დამატებითი აქტივობები


  2017 წლის 20 ნოემბერი 

ჩატარდა ღია გაკვეთილი VIIა კლასში თემაზე ,,ხმელი წიფელი" (იდეურ-მხატვრული ანალიზი).


გთავაზობთ ,,სამუშაო ფორმატს" 



 ‘’ხმელი წიფელი’’









გაკვეთილის სასწავლო მიზნები:

საკითხის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები გაიგებენ, თუ რას გვასწავლის მოთხრობა; რა სურდა, ეთქვა ჩვენთვის მწერალს; აღწერენ ბუნების სურათებს; შეადარებენ და გაანალიზებენ წიფლის მდგომარეობას აწმყოსა და წარსულში; გაიაზრებენ მხატვრულ სამყაროს; ახსნიან კავშირს ბუნებასა და ადამიანებს შორის; გაიღრმავებენ ბუნების სიყვარულს, ადამიანთა პატივისცემის გრძნობას; ეცოდინებათ ტექსტზე მუშაობის, ანალიზის უნარები; გაიღრმავებენ ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს.



ვაჟა-ფშაველა „ხმელი წიფელი“ (იდეალურ-მხატვრული ანალიზი)
ძირითადი საკითხები;
გაზაფხული ტყეში;
წიფელი ახლა;
„ადგილის დედის“ ზღაპარი;
წიფელი წინათ;
ამწვანებული ტყის სურათი;
წიფლის უკვდავება;
წიფლის ნუგეში;

                             კითხვები:
1.  რა უხარია ახლად ამოსულ ბალახს?
2. რა დაგვანახა მწერალმა გამოღვიძებული ბუნების სურათით?
3. როგორ მოქმედებს მკითხველზე ხმელი წიფლის ხილვა?
4. გააკეთეთ დასკვნა - „არ მოიდრიკება“,როგორ გესმით ეს ფრაზა?
5. რაზე უამბობდა „ადგილის დედა“ხეებს ზღაპარს?
6. რა სარგებლობა მოჰქონდა ხმელ წიფელს ტყისთვის?
7. როგორ გამოიყურებიან ახალგაზრდა ხეები, რას ეუბნებიან ხმელ წიფელს?
8. მართალნი არიან თუ არა, როგორ ფიქრობთ?
9. რატომ იხსენიება ხალხში ხმელი წიფელი ხშირად, თან სიყვარულით?
10. როგორ გავიგოთ „ათას ცოცხალსა ბევრჯელა ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია“?
11. რა არის ხმელი წიფლის ნუგეში, რატომ უნდა იცოცხლოს მან?
 
დასკვნსა - რას გვასწავლის ხმელი წიფელი

1. სიცოცხლე იმარჯვებს სიკვდილზე;

2. ქედუხრელობას, შეუდრეკობას;
3. სიწმინდისა და სიკეთის სიყვარულს;
4. ადამიანმა სარგებლობა უნდა მოუტანოს საზოგადოებას;
5. ყოყოჩობა ცუდია, მოხუცს პატივი უნდა ვცეთ, „განა ყველა რაც ხმელია, კაცისაგან საწუნია?“

6. ადამიანი ფასდება არა მხოლოდ აწმყოთი ,არამედ თავისი წარსულით, უკვდავია- ვინც ქვეყანას არგო, ვინც სიკეთე დათესა;
7. გვაძლევს მომავლის რწმენას. ადამიანის სიცოცხლეს აზრი უნდა ჰს;
 
მხატვრული მხარე
1. რა  ადამიანურ თვისებებს მიაწერს ვაჟა ხეს- წიფელს? პატარა ბალახს?
2. რა არის გაპიროვნება?
3. მოძებნეთ ტექსტში ადგილი, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
4. რატომ მოგეწონათ?

დასკვნა
შეჯამება- შეფასება
      ვაჟას ენა ყოფილა სასიამოვნო, მხატვრული, ემოციური, გვატკბობს მისი მოსმენა.




 ნაწარმოების თემა: ტყის სურათი.
 იდეა: ადამიანში დიდი, კეთილშობილი გრძნობების გაღვიძება.


 ვინ არის ჩემთვის ვაჟა-ფშაველა

1. ვაჟა სიბრძნის მასწავლებელია:

     „ერთ დროს იქნება ჩვენცა ვთქვათ:
       გვაქვს საკუთარი შონაო “
2. ვაჟა მამულიშბილობის მასწავლებელია:

მისი საკლასო ოთახი - სრულიად საქართველოა,
მოსწავლეები-ერთიანი ქართველი ერი,
დაფა- ჩვენი სულები,სადაც ქადაგებს:
             „სიცოცხლე სიყვარულია
              და სიყვარული სიცოცხლით“
3. ვაჟა-ფშაველა მთელი ერის მასწავლებელია!
4. ვაჟა ყოვლისმომცველი სიყვარულის მასწავლებელია!
5. ვაჟა ჩემი ღირსეული, დიდი წინაპარია!
                                                          


                                                                                     მასწავლებელი: დალი თურქაძე



2018 წლის 3 მაისი 

მე-7 ა კლასში ჩატარდა სამოდელო(ინტეგრირებული)გაკვეთილი თემაზე: „თორნიკე ერისთავი“ და ისტორიული გარემო

გთავაზობთ სამუშაო ფორმატს


პოემა „თორნიკე ერისთავი“ (სამუშაო მასალა)
გაკვეთილის თემა:
აკაკი წერეთლის პოემა „თორნიკე ერისთავი“ და ისტორიული გარემო
გაკვეთილის მიზანი:
1.ქართული ენა და ლიტერატურა
საკითხის შესწავლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ პარალელის გავლებას ლიტერატურულ ნაწარმოებსა და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ წარსლულთან.ეცოდინებათ ტექსტისა და ისტორიული წყაროების შედარება-შეპირისპირება. გაიღრმავებენ კრიტიკული,ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევებს.
2.ისტორია:
ეცოდინებათ,როგორ იყენებს პოეტი ნაწარმოების დედააზრის გადმოსაცემად ისტორიულ ფაქტებს. გაეცნობიან X საუკუნეს-ისტორიულ ეპოქას ლიტერატურული ნაწარმოებიდან.
შეძლებენ მხატრული და ისტორიული წყაროების საფუძველზე დაახასიათონ ისტორიული გმირები გაიღრმავებენ გუნდური,თანამშრომლობითი მუშაობის უნარებს.ეცოდინებათ ისტორიულ მასალაზე კვლევითი მუშაობა, საჭირო საკითხების მოძიება დახაროსხება.




დავით კურაპალატი




დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. ის აწესრიგებდა საქმეებს მეზობელ სამეფო-სამთავროებში (მისი აქტიური ჩარევით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლ სმბატ ბაგრატუნსა და კარის მფლობელ მუშეღს შორის). ქართლის ერისთავის - იოანე მარუშისძის რჩევით იშვილა ბაგრატ III რადგან აფხაზეთის მეფეს თეოდოსს შვილი არ ჰყავდა და წესით აფხაზეთი გადადიოდა მისი დის შვილის (ბაგრატის) ხელში. ასევე ბაგრატს ეკუთვნოდა მისი მამის გურგენის მიწები, და დავითის გარდაცვალების შემდეგ ტაო-კლარჯეთის ბაგრატს დარჩებოდა და საქართველო გაერთიანდებოდა. დავით III-ის სამხედრო ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის იმპერიის შინა თუ გარე ბრძოლებში979დავით III დაეხმარა იმპერატორ ბასილ II- ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. ამისათვის იმპერიის ხელისუფლებამ მას გადასცა "ზემონი ქუეყანანი საბერძნეთისანი" სამმართველოდ მისი სიცოცხლის მანძილზე. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დავით III- თვითონ უნდა გაეთავისუფლებინა მაჰმადიანთაგან. ჩანს, დავით III- იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გაპირობებული 988 დავით III-ის ლაშქრის ბრძოლა ბასილ II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეზე. აჯანყების დამარცხების გამო დავით III იძულებული გახდა პატიება ეთხოვა იმპერატორისათვის და აღუთქვა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელო იმპერიას გადაეცემოდა. მიუხედავად ამ მარცხისა, დავით III განაგრძობდა ბრძოლას ქართული და სომხური მიწების გასათავისუფლებლად მაჰმადიან მფლობელთაგან. დავით III-თან ერთად იბრძოდნენ მისი მოკავშირეები - ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფეები - ანისის მეფე გაგიკ I, ვანანდის მეფე აბასი990დავით III- მაზანკერტი აიღო997 ალყა შემოარტყა ხლათს998 დავით III-ის წინააღმდეგ კოალიციური ლაშქრობა მოეწყო, მაგრამ დავით III- დაამარცხა მომხდურნი. მტრისგან გათავისუფლებულ მიწა-წყალზე დავით III თავის ქვეშევრდომ ქართველებსა და სომხებს ასახლებდა.
დავით III-ის გარდაცვალების შემდეგ მისი მემკვიდრეობის გამო ხანგრძლივი ომი ატყდა საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის.


                                                    ათონის  მთა


თონის წმინდა მთა (სიმაღლე 2033 .) საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე, ათონის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, რომელსაც ქრისტიანობამდელ ეპოქაში აკტე (ბერძ. Ακτή, ქართ. „სანაპირო“) ერქვა. მითიური გიგანტის პატივსაცემად მეორე სახელწოდებაც ჰქონდა და ათონად იწოდებოდა.









                                                    


ათონის ქართველთა მონასტერი არა მხოლოდ იოანესა და ექვთიმეს სიცოცოხლეში გამოირჩეოდა, არამედ მომდევნო პერიოდშიც კარგა ხანს წარმოადგენდა ქართული კულტურის მძლავრ კერას. იქ გრძელდებოდა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა, რომელშიც მონაწილეობდა ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ეს მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდა, როდესაც იქ დამკვიდრდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გიორგი ათონელი, რომელმაც განაგრძო, განავითარა და გააღრმავა ექვთიმეს მიერ წამოწყებული საქმიანობა. იგი 1044-1056 წლებში ივირონის წინამძღვრად იყო. ის მრავალმხრივ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა და ენერგიულად ხელმძღვანელობდა ქართული სავანის ბინადართა საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრებას საქართველოს სამეფო დახმარებითა და ხელშეწყობით მან ათონის ქართველთა მონასტერი გაამდიდრა, განამტკიცა და გააძლიერა, აღმშენებლობითი სამუშაოც ჩაატარა და მამულებიც შემოიმატა-შემოიმტკიცა.
მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა ათონის ქართველთა მონასტერში გრძელდებოდა გიორგი ათონელის მომდევნო წინამძღვრების თეოდორესა და განსაკუთრებით გიორგი ოლთისარის დროსაც.
ათონის ქართველთა მონასატერში მდგომარეობა გართულდა და იქაურ ქართველთა შემოქმედებითი მუშაობა შესუსტდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც ჩვენი წინაპრები განიცდიდნენ ათონზე ჯერ კიდევ XI საუკუნიდან.

მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა შედიოდა, . . "დიდი ეკლესია" - გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მრავალჯერ გადაკეთდა და დღესაც არსებობს. მონასტერი მალე არა მარტო ბიზანტიაში მყოფ ქართველთა მთავარი საეკლესიო-სამონასტრო ცენტრი, არამედ საერთოდ ქართული სულიერი კულტურული მძლავრი კერა გახდა. აქ აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ლიტერატურის სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე მთაწმიდელი და მისი ტრადიციების გამაღრმავებელი გიორგი მთაწმიდელი. მათი ხელმძღვანელობით X-XI საუკუნეებში ათონზე გაჩაღდა კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა. დაიწერა ორიგინალური თხზულებები, ქართულად ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, გამრავლდა ხელნაწერები.
მონასტერმა დიდად შეუწყო ხელი ქართულ-ბიზანტიურ კულტურის ურთიერთობის გაძლიერებასა და ქართული ლიტერატურის ნიმუშთა მსოფლიო სარბიელზე გატანას. აქ ქართულიდან ბერძნულად ითარგმნა "სიბრძნე ბალავარისი". მომდევნო საუკუნეებში მონასტერში მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა შენელდა და ბოლოს სულ შეწყდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც იქ მოღვაწე ქართველები განიცდიდნენ ჯერ კიდევ XI საუკუნიდანXIII საუკუნიდან ბერძნებმა თანდათანობით ხელთ იგდეს სავანე, ხოლო XIX საუკუნეში მთლიანად დაეპატრონენ მას, თუმცა ქართველი ბერები იქ შემდეგაც აგრძელებდნენ მოღვაწეობას. 1900 წელს მონასტერში 51 ქართველი იყო.

თონის ივერთა მონასტრის ქართველები თანდათან შეავიწროვეს და უკანასკნელ ხანებში მონასტერი მთლიანად ხელთ იგდეს ბერძნებმა. ამჟამად აქ ქართველთაგან აღარავინ არის. თანდათან გაპარტახდა მონასტრის წიგნთსაცავიც. ათონის ივერთა მონასტერში მხოლოდ 86 ხელნაწერიღა დარჩა. მათი უმრავლესობა X საუკუნისაა, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:
·         Ath.-6 - ოპიზაში გადაწერილი ოთხთავი (913 .);
·         Ath.- - ოშკში თორნიკე ერისთავის დაკვეთით 978 წელს გადაწერილი ბიბლიის ხელნაწერი;
·         Ath.-17 - მრავალთავი;
·         Ath.-32 - ეფთვიმეს მიერ თარგმნილი თხზულებათა კრებული.
ზოგიერთი ათონური ხელნაწერი ( A.-110, A.-1103, A.-1104, A.-1105 ) ილია ფანცულაიამ ჩამოიტანა საქართველოში.
ათონის ივერთა მონასტრის სიძველეები აღწერეს ალ. ცაგარელმა და . ბლეიკმა. 1952-53 წლებში ამერიკელმა . . სინდერზმა გადაიღო 4 ძველი ქართული ხელნაწერი (42, 62, 78, 83). უკანასკნელ ხანებამდე ქართველ სპეციალისტებს ხელი მიუწვდებოდათ ათონში დაცულ მხოლოდ 12 ხელნაწერზე. 1981 წელს . პატარაიამ და . მიქაბერიძემმოახერხეს ათონის ივერთა მონასტერში დაცული ყველა ქართული ხელნაწერის მიკროფირთა გადაღება.[1]


                              თორნიკე ერისთავი



თორნიკე ერისთავი (985) — ქართველისახელმწიფო და სასულიერო მოღვაწექართლის სპასპეტიდავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალიათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელიტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე.
ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს ათონის მთაზე, ათანასე დიდი ლავრაში მოღვაწეობდა979 წელს თორნიკე ერისთავს ბიზანტიის სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. თორნიკე ერისთავი თავდაპირველად ბერობას იმიზეზებდა და უარობდა, მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა.
დავით კურაპალატმა თორნიკე ერისთავის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რომელმაც სძლია სკლიაროსს და ხელთ იგდო დიდი ნადავლი. ბიზანტიის ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თორნიკე ერისთავს ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა980 წლის ახლო ხანებში თორნიკე ერისთავს ბიზანტიის კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თორნიკე ერისთავის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია (978) და კირილე I-ის თხზულების — „განძის“ 981 წლის ნუსხა.





ათონის ივერიის ღვთისმშობლის ხატი, იგივე Panagia Portaitissa (ბერძნ. παναγια πορταιτισσα „კარის მცველი“, „კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი“, „პორტაიტისა“) — ღვთისმშობლის უძველესი მართლმადიდებლური ხატი. მდებარეობს საბერძნეთშიათონის მთაზე არსებულ ივერიის მონასტერში. ათონის მთაზე ხატი 999 წლიდან იმყოფება. ეკლესიის გადმოცემის თანახმად ხატი დაწერილია წმ. ლუკა მახარებლის მიერ. მართლმადიდებელთა მიერ ხატი აღიარებულია, როგორც სასწაულთმოქმედი. ივერიის ღვთისმშობლის ხატი მიეკუთვნება ოდიგიტრიას (ბერძნ. Όδηγήτρια - გზის მაჩვენებელი) ოჯახს. ხატზე ღვთისმშობლის სახეს ამჩნევია ნაიარევი. ივერიის ხატი 27 აპრილს გამოჩნდა და დღესასწაული ათონზე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათსაა დადგენილი. ამ დროს წმინდა ხატით ლიტანია იმართება ზღვის სანაპიროზე, სადაც ქართველმა განდეგილმა ბერმა გაბრიელმა გამოაბრძანა იგი და ლიტურღია აღესრულება. ეკლესია ხატის ხსნებას დღესასწაულობს 12 თებერვალს31 მარტს12 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.


                         თორნიკეს ჯაჭვის
                                   პერანგი
                                  





მასწავლებელი დალი თურქაძე



                                                           3 მაისი,2018 წელი
XI ბ კლასში ჩატარდა სამოდელო (პრობლემაზე ორიენტირებული)გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

(გთავაზობთ სამუშაო ფორმატს)




                             ვაჟა ფშაველა









ვაჟა ფშაველა მამულიშვილობის მასწავლებელია.ვაჟას საკლასო ოთახი სრულიად საქართველოა,მოსწავლეები-ერთიანი ქართველი ერი,დაფა კი-ჩვენი სულები,რომელზედაც დიდ მასწავლებელს არა ცარცით,არამედ „სისხლის გუბეში ნაწები კალმით 
გამოჰყავს სიყვარულის ფორმულა:

„სიცოცხლე სიყვარულია
და სიყვარული სიცოცხლით,
უერთიურთოდ ვერც ერთსა
ვერ ვიცნობთ,ვერც როს ვიცნობდით“





              პოემა „ალუდა ქეთელაური“


გაკვეთილის თემა: „ალუდა ქეთელაურიდან“-შურისძიება თუ პატიება (პროტესტი „ცოდვა-ბრალით მონათლულ სამართალს“)

მიზანი: მოსწავლეებს ეცოდინებათ ტექსტში დასმული პრობლემის გადაწყვეტის გზები; შეეძლებათ პრობლემის გააზრება და თანამედროვეობასთან კავშირი,მისი ტრანსფერი გაიღრმავებენ კრიტიკული,ანალიტიკური,კვლევითი მუშაობის უნარ- ჩვევებს.





                                 შატილი









შატილი — ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია).
სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგებიგადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად.
2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში


1970-იანი წლებში დაიწყო შატილის რესტავრაცია-ადაპტაცია (არქიტექტორები . აბრამიშვილი, . მინდორაძე, . შარაშენიძე).






                                ქისტეთი







ქისტები — საქართველოში მცხოვრები ჩეჩნები. ძირითადად ცხოვრობენ საქართველოშიპანკისის ხეობაში (ახმეტის მუნიციპალიტეტი). ქისტები საკუთარ თავსქისტიეანვეჲ ნახ-უწოდებენ. „ვეჲ ნახითარგმნება როგორცჩვენი ხალხი“. ამ სახელით მოიხსენიებენ ჩეჩენიინგუში და ქისტი ხალხი საკუთარ თავს სხვა მთიელი კავკასიელებისგან განსასხვავებლად. სასაუბრო ენა ქისტებისათვის ჩეჩნური ენის ქისტური დიალექტია.
საქართველოშიმდინარე ალაზნის ვიწრო ხეობაში ერთმანეთთან ახლოს განლაგებულია ხეობის ზემოთ დასახლებულ ქისტების სოფლები. ისინი გადმოვიდნენ კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებიდან და შეადგენენ ჩეჩნების განაყოფს. მათ უკავიათ მდ. ალაზნის გასწვრივ მდებარე სოფლებიდუისიჯოყოლობირკიანიომალოდუმასტურიზემო ხალაწანიშუა ხალაწანიქვემო ხალაწანიწინუბანიძიბახევი, ასევე ქართვებთან ერთად ცხოვრობენ ქორეთში და ყვარელწყალში2002 წლის მოსახლეობის აღწერით საქართველოში ცხოვრობდა 7,110 ქისტი










         „თოვლი სთოვს, ქარი ბობოქრობს“












„ალუდას თოფი არ უნდა, ატირდა როგორც ქალიო...“

„ვერ გავიემეტე მუცალი მარჯვენის მოსაჭრელადა,...“







ალუდა ქეთელაური გამარჯვებულია, ბოლომდე ერთგული დარჩა საკაცობრიო იდეალების გამარჯვებისთვის ბრძოლაში,
ალუდა თავის მოძმეებთან შედარებით ამაღლდა მთელი თავით იმით, რომ დაძლია ძველი ადათ-წესები და აღარ აღელვებს მათი დაუცველობა.
მან თავისი რწმენის სისწორეში სხვებიც დაარწმუნა და მიმდევრებიც გაიჩინა.
ალუდას საქციელი უდიდესი ჰუმანური აქტია.

მასწავლებელი: დალი თურქაძე
3 მაისი,2018 წელი



























































































































































Комментариев нет:

Отправить комментарий