
10 მაისს გაიმართა წრის მეცადინეობა. წარმოდგენილი იქნა შემდეგი საკითხი - ისტორიულ გმირთა სახეები „დიდოსტატის მარჯვენაში“.
მ. ლომიძემ და ა. გულიევმა ისაუბრეს გიორგი მეფისა და მელქისედეკ კათალიკოსის დახასიათებაზე. გამოიყენეს ეპიოზდები ტექსტიდან. წევრებმა მიიღეს აქტიური მონაწილეობა.

                            წრის ხელმძღვანელი:   დ. თურქაძე




II მეცადინეობა
    24 მაისს გაიმართა ლიტერატურული წრის მეცადინეობა. გაგრძელდა მუშაობა თემაზე „დიდოსტატის მარჯვენიდან“ სვეტიცხოვლის მშენებლობა. გ. მასურაშვილმა და ს. შიხიევმა წაიკითხეს ტექსტიდან ამონარიდები ტაძრის მშენებლობასა და კურთხევის ირგვლივ. აქტიურად მონაწილეობდნენ წევრები.
    მეცადინეობის მეორე ნაწილი დაეთმო გაწეული მუშაობის შეჯამება-შეფასებას.
    წრის ხელმძღვანელმა მიმოიხილა შესრულებული საკითხები. ისაუბრა დადებით და უარყოფით მხარეებზე. შეფასებისას საკუთარი აზრი გამოთქვეს წევრებმა.
გაწეული მუშაობა შეფასდა დადებითად.






                               წრის ხელმძღვანელი:   დ. თურქაძე


მუშაობის შეჯამება-შეფასება
   მთელი სემესტრის მანძილზე მუშაობის პროცესი საინტერესოდ წარიმართა. განვიხილოთ პროგრამით გათვალისწინებული საკითხები. გავიღრმავეთ ცოდნა კლასგარეშე ლიტერატურაში, ცოდნა შევივსეთ კლასიკოსთა შემოქმედების ირგვლივ.
   ვისწავლეთ გუნდური მუშაობა. ავიმაღლეთ კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები.

წრის წევრები:  
1.     ა. მაზმიშვილი
2.     მ. ლომიძე
3.     მ. დავითიძე
4.     ა. გულიევი
5.     ე. გულიევი
6.     ნ. სანდოძე
7.     მ. აბაშიშვილი
8.     ხ. გაგლოშვილი
9.     ს. შიხიევი
10.                         გ. მასურაშვილი
11.                         ა. გულიევი







მშობელთა შეფასება:
   საწრეო მუშაობამ ჩვენს შვილებზე დადებითი გავლენა მოახდინა. აამაღლა საგანმანათლებლო დონე, ბავშვებმა შეიყვარეს ქართული ლიტერატურა. ინტერესი გაუღრმავდათ, იკითხონ უფრო მეტი.
   ისწავლეს, ამოიცნონ ავტორის ჩანაფიქრი.
   ჩვენთვის ყველა სხდომა იყო ღია, შეგვეძლო სურვილისამებრ მიგვეღო მონაწილეობა საკითხების განხილვაშიც.
  ჩვენი აზრით, წრემ საპროგრამო მასალის შესწავლასაც შეუწყო ხელი.
დაგეგმილმა თემებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა დაინტერესებას, შესრულდა მიზანი და წრის ამოცანები.
  მუშაობის პროცესში შექმნილი იყო გეთილგანწყობილი გარემო და ურთიერთპატივისცემა.
შეფასება მოვახდინეთ ფოკუს-ჯგუფში სათანადო კითხვარების საშუალებით:

1.     იყო თუ არა მუშაობაში გამოკვეთილი წრის მუშაობის პროფილი, მიზანი?
2.     ღონისძიებები, საკითხები ემსახურებოდა თუ არა მიზნის მიღწევას?
3.     წრის მუშაობა ემსახურებოდა თუ არა ცოდნის ამაღლებას, როგორც საპროგრამო მასალის ასევე კლასგარეშე ლიტ-ის?
4.     ინფორმაცია იყო თუ არა თქვენთვის დროულად ხელმისაწვდომი?
5.     შექმნილი იყო თუ არა კეთილგანწყობილი გარემო?


  საუბრის, დიალოგის შედეგად მოხდა მუშაობის შეფასება-შეჯამება, წრის  მუშაობის დადებითად შეფასება.

მშობლები:
1.     მ. რევაზაშვილი
2.     ი. მაზმიშვილი
3.     მ. გოჭოშვილი
4.     თ. ბაირამოვი
5.     ს. მეითოღლი
6.     ნ. ზეინკლიშვილი
7.     ნ. გოგიჩაშვილი
8.     ა. აბაშიშვილი
9.     ხ. ელბაქიძე
10.                         ა. გულიევი
11.                        ზ. შიხიევი





წრის ხელმძღვანელის ანგარიში
  მიმდინარე წლის II სემესტრში შევქმენით სკოლაში ლიტერატურულ-შემოქმედებითი წრე (XI-XII კლ.)
  სხდომები წარიმართა პროგრამის შესაბამისადად. განაწილდა დასამუშავებელი თემები, საკითხები. წევრებს მიეცათ სათანადო რჩევები, გაეწიათ დახმარება. სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა საინტერესოდ. თითოეული წევრი გულმოდგინებით მუშაობდა - ეცნობოდა დამატებით მასალას, კითხულობდა კრიტიკულ, სამეცნიერო ხასიათის ტექსტებს, რომლებსაც იყენებდა საკითხის მომზადებისას.
   მთელი მუშაობის პროცესი დიდი პატივისცემით, ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილ გარემოში წარიმართა. წევრებმა გაიღრმავეს ინდივიდუალური, გუნდური, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
  წრის მუშაობა დადებითად შეაფასეს მშობლებმაც შემუშავებული კითხვარის მიხედვით ფოკუს-ჯგუფში (მასალა მოცემულია მშობელთა შეფასებაში).

წრის ხელმძღვანელი:   დალი თურქაძე


რეფლექსია
ჩემი მიზანი იყო, გამეღრმავებინა მაღალი კლასის მოსწავლეებში (ამ კუთხით დაინტერესებულთა) ქართული ლიტერატურისა და კლასიკოსებისადმი სიყვარული. მესწავლებინა კვლევა-ძიების უნარები. გამეღრმავებინა კლასგარეშე ლიტერატურის პატივისცემა.
  ამ მიზნით, შევადგინე პროგრამა სათანადო საკითხებით. თითოეული საკითხი შეესაბამებოდა წრის მუშაობის მიზნებს და ამოცანებს. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა. თითოეული სხდომა იყო „ახალი აღმოჩენა“. მოსწავლეებმა გაიღრმავეს რომანტიზმისა და რეალიზმის საკითხებზე მიღებული ცოდნა. გაერკვნენ - რა დანიშნულება აქვს პოეზიას ადამიანის ცხოვრებაში. ისწავლეს კვლევითი ხასიათის ტექსტებზე მუშაობა. გაიმდიდრეს კლასიკოსთა შემოქმედებაზე ცოდნა. გამდიდრდა მათი თვალსაწიერი წიგნიერებისადმი.
   გამოყენებული რესურსები შეესაბამებოდა საკითხთა განხილვას. მუშაობის პროცესში ხარვეზებიც მქონდა. ზოგიერთ წევრს უჭირდა საკითხის იდეურ ხარისხზე მუშაობა, ვრცელი ტექსტებიდან ძირითადის გამოყოფა.
   სათანადოდ, ინდივიდუალურად ვერ ვიმუშავე მათთან.
   დაკვირვების შედეგად გავაკეთე დასკვნა, თუ რომელი მეთოდით მივაღწევ უფრო სასურველ შედეგს. მიმაჩნია, რომ მოსწავლეებს საკითხის მომზადებაში დაეხმარება წინასწარ შედგენილი გეგმა. შევეცდები, მომავალში აღმოვფხვრა ნაკლი. გამოვიყენო ტექსტზე კვლევითი მუშაობის მეთოდი, რომელიც საუკეთესო შედეგს მოგვცემს ტექსტის სათანადო შესწავლისთვის.
   პროგრამით გათვალისწინებული საკითხები განვიხილეთ, წევრებმა ისწავლეს ჯგუფური მუშაობა, მოსმენა და ერთმანეთის აზრის პატივისცემა. ჩემი აზრით, მუშაობამ დადებითი შედეგი გამოიღო. ერთობლივი მუშაობით შესრულდა წრის მიზანი და ამოცანები.
წრის ხელმძღვანელი:    დალი თურქაძე                 მაისი, 2019 წელი.
















































































Комментариев нет:

Отправить комментарий