https://learningapps.org/
დააწკაპეთ ბმულს და გახსნით რესურსს
რესურსის გამოყენების ინსტრუქცია-აღწერა
ეკრანზე დევს მწერალთა ფოტო სურათები,დამონტაჟებულია მოძრავი დაფა მწერალთა სახელითა და გვარებით.
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება-თითოეულ ფოტო სურათს მიუსადაგონ შესაბამისი სახელი და გვარი, გაიხსენონ მწერლის შემოქმედება მაუსის „დაწკაპუნებით“ მოძრავი დაფა ხელის აშვების გარეშე მიაქვთ ფოტო სურათთან, თუ „მიესადაგა“ ე.ი ამოიცნო მწერალი,ფოტო ქრება.
გროვდება ქულათა რაოდენობა და ბოლოს ჯამდება შედეგი.
რეფლექსია
რესურსს ვიყენებ მწერის ბიოგრაფიის სწავლებისას.იგი შეესაბამება სასწავლო მიზნებს.
მოსწავლეები გაეცნობიან როგორც კლასიკოსი მწერალთა ფოტოებს(გარეგნობა),ასევე თანამედროვე მწერლებს.
თითოეულის ამოცნობისას იხსენებენ მათ ბიოგრაფიას,ცხოვრებას,შემოქმედებას.
ხდება შემოქმედების გახსენება-გამეორება.
რესურსი შეესაბამება ასაკობრივ თავისებურებებს.გამოიყენება როგორც საბაზისო საფეხურის მოსწავლეებში,ასევე საშუალო საფეხურზე.
ბიოგრაფიის სწავლება ხო ყველა კლასის სასწავლო პროგრამით არის გათვალისწინებული.
რესურსი შინაარსობრივად საინტერესოა,ბავშვები ხალისიანად იყენებენ,ეადვილებათ მწერლის ბიოგრაფიის შესწავლა.
ცდილობენ,სწარფად მიაღწიონ შედეგს,დაინტერესდნენ მწერლის შემოქმედების შესწავლისთვის.
რესურსი არის ახალი,მასში ჩანს ინდივიდუალური სტილი.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს,რვეულში ჩაინიშნოს მწერლის პორტრეტი.
რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში.
შეიძლება,გამოყენებული იქნას სხვადასხვა საგანში.
ხელს უწყობს მრავალმხრივი უნარების განვითარებას(დაკვირვებას,სწრაფ რეაგირებას,მოტივაციას,პორტრეის აღწერას) პორტრეტი გამოიყენება როგორც ჯგუფური,ასევე ინდივიდუალური მუშაობისას.
მასწავლებელი დ.თურქაძე
რესურსების აღწერა, გამოყენება
სახელმძღვანელოში
მოცემული სავარჯიშოები ხშირად ვერ უკმაყოფილებს მოსწავლეებს სურვილს - იმუშაონ უფრო
მეტად, შეასრულონ სხვადასხვა საკითხის მიხედვით დამატებითი დავალებები. განსაკუთრებული
სიმცირეა ტექსტები გრამატიკული საკითხებით, სავარჯიშოებით.
მოსწავლეებში სწავლის
დონის ამაღლების მიზნით, კერძოდ, გრამატიკული მასალის უკეთ შესწავლისათვის მოვახდინე
დაკვირვება და მოვიფიქრე დამატებითი სავარჯიშოები, რომლებიც ჩემ მოსწავლეებს ხელს
შეუწყობენ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში.
ასეთი სახის რესურსის გამოყენებით მოსწავლეები იმტკიცებენ
კლასში, საგაკვეთილო პროცესში მიღებულ ცოდნას, იღრმავებენ კვლევით, ანალიტიკურ, კრიტიკულ
აზროვნებას. სწავლობენ სწრაფ და ზუსტ, აზრობრივად გამართულ, ლოგიკურად თანამიმდევრულ
მსჯელობას, იძენენ სწორად მეტყველების უნარ-ჩვევებს.
სავარჯიშოების შედგენისას გავითვალისწინე ასაკობრივი
ჯგუფის თავისებურებები. ბარათების და ტესტური სახით ურიგდება მოსწავლეებს. იწყება სათანადო,
შესაბამისი მუშაობა.
რესურსი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც ინდივიდუალური
ასევე ჯგუფური მუშაობის დროს, საკითხის განმსაზღვრელი შეფასებისთვის. რესურსზე მუშაობა
ეფექტური და საინტერესოა, მორგებულია საგნის სწავლების ამოცანებს.
ტექსტის რედაქტირება
(ტექსტში დაშვებულია
მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური,
სტილური და პუნქტუაციური შეცდომები)
მოცემულ ტექსტში
შეასწორეთ დაშვებული შეცდომები
1.
ზარმმა ექვსი გაკვეთილის დამთავრება გვაუწყა ეს
ლამაზი ზარი ოდეღაც ეკლესის კუთნილება იყო ეხლა კი საბედა ბაბოს ერგო წილათ საბედა
ბაბო და ისტორიული ზარი გულმოდგინედ გვაუწყებდა გაკვეთილების დაწყებადამთავრებას ჩვენი
მშობლებიც იმის ხელში გაზრდილან უკვე მოხუცდა მაგრამ სკოლას ვერ თმობს თუმცა სახლი
იქვე მოპირდაპირე მხარეს აქვს
2.
შორიდან კვლავ ისმოდა ელენე მასწავლებლის ხმა შემოდი
ბავშვებო შემოდით
კლასში ფიზკულტურის მასწავლებელიც შემოვიდა მგონია
დროა დავიწყოთ ბავშვებო დინჯათ დაიწყო დირექტორმა
ნინო წამოდგა გავიდა კათედრასთან გაშალა ფურცელი
რომელიც მაგიდითგან აიღო და გამოაცხადა დღის წესრიგი ჯამლეთის კათედრასთან დადგა და
ყოვეგვარი შესავლის გარეშე დაიწყო ერთი კვირის მერე არდადაგები იწყება გონებრივი დატვირთვის
შემდეგ საჭირო არის დასვენება შრომა სიცელქე სხეულის გაკაჟება წინადადება შემომაქვს
შევქმნათ საწარმო ბრიგადა ჩანაფიქრი სინამდვილეთ ვაქციოდ
3.
ფილმი დაწყებული იყო რომ დარბაზის კარები ხმაურით
გაიღო ვაჟმა ინსტიქტიურად გაიხედა სიბნელეშ სამი გოგონა კარგათ შენიშნა აი ბედიც სწორეთ
მის გვერდით იყო სამი ადგილი სამივენი იქვე დაჯდა თენგიზი მაშინათვე იცნეს ლია ქეთინო
და თინა თბილათ მიესალმენ
ფილმი
დამთავრდა მეგობრები ქუჩას გაჰყვნენ
4.
დაგვაგვიანდა ქალიშვილმა თმები და ტანისამოსი შეასწორა
მართლაც უხერხულია ნეტავი იქ აღარ მივდიოდე თენგიმ მანქანა ჩართო მიზეზი მიზეზის ძებნა
საჭირო იყო მიზეზის ძებნა არც გასძნელებიან ღმერთ ყველაფერს დაკვირვებით ქმნის ადამიანებს
აჯილდოვებს სიკეთით სიყვარულით მაგრამ რაც მას არ სურს ხშირად დამარცხებით მთავრდება
ძალადობა მიუღებელ არის სისასტიკეა ღმერთი თანხმობითაო ხომ გაგიგონიათ
5.
ლეკვები წამოიზარდა მათ ყურადღებას აღარავინ აქცევდა
მხოლოდ ერთი ქალიშვილი დილასაღამოს საკვებს არ აკლებდა სხვებს დაავიწყდათ მათი არსობა
ქარხნის მეზობელი ბავშვები მიდიოდნენ მასთან სათამაშებლათ უცებ ხმაური ატყდა აქეთიქით
სირბილიც ატყდდა ყველა აფორიაქდნენ ერთი ახალგაზრდა თავზე ხელებაფარებული გამორბოდა
ბიჭი ქარხნის ტერიტორიაზე გაწუწული ამოჩნდა
6.
ლეონტი მროველის მეფეთა ცხოვრებაში ვხვდებით ცნობას
რომ საქართველოში როდესღაც არსებულა ადამიანის მსხვერპლ შეწირვის ტრადიცია რომელი შემდგომ
საუკუნეში აკვეთილ იქნა მეფე რევის მიერ ამ რიტუალს ეხება თეიმურაზ ბაგრატიონი ივერიის
ისტორიაში ამის არსებობას ეხება ბერძენი გეოგრაფოსის ცნობაც
7.
როგორც მემატიანე იუწყება ვახტანგი მკლავ მაგარი
მებრძოლე იყო რაც მთავარია კარგი სარდალი გამოდგა სწრაფათ მონახა ენა თავის ლაშქარსთან
და გარკვეული წესით დაწყო იგი ლაშქარის საბრძოლო წყობა ასეთი იყო წინ მძიმეთ შეიარაღებული
ცხენნოსანი და ჯაჭვჩაბალახოსანი ნაწილი მიდიოდა თან მიდევდნენ ქვეითნი ხოლო ქვეითებს
მსუბუქათ შეიარაღებულნი მხედართა სიმრავლე მიჰყვებოდა მტრის ფალავნებს სასაცილოთ არ
ყოფნიდათ ჭაბუკ მეფეს გამბედაოდა დაიწყო სასტიკი ბრძოლა ქართველებმა მაინც გაიმარჯვეს
დატოვა დამარცებულ მტერმა ბრძოლის ველი და გაიქცა
8.
დავითი დიდი მონდომობიდ შეუდგა მის წინაშე მდგომარე
ამოცანების გადაწყვეტას დაიწყო თურქებთან ომი თავის გარშემო მრავალი მამულიშვილები
შემოიკრიბა იმადგან მებრძლ რაზმების ჩამოყალიბება დაიწყო მოულოდნელ თავ დასხმებით მუსრს
ავლებდა თურქებით მოთარეშე ურდოებს ამან თურქები დაავიწროა ქართლოში თან და თან ბარში
ჩადიოდა მთაში ჩახიზნული მოსახლეობა თავის მიტოებულ კარმიდამოს უბრუნდებოდა დავითმა
თურქობას ჯერ ხარკის გადაცემა შეუწყვიტა შემდგომ სრულეფით გაყარა საქართველოთგან
9.
ირანი შაჰი მოხერხებულათ მოიქცა იმან იცოდა ქართველ
ხალხის თავისუფლების მოყვარეობა და მის საბრძოლო განწყობილობა თურქ დამპყრობელთა წინააღმდეგ
ისიც კარგათ იცოდა რომ სვიმონ მეფე დიდ პატივისცემიდ და გავლენიდ სარგებლობდა ქართველ
ხალხში ამიტომ შეურიგდა პატიმრობაში მყოფი ქართველთა მეფეს განთავისუფლა და სამშობლოსაკენ
გამოისტუმრა ქვეყნის ნაცად ხელმძღვანელმა ქართლშ ჩამოსვლისთანავე თურქების წინააღმდეგ
ბრძლა გაჩაღა გორითგან დაიწყო ეს ბრძოლა რომელიც ქართლის შაგული იყო და ამიტომაც მტრის
ხელითგან პირველ რიგში უნდა გამოეგლიჯათ ქართველებმა გორის ციხე აღიღეს
10.
მოძღვარი
ჩხიკვი წარვიდა სრიალიდ აღმა და გაუთამაშა წინ ფრინველთა მეფეს არწივმა სიარული არ
შეშალა თითქოს ბუზი უფრინავდა წინა გაუმარჯვდეს შენ დიდებულებასა ჩვენო მეფევ მისცა
ქუდ მოხდილმა ჩხიკვმა სალამი გაუმარჯოს ჩხიკვსაც სთქვა მან დინჯათ ჩვენო დიდებულ მეფე
გთხოვთ ქორწილში გვეწვიოთ თუ გვიკადრებთ მუხლ მოყრით გევედრები მთელი შენი საყმო თავს
შემოგევლებით
მოცემულ ტექსტში
დავსვათ სასვენი ნიშნები
1.
ჰერაკლე ახლად დაბადებული იყო როდესაც ყველა გააოცა
თავისი ღონით მის აკვანში შეცოცდა ორი საშინელი გველი მათი თვალები ელვარებდა ისინი
ტანზე შემოეხვივნენ პატარა ჰერაკლეს მისი დახრჩობა სურდათ ბავშვს გამოეღვიძა პატარა
ხელები ჩაავლო გველებს და ისე მოუჭირა რომ ორივენი იმწამში დაახრჩო თავზარდაცემული
წამოიჭრა საწოლიდან დედა ხმამაღალი ყვირილი ატეხეს იმ ოთახში მყოფმა ქალებმა ყველამ
აკვანს მიაშურა ყვირილზე მამაკაცებმა ხმლები იშიშვლეს და აკვანთან მიიჭრნენ შემოეხვივნენ
აკვანს და რა სასწაული იხილეს ახალდაბადებულ ჰერაკლეს ეჭირა ორი უზარმაზარი გაგუდული
გველი რომლებიც ჯერ კიდევ ოდნავ იკლაკნებოდნენ მის პაწაწინა ხელებში
(,,ჰერაკლეს გმირობანი’’)
2.
დავიბადე 1889 წლის 16 აპრილს საღამოს 8 საათზე
უოლვორთში ისტ-ლეინის ქუჩაზე დიდი ხანი არ გასულა ჩემი დაბადებიდან რომ ლემბერტში გადავსახლდით
უესტ-სკვერზე მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავით ღარიბები და გემოვნებით მორთულ სამ ოთახიან
ბინაში ვცხოვრობდით ჩემი ერთ-ერთი მოგონება ასეთია თეატრში წასვლის წინ დედაჩემი თბილ
საწოლში გვაწვენს მე და სიდნეის საბანს ამოგვიკეცავს და მოსამსახურე ქალის ანაბარა
გვტოვებს სამწლინახევრის რომ ვიყავი ასე მეგონა ყველაფერი შემეძლო
( ჩარლი ჩაპლინი ,,ჩემი ბიოგრაფია’’)
3.
მე ხომ გაზეთებს ვყიდდი სტამბაში ვმუშაობდი სათამაშოებს
ვაკეთებდი ექიმს ვემსახურებოდი და რავიცი რას არ ვსაქმიანიბდი მაგრამ სიდნეისა არ იყოს
სულ ის მახსოვდა რომ როცა იქნებოდა მსახიობი გავხდებოდი ასე რომ როცა ძველ სამუშაოს
დავანებებდი თავს ახალ სამუშაოზე მოწყობამდე კარგად გავიწმენდდი ფეხსაცმელს და კოსტუმს
სუფთა საყელოს მოვიკერებდი და ბედფორდ სიტისკენ გავემართებოდი სტრელზე თეატრალურ სააგენტოში
და მხოლოდ მაშინ შევწყვიტე იქ სიარული როცა კოსტუმი სავსებით დამიძველდა და გამიცვდა
( ჩარლი
ჩაპლინი ,,ჩემი ბიოგრაფია’’)
4.
ჯემალ სკრიპკა
იანგული
ლაწირაკო
ჯემალ
ქამო
იანგული
წუწკო ბერძენო...
სოხუმელი
ბერძნის ალექსანდრიდის შვილი იყო იანგული ნაფოტივით თხელსა და ბეჭებ განიერს სწორი
ლამაზი ცხვირი ნახშირივით შავი თვალები და მაიმუნივით გრძელი ხელები ქონდა რომ იდგა
მუხლებამდე წვდებოდა უზარმაზარი ტორები საოცარი ჩხუბი იცოდა ორ-სამ ბიჭს ერთად ისე
გაასილაქებდა ხელს არ გაანძრევინებდა კატასავით სწრაფი იყო კაჟივით მაგარი და ჯანმრთელი
( ნ.დუმბაძე
,,HELLADOS’’)
5.
დილით ძნელაძის ქალი გადმოვიდა ჩვენს ეზოში და
ბებიაჩემს დაუძახა რაიყო ნინა გამოეხმაურა ბებია ქერქაძის ქალო შენი ბაღანა უნდა მათხოვო
მთლად გყავდეს თუ მიაგნებ და რამეში გამოიყენებ მაგ უგვანოს მე მაინც არაფერში არ მარგია
მთელი დღე იმ ციგნებთან აგდია და გიტარას უბარტყუნებს გუშინ ხუთი მასავით ყაჩაღი მომიყვანა
პირის გასასველებელი ბალი და პრასი აღარაა ჩემს ეზოში რაც მიწის ქვეშ იყო და მიწის
ზევით სულ გააწყვეს ყველაფერი დედა ჩემი სიკვდილი სულ არ დაუტოვებიათ არაფერი შეიცხადა
ნინამ რავა არა ტილი დოუტოვეს იმდენი წუხანდელს აქეთ ვხილავ და ვერ გამოვულიე მაინც
მათხოვე არ დამიწუნა ძნელაძის ქალმა
( ნ.დუმბაძე ,,ბოშები’’)
მოცემული წინადადების
გამოტოვებულ ადგილზე ჩავსვათ სიტყვა შესატყვისი ფორმით
1 ზაფხულში უბნის გოგო-ბიჭები ამ ხეხილზე -- ვიყავით შესეული (ბეღურები)
2 კუკარაჩა ჩვენი მილიციის უბნის რწმუნებული იყო, ქომაგი და საყვარელი. (გაჭირვებული)
3 ტანკსაწინააღმდეგო თხრილში თურმე კუკარაჩა (ჩავარდნა)
4 ზოოპარკის გადავძვერით
და კაკლის გავჩნდით (ღობე, ძირი)
5 შენი ორი ტანკის ამბავი
თბილისმა იცის (მთელი)
6 შენ შეგიძლია ყოველი
წელი და დღე მიულოცო ქალს?
მურტალოს შეუძლია
(ახალი, ძველი; დაბადების, სამახსოვრო; )
7 აკვარეუმი პატარა ღელავდა
და ბობოქრობდა (ოკეანე)
8 იანგული და პეტია ავიდნენ
და გაჰყვნეენ. (მიწაყრილი, ლიანდაგი)
9 ბოშები აყრილიყვნენ,
თან სოფლის აეწაპნათ. (ღამე, ნივთი)
10 წითელმა სითხემ ზანტად გამოჟონა და ხაზარულას ფესვის დაეღვარა. (ქვევრი, ფოსო)
(დამხმარე ლიტერატურა- ნოდარ დუმბაძის მოთხრობები)
ორი სიტყვის ერთად ბრუნება
(წინადადებებში მოძებნეთ
სიტყვათა ერთად ბრუნების შემთხვევები, გაასწორეთ შეცდომები)
1 „დიდს სანთელს ჰგავს სცოდნა, სანატრელ განძი,
ის მამიდან შვილზე გადადის
2
„ერთსანთელზედრომათასსსხვასანთელსმოუკიდო, სანთელსიმითარცალიდააკლდება, არც სინათლე.“
3 „სახლიდამ გამოვა ის დიდის ღონე, ის დიდის ხერხი,
რომელსაც ცოდნა ჰქვიან“
4 „კარგ საქმედედა მიბაძვა არა რა დასაძრახია“
5 „უსწავლელ ძაღლი კარში ყეფს და გარეშემოს ჰფარავს“
6 „ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიან კაცი ბრიყვი“
7 „ ამ ცხელს მინდორში მარტო ერთი ხე ვდგავარ.“
8 „მაგისტროსს ერთის გულუთადი მონა ჰყვა.“
9 ყმაწვილით კაცით ყველა გაოცდა
10 პირდაპირ ცამეტი კაცად ისხდნენ
11 „ათასს სალამურს გააქვს გუგუნი“
12 „ჭრილობაზე ნაზის ამბორით რას გვიშველიან...“
13 მშვენიერ ტყემ შეიფარა პატარა დინოზავრი
14 ლამაზ ჩიტებმა უგალობეს დინოზავრს.
15 დინოზავრი გაოცდა: ოქროსფერ ლაქებით ჰქონდა დაფარული ტანი, ჟირაფად
ქცეულიყო.
მოცემულ წინადადებებში
გაარკვიეთ ფონეტიკური მოვლენის სახეობა
1.
სახლი
ქვიტკირით იყო ნაშენები. (ქვითკირი)
2.
ეზოს
ჭიშკარი ამშვენებდა. (ჭისკარი)
3.
იქ,
ლბილს მდელოზე, ვინამე ცრემლით. (რბილი)
4.
წლეულს
კარგი მოსავალი მივიღეთ. (წრეულს)
5.
ბიჭი
ათორმეტი წლის იქნებოდა. (თორმეტი)
6.
მეთაური
სწრაფად დაბრუნდა. (მეთავური)
7.
ბაბუა
შვილიშვილს წინ გაუძღვა. (შვილისშვილს)
8.
ატმის
ხეები ვარდისფრად ბზინავდნენ. (ატამი)
9.
ურმის
დანახვაზე ბიჭს თვალები გაუბრწყინდა. (ურემი)
10.
სოფლის
მოსახლეობა ხვდებოდა გამარჯვებულ მხედარს. (სოფელი)
11.
მზის
სხივი მყინვარს შუბლს უკოცნიდა. (მზე)
12.
მიწის
დამუშავებაც მალე დაიწყება. (მიწა)
13.
მარომ
ძმისთვის წიგნი იყიდა. (ძმა)
14.
წიფლის
ხის ქვეშ სოკო ამოსულიყო. (წიფელი, ხე)
15.
ათრვამეტი!-
დაიყვირა ბიჭმა. (თვრამეტი)
16.
ბიჭს
ბაბუამ გაწკეპვლა მოუნდომა. (გაწკეპლვა)
17.
მიხომ
გოდრის დაწვნა დაიწყო. (დაწნვა)
18.
მდინარის
ხმაური მთებს აყრუებდა. (მდინარე, მთა)
19.
ბებიას
ფოთლის შრიალი სიმღერასავით ჩაესმოდა. (ფოთოლი)
20.
ბიჭს
მერცხლის ბუდის დანახვა ძალიან გაუხარდა. (მერცხალი, ბუდე)
ზმნები
(ხაზი
გაუსვით მეშველზმნიან ფორმებს)
1.
ბიჭი
კარგი მხედარი უნდა ყოფილიყო.
2.
მოვდივარ,
მოვდივარ- ხმამაღლა ყვიროდა მათე
3.
ბავშვები
ეზოში გამოსულიყვნენ და კოჭობანას თამაშობდნენ.
4.
მე
ვჯობივარ მეგობარსო- ჩურჩულებდა ნაზი ია.
5.
როგორ
გაზრდილხარ, ჩემო თვალის სინათლევ,- ბუტბუტებდა ბებია.
6.
გზად
მომავალი ცხენოსანი უნდა ყოფილიყო.
7.
სკამზე
ახალგაზრდები ჩამომსხდარიყვნენ და წყნარად საუბრობდნენ.
8.
მზე
ჯერ არ ამოსულიყო, ნამს ისევ ბალახზე ეძინა.
9.
მიხო
ხის მორზე დამჯდარიყო და წიგნს კითხულობდა.
10.
სტუმრები
ეზოში ჩასულიყვნენ და თბილად საუბრობდნენ.
ხაზი გაუსვით ზმნისწინიან ფორმებს, გამოყავით ზმნისწინები
და გაარკვიეთ მიმართულების მიხედვით
1.
გოგონა
პეპელას მიეპარა.
2.
გოგიტა სწრაფად ავიდა მსხლის ხეზე.
3.
ნინიკამ ურემში კამეჩები შეაბა.
4.
დედა-შვილმა
ერთხელ კიდევ მოხედა მიტოვებულ კარ-მიდამოს.
5.
ტყვია
თოფიდან გავარდა და მთა-ბარი შემოირბინა.
6.
მგელმა
სწრაფად ამოირბინა მარტოდ დარჩენილ ბატკანთან.
7.
გადმოიღო
მონადირემ თოფი და ირემიც დაბლა დაეცა.
8.
ეჰ,
რა ოჯახი წაიქცა!- სინანულით წამოიძახა მათემ.
9.
,,გარდამატარე
მთანი და კლდენი’’.
10.
,,გამოღმით
მე ვარ- გაღმით შენ...’’
მოცემულ წინადადებებში ხაზი გაუსვით ზმნებს, გაარკვიეთ
მწკრივის ფორმები
1.
ვწერ
წერილს და მოუთმენლად ველოდები პასუხს.
2.
ღამით
ვკითხულობდი, ვსწავლობდი, რომ მოძღვარს პირნათლად შევხვედროდი.
3.
მალე
ზარსაც დარეკავდნენ და დერეფანი ბავშვების ჟრიამულით ივსებოდა.
4.
გათბები,
მეგობარო, - ამშვიდებდა ვამეხი
5.
ყვავილები
გაიღვიძებდნენ, თვალებს გაახელდნენ და ერთმანეთს ესალმებოდნენ.
6.
ნინომ
სურათი დახატა, წარწერაც გაუკეთა- ,,ჩემ მეგობარს.’’
7.
ვანომ
დაკლა მამალი, მოხარშა და შვილებს მაგიდაც გაუწყო.
8.
დავინახეთ,
როგორ გათიბეთ ყანა- საუბარი გაუბა პაპამ შვილიშვილს.
9.
ანდერძი
დაგვიბარებია, განა არ გსმენიათო- ხითხითებდა ბერიკაცი.
10.
,,საქათმეში
შეპარულა მელა,
ქათმებს ეჩურჩულებოდა ნელა...’’
მოცემულ წინადადებებში ხაზი გაუსვით თანდებულიან ფორმებს,
თანდებული დეფისით გამოყავით
1.
ვაცივით
ვარ, ვაცივით- ჭიხვინებდა ლუარსაბი.
2.
კოდალა
ხეზე იჯდა და ნისკარტს ურტყამდა.
3.
წყაროსთან
სოფლის ქალები მოგროვილიყვნენ.
4.
აკაკის
დედის კალთაში ჩაეყო თავი და დასძინებოდა.
5.
მარომ
ძმისთვის ჭრელი წინდები მოქსოვა.
6.
მალე
ყინულისგან თეთრი სასახლე გამოკვეთეს.
7.
ყინვის
გამო ტბა გაიყინა.
8.
გოგონა
დედითურთ დაბრუნდა ქოხში.
9.
სოფლამდე
კარგა მანძილი იყო გასავლელი.
10.
ყინულებს
შორის ნაკადული მირბოდა.
მოცემულ წინადადებებში გაარკვიეთ დამოკიდებული წინადადების
ადგილი
1.
,,რაცა
თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებად, ზოგი მიეც ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად.’’
2.
ვინც
დღეს ვაჟკაცად ივარგებს, საუკუნოდ დარჩება მისი სახელი.
3.
როდესაც
ორთავ მხრიდან მოისმინეს ჩვენება, თავმჯდომარე ისევ წამოდგა და საჭიროდ დაინახა რამდენიმე
სიტყვის წარმოთქმა.
4.
პატარა
ქალები რომ კლასიდან გამოვიდოდნენ სწავლის შემდეგ დასასვენებლად, ის მაშინვე გაირეკავდა
თავის ჭუჭულებს და საჩქაროდ მიაფარებდა სადმე.
5.
შველი
რომ დაინახა მამაჩემმა, ძლიერ გაუხარდა და ბიძაჩემ ნინიას გამარჯვება მიულოცა.
6.
ერთხელ,
როცა წიგნის კითხვა გავათავე და ნაწერიც მომიწონა, მომისვა გვერდით და დამიწყო თავისებურად
ლაპარაკი.
7.
საძაგელი
ჩხიკვი, რომელიც ასე მაშინებდა, ეხლა სრულებით არ მეჩვენა ისე საზარელი.
8.
დარეჯანს,
როდესაც იგი მიემგზავრებოდა სადმე, ხელში ეჭირა ხის ტარზე დაგებული შუბი.
9.
ბავშვობისას
წკრიალა კისკისი იცოდა, მაგრამ მერმე ქალწულობის ასაკში რომ ჩადგა, ბალღური სიცილი
და უდარდელობა დაეკარგა.
10.
პირველ
წელიწადსვე, როცა საზაფხულოდ გავუშვით მოსწავლეები, გამოვეწყვე უბრალოდ და გავუდექ
გზას.
11.
,,თქვენცა
მუნ მოდით, სადაცა გესმას ზრიალი ზარისა’’.
12.
,,მე
სულგანაბული ყურს ვუგდებდი და მეამა, რომ გავიგონე ერთადერთი სიტყვა ჩვენი შებრალებისა’’.
13.
ჯგუფად
და წყნარად მიდიოდნენ გმირები, რომ უფრო ნაკლებ მიექციათ ჯარის ყურადღება.
14.
აგერ
გამოჩნდა თეთრი ბაირაღიც, რომლის ოქროს ბუშტზე მზის სხივები სხლდებოდ-კრთებოდნენ.
15.
მოსეირნეებმა
მალე შეამჩნიეს რომ ამინდი იცვლებოდა.
(დამხმარე
ლიტერატუურა ალ. ღლონტი ,,ქართული წინადადება’’)
სალექსიკონო მუშაობა
მოცემულ წინდადებებში
სიტყვათა ძველი ფორმები შევცვალოთ თანამედროვე
სალიტერატურო სიტყვებით(„სიბრძნე სიცრუისა“)
(შემოხაზეთ სწორი ფორმა)
1.„და იყო საჭურისი
მეფისა კაცი გულჩქარი და ფიცხელი“
ა)დაკოდილი მამაკაცი ა)გულით ავადმყოფი
ბ)მსუქანი მამაკაცი ბ)ძლიერი
გ)ბრაზიანი მამაკაცი გ)სულსწრაფი
დ)მხდალი მამაკაცი დ)სწრაფადმოაზროვნე
2.„ნახა ხელთა ეტრატი ჰქონდა“.
ა)ფურცელი
ბ)ტყავის ქაღალდი
გ)რვეული
დ)წიგნი
3.„საუნჯე შადის
მდინარესა ჩაყარა“
ა)მდ.ტიგროსში
ბ)მდ.დონში
გ)მდ.მტკვარში
დ)მდ.რიონში
4„რაგინდ ბევრი
იუბნა, ღმერთს თავი შენი ჩემთვის მოუცია“
ა)იმდენი ა)ილაპარაკა
ბ)რამდენიც ბ)ისაუბრა
გ)ამდენი გ)იყვირა
5.„ხელით წერილი
მომეც ფიცისა“
ა)წერილი
ბ)ხელწერილი
გ)დასტური
6.„რუქამ სცნა ესე“
ა)იცნო
ბ)შეიტყო
გ)გააგონა
7.„შეიპყრო ჯუნბერ
და ერგასი ჯოხი ჰკრა“
ა)ოცი
ბ)სამოცი
დ)ორმოცდაათი
8.„რა მოკვდა,სცთნენ
კაცნი იგი“
ა)უამბეს
ბ)გააკეთეს
გ)შეცდნენ
9.„ფლური აღარ აქვნდა
“
ა)სიკეთე ა)იპოვა
ბ)ფული ბ)ეყო
გ)სიბოროტე გ)ჰქონდა
10.„ჭადარი რომ
დგას,მუნამდე მივიდეთ“
ა)იქამდე
ბ)მასთან
გ)იქით
11.„გველი ყელს
შემოეღვლარჭნა“.
ა)მოეხვია
ბ)შემოეჭდო
გ)აუძვრა
12.„ცოტა მოუფონა
გველმან და მივიდნენ ჭადართან.“
ა)მოუშვა
ბ)მიუალერსა
გ)შემოეჭიდა
13.„ძუძუნი მეწვიან,
მარტვილს თუ არა სჭირს რაო?“
ა)ყრმა
ბ)ბავშვი
გ)უფროსი
14.„შვილო ჩემო,ნუმცა
ვინ არს ურჩი შენი.“
ა)ნურავინ იქნება
ბ)არავინ იყოს
გ)უფლება არა აქვს
15.„კაცმან იკვეხნიდეს
და ზვაობდეს-გეწყინება!“
ა)ტრაბახობდეს
ბ)მოთქვამდეს
გ)ამპარტავნობდეს
რეფლექსია
გრამატიკული საკითხების შესწავლის პროცესში ხშირად ვაწყდებით
სხვადასხვა პრობლემას. მოსწავლეები უშვებენ შეცდომებს როგორც მეტყველებაში, ასევე წერის
დროს. შეცდომები კი სხვადასხვა ტიპისაა. შევეცადე, რესურსში ყურადღება გამემახვილებინა
ყველაზე უფრო აქტიურ საკითხებზე (ხშირად რა სახის შეცდომებიც მხვდება მოსწავლის ნაწერში).
მოცემული სავარჯიშოების
გამოყენებით ხდება დაკვირვება, ჭეშმარიტების დადგენა, დაფიქრება, გაანალიზება ხარვეზების
და მათი გამოსწორება პრაქტიკაში - მეტყველებისა და წერის პროცესში.
ტექსტის მიხედვით
დაკვირვება ხდება სახელების, მეტყველების ნაწერების მართლწერაზე, ზმნის კატეგორიებსა
და ფორმაუცვლელ სიტყვებზე, თანდებულის მართებულად ხმარების წესებზე. ყურადღება მახვილდება
მექანიკურ შეცდომებზე (ასოს გამოტოვება, ზედმეტი ასოს ხმარება, პუნქტუაცია და სხვა).
რესურსს ვიყენებ
კლასშ ინდივიდუალური, ჯგუფური მუშაობის, განმსაზღვრელი შეფასების დროს. მოსწავლეს ეძლევა
განმარტება. მასზე დამოუკიდებელი მუშაობა მოითხოვს ფიქრს, გონებრივ ვარჯიშს, დაკვირვებას,
გრამატიკული მასალის გააზრებას. სწორი დასკვნის გაკეთებას.
მუშაობის შემდეგ
მოხდება შეჯამება-შეფასება.
ასეთი სახის
სავარჯიშოების გამოყენება, ჩემი დაკვირვებით, სახალისო და საინტერესოა. ხელს უწყობს
სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურ წარმართვას. მოსწავლეებში მრავალმხრივი უნარების
განვითარებას. რაც მთავარია, გრამატიკული მასალის შესწავლას.
მასწავლებელი
- დალი თურქაძე
საგანი - ქართული ენა და ლიტერატურა
დალი გისურვებ ბევრ წარმატებებს
ОтветитьУдалитьდალი მომეწონა შენი რესურსი მწერლებზე, გისურვებ წარმატებას, ზურა და ლალი
ОтветитьУдалить