понедельник, 2 октября 2017 г.

   დიდი ხანია გული და სული მივუძღვენი ბავშვებს, მოსწავლეებს. მთელი ამ ხნის მანძილზე ვალდებულებად მივიჩნევდი, მომენახა სწავლების ისეთი გზა, რომლითაც მივაღწევდი ყველას დაინტერესებას,აქტივობას, უნარ-შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას; ცოდნის შეძენის ჩვევების შესწავლას.
  მოსწავლეებს ვთხოვ,არ დაივიწყონ ილიას სიტყვები:  ,,დღეს მძლეთა-მძლეა მარტო ის, ვინც მცველი და ბეჯითია სულითა, ხორცითა,ცოდნითა და მარჯვენითა."
   მუდამ მივიჩნევდი, რომ მთავარია სრულყოფილი ადამიანის აღზრდა-სრულფასოვანი პიროვნების, მართალი, პატიოსანი,მშრომელი,სამშობლოს და ერის მოსიყვარულე; ღირსებისა და ტრადიციების დამფასებელი ახალგაზრდობის აღზრდა.
   მსურს, ოჯახი,მშობელი,მოსწავლე და მასწავლებელი ერთობლივად დაირაზმოს,მყარად დადგეს საჯაროობისა და დემოკრატიზაციის ფონზე აღზრდის, სწავლების ასამაღლებლად.
   მასწავლებლობა ღირსების საქმეა, თავდაუზოგავი შრომაა, ადამიანთა სიყვარულია,პრინციპების ერთგულებაა!
   მასწავლებლობა- ღვთიური ნიჭია!
   მასწავლებლებო, გვახსოვდს, უფალმა  მოიღო  მოწყალება  და მოგვცა ბედნიერება -გვეფიქრა და გვეზრუნა ბავშვებზე,ჩვენსა და სხვის შვილებზე!
    მაშ,ვიყოთ ამ მადლის ღირსნი!


                               პატივისცემით დალი თურქაძე
                          


                                             ჩემს მოსწავლეებს:

                                  „მივდივარ,მაგრამ,სად წავალ,
                                    ჩემი სამშობლოს იქითა,
                                    მივდივარ,მაგრამ ისევაც       
                                    შენთან ვიქნები ფიქრითა.
                                    ჩემო და-ძმავ და დედ-მამავ,
                                    არაგვო,არაგვიანო,
                                    წავალ და ვერ დამივიწყებ,
                                    ისედაც შენი მქვიანო“
                           
                                                                 ბაჩანა
        (ნიკო(ბაჩანა)რაზიკაშვილი,პედაგოგი,მგოსანი)



მივდივარ?! განა სად წავალ,ჩემო შვინდა და წიქარა,ჩემო ლომა და ნიკორა-(ჩემო ბეჯითო და ზარმაცო,ჩემო საყვარელო მოსწავლეებო!)
სამლოცველო ავაგეთ,...გალავანი კვლავ მშენებლობის პროცესშია!...
წინ დიდი გზაა!... 
                                                 სიყვარულით დალი მასწავლებელი




                           საზაფხულო სკოლა (2018 წლის ივნისი)

              
                                                    განცხადება



  მიმდინარე წლის 16 ივნისიდან26 ივნისამდე ქარელის N1 საჯ. სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს საზაფხულო სკოლა. მსურველებს გთხოვთ, ჩაეწეროთ.
დაშვების პორობები: ყოველდღე, მეცადინეობა 1სთ.
მასწ. დალი თურქაძე
                     30:05:18


საზაფხულო სკოლის


მისია: მეცადიენობის შედეგად მოსწავლეები აიმაღლებენ კითხვის,  ტექსტზე მუშაობის ტექნიკას. გაიფართოვებენ წიგნიერების თვალსაწიერს.

მიზანი:გაეცნობიან შერჩეული მწერლის შემოქმედებას, ეცოდინებათ კითხვის ტექნიკა, მხატვრული ნაწარმოების აგებულება, სწორად მეტყველება, შინაარსის თანამიმდევრულად გადმოცემა; მოქმედ პერსონაჟებზე სათანადო მუშაობა.

ამოცანები: ისწავლიან ლიტერატურის სიყვარულს, დაუკვირდებიან ნაწარმოების დედააზრს, ეცოდინებათ კავშირი თანამედროვეობასთან, ისწავლიან თანამშრომლობას, სინთეზსა და ანალიზზე მუშაობას. ეცოდინებათ დისკუსიაში, დებატებში მონაწილეობის უნარები. გაიღრმავებენ კრიტიკული მსჯელობის ჩვევებს.

შედეგი:  საზაფხულო სკოლაში მეცადინეობისას გაიღრმავებენ წიგნის, ნაწარმოების კითხვის სიყვარულს. ისწავლიან სწორ მეტყველებას, შინაარსის გადმოცემას, ეპიზოედებზე დაკვირვებას, მოქმედი გმირების დახასიათებას; ისწავლიან ნაწარმოების კომპოზიციასა და მხატვრულ მხარეზე მუშაობას.

სამიზნე ჯგუფი:VII-VIIIკლასის მოსწავლეები (სურვილისამებრ)
მეცადინეობა წარიმართება:  ქარელის N1 საჯ. სკოლა, 1სართული, (უსაფრთხო, დაცულ გარემოში)
პროგრამა
1.     მოსწავლეებს გავაცნობ საზაფხულო სკოლის მისიას, მიზანს, ამოცანებს, პროგრამას;
2.     გავაცნობ განსახილველ საკითხს- ნაწარმოებებს, რომლებზეც ვიმუშავებთ (ვაჟა-ფშავლეას „სათაგური’’ და „ბათურის ხმალი’’);
3.     მოსწავლეებს მინი-ლექციის საშუალებით გავაცნობ მწერლის - ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიას, შემოქმედებას (ზოგადად);
4.     გავაცნობ ნაწარმოებებზე მუშაობის გეგმას სათანადო აქტივობებით, შესაბამისი დღეების მიხედვით;
5.     მოვაწყობ დისკუსიას განხილული ნაწარმოებების („სათაგური’’, „ბათურის ხმალი’’) ირგვლივ;
6.     მოვაწყობ ექსკურსიას ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.





დაგეგმილი ღონისძიებები
N
საკითხი
აღწერა
დრო
1
ა). საინფორმაციო-ორგანიზაციული საკითხები
ბ). ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია. შემოქმედების ზოგადი მიმოხილვა
გ). „სათაგური’’ I თავი
ა). პროგრამის გაცნობა, ღონისძიებების განხილვა.( მსჯელობა-რჩევები, სურვილები)
ბ). ნაწარმოების წარდგენა, ტექსტზე მუშაობა, დაკვირვება ეპიზოდებზე, ინდივიდუალური მუშაობა
16.06
2
„სათაგური’’ II-III თავები.
ტექსტის გამომეტყველებით წაკითხვა, კითხვის ორგანიზება. მოქმედ პირებსა და მხატვრულ მხარეზე დაკვირვება, მუშაობა კითხვა-პასუხის მეთოდით.
17.06
3
„სათაგური’’ IV თავი
ტექსტის მხატვრული კითხვა, ეპიზოდების შინაარსით გადმოცემა
18.06
4
„სათაგური’’- ანალიზი
ა). თემა და იდეა, დედააზრი
ბ). მოქმედი პირები
გ). მხატვრული მხარე
დაკვირვება ნაწარმოების სიუჟეტზე, მოქმედი პირების დახასიათება.
დაკვირვება მხატვრულ სამყაროზე
(ჯგუფური მუშაობა)
19.06
5
„ბათურის ხმალი“ Iთავი
საუბარი თქმულებაზე, ნაწარმოების გაცნობა, გეგმის შედგენა
20.06
6
„ბათურის ხმალი“  IIთავი
ტექსტის წაკითხვა, ძირითადი საკითხების გამოკვეთა, (მუშაობა წყვილებში)
21.06
7






8.
















9.







10.
„ბათურის ხმალი’’ IIIთავი






„ბთურის ხმალი“ ანალიზი
ა). ეპიზოდები, მოქმედი პირები, მხატვრული მხარე
ბ). თემა და იდეა













ექსკურსია ქარელის მხარეთმცოდენობის მუზეუმში.





დასკვნითი მუშაობა- გაწეული მუშაობის მიმოხილვა, შეჯამება-შეფასება
მუშაობა ნაწარმოების ტექსტზე, გეგმის შედგენა, მოქმედ პირებზე დაკვირვება, დამოუკიდებელი სამუშაო

მუშაობა ნაწარმოების სინთეზსა და ანალიზზე, ნაწარმოების კომპოზიცია, თანამედროვეობასთან კავშირი, (ჯგუფური მუშაობა). ინტერნეტის საშუალებით მოვასმენინებ მსახიობის მიერ წაკიტხულ ტექსტს „ალუდა ქეთელაურიდან’’.



შთაბეჭდილებები მუზეუმის, ექსპონატების ირგვლივ, (ჯგუფური მუშაობა)



გაიმართება მსჯელობა, დისკუსია, მოხდება მუშაობის შეჯამება-შეფასება
22.06






23.06
















24.06







25.06

                                   საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი: დალი თურქაძე

















მუშაობის აღრიცხვა

16.06
გაიმართა საზაფხულო სკოლის პირველი მეცადინეობა.
მოსწავლეებმა მოისმინეს საინფორმაციო - ორგანიზაციული საკითხები. გაეცნენ სამუშაო პროგრამას, ღონისძიებებს, აქტივობებს. გაიმართა საქმიანი მსჯელობა, მუშობისას გათვალისწინებული იქნება მათი რჩევები, სურვილები.
მოსწავლეებმა მინი-ლექციის საშუალებით მოისმინეს ვაჟა ფშვაველას ბიოგრაფიული ცნობები.განიხილეს შერჩეული ნაწარმოები „სათაგური“.იმუშავესI თავზე. ყურადღება გაამახვილეს ტექსტის მხატვრულ კითხვაზე,ინდივიდუალურად მოხდა ეპიზოდების შინაარსის გადმოცემა.
                     ხელმძღვანელი: დალი თურქაძე





17.06
 მოსწავლეებმა დაამუშავეს ,,სათაგურის’’ მეორე-მესამე თავები. მოახდინეს წაკითხულის გეგმის შედგენა. ინდივიდუალურად იმუშავეს ეპიზოდების შინაარსის გადმოცემასა და გააზრებაზე; დაუკვირდნენ მოქმედ პირებს.
მოსწავლეები უკვირდებოდნენ კითხვის ტექნიკას,მუშაობდნენ მწერლის დიალექტზე,მხატვრულმხრეზე.მუშაობა წარიმართა კითხვა-პასუხის მეთოდით

                    ხელმძღვანელი: დალი თურქაძე




18.06

 დამუშავდა ,,სათაგურის’’ მეოთხე თავი. შედგა წაკითხულის გეგმა, მოხდა ეპიზოდების შინაარსით გადმოცემა, სწორ მეტყველებაზე ვარჯიში.

                   ხელმძღვანელი: დალი თურქაძე

19.06
 მუშაობა წარიმართა ,,სათაგურის’’ ანალიზზე. მოსწავლეები დაუკვირდნენ ნაწარმოების სიუჟეტს, მოქმედების განვითარებას; დაახასიათეს მოქმედი პირები, ყურადღება გამახვილდა ნაწარმოების თემასა და იდეაზე; დედააზრსა და მწერლის ჩანაფიქრზე; მხატრულმხარეზე.მოსწავლეებმა შეასრულეს დამოუკიდებელი სამუშაო მუშაობა წარიმართა ჯგუფური მეთოდით.

                   ხელმძღვანელი: დალი თურქაძე
IMG_2068.JPG



20.06
 მიმდინარე მეცადინეობაზე მუშაობა დავიწყეთ ვაჟა ფშაველას მოთხრობა ,,ბათურის ხმალზე’’. მოსწავლეები გაეცნენ თქმულების მნიშვნელობას. წაიკითხეს პირველი თავი, გამოყვეს ძირითადი საკითხები. მუშაობა წარიმართა მშვიდ და ხალისიან გარემოში.

                   ხელმძღვანელი: დალი თურქაძე
IMG_2069.JPG


21.06
 მუშაობა წარიმართა ,,ბათურის ხმალის’’ მეორე თავზე. მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ეპიზოდები, გადმოსცეს მათი შინაარსი, დაუკვირდნენ მხატვრულ ელემენტებს. მუშაობა წარიმართა წყვილებში.

                   ხელმძღვანელი: დალი თურქაძე

22.06
 მიმდინარე მეცადინეობისას მოსწავლეებმა წაიკითხეს ,,ბათურის ხმალის’’ მესამე თავი. დაკვირვება მოახდინეს მოქმედ პირებზე, შეადგინეს წაკითხულის გეგმა.

                  ხელმძღვანელი: დალი თურქაძე

23.06
 მეცადინეობაზე გაკეთდა ,,ბათურის ხმალის’’ ანალიზი და სინთეზი-შემაჯამებელი მუშაობა. მოსწავლეებმა იმუშავეს ნაწარმოების კომპოზიციასა და მხატვრულ მხარეზე. ისაუბრეს პატრიოტიზმზე, ჰუმანიზმზე. გააკეთეს კავშირი თანამედროვეობასთან. გამოვიყენე რესურსი-ინტერნეტი, მოვასმენინე მსახიობის მიერ წაკითხული ნაწყვეტი ,,ალუდა ქეთელაურიდან’’. მუშაობა წარიმართა ჯგუფური მეთოდით.

                      ხელმძღვანელი: დალი თურქაძე

24.06
 მოეწყო ექსკურსია ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. მოსწავლეები გაეცნენ ჩვენი რაიონის კულტურისა და ხელოვნების, არქეოლოგიის მიღწევებს. ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები. მუშაობა წარიმართა ლექციური მეთოდით.

                     ხელმძღვანელი: დალი თურქაძე

25.06
 მიმდინარე მეცადინეობაზე მოხდა გაწეული მუშაობის შეფასება-შეჯამება. დაუფარავად აღინიშნა დადებითი და უარყოფითი მხარეები მუშაობის პროცესში. გაიმართა დისკუსია. მოსწავლეები მსჯელობდნენ თავისუფლად, ,,პაექრობდნენ’’ მეგობრულ ატმოსფეროში. დასვეს მრავალი საინტერესო საკითხი. მუშაობა დადებითად შეფასდა. ხელმძღვანელმა მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა აქტიური მუშაობისთვის.

                          ხელმძღვანელი: დალი თურქაძე


მუშაობის შეჯამება
სკოლაში 16-25 ივნისს მუშაობდა ,,საზაფხულო სკოლა’’. შედგა მოსწავლეთა ჯგუფი, რომლებმაც ისურვეს მეცადინეობაში მონაწილეობა, გაეცნენ პირობებს, შევიმუშავეთ პროგრამა, მიზანი და დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა. სამუშაოდ შევარჩიეთ ვაჟა ფშაველას ორი ნაწარმოები: ,,სათაგური’’ და ,,ბათურის ხმალი’’. მუშაობა მიმდინარეობდა საინტერესოდ, უსაფრთხო გარემოში. მოხდა მოსწავლეთა და მშობელთა შეფასება მუშაობის ირგვლივ ფოკუს-ჯგუფური გამოკითხვით, შერჩეული იქნა კითხვარები, გაიმართა მსჯელობა, გაკეთდა შეჯამება-შეფასება.

                       მასწავლებელი: დალი თურქაძე


მოსწავლეების შეფასება
შეფასება მოხდა ფოკუს-ჯგუფის საშუალებით, გამოვიყენეთ კითხვარი:
1.     იყო თუ არა ინფორმაცია ხელმისაწვდომი?
2.     საინტერესო იყო თუ არა თქვენთვის სამუშაო პროცესი, შერჩეული ნაწარმოებები, ღონისძიებები, აქტივობები?
3.     რით იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის საზაფხულო სკოლაშ მონაწილეობა?


 კითხვარების შესაბამისად გავმართეთ ფართო მსჯელობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა. მოხდა სათანადო შეფასება: სწავლის დამთავრებამდე მასწავლებელმა დალი თურქაძემ გაგვიზიარა საკუთარი სურვილი ,,საზაფხულო სკოლის’’ შექმნის შესახებ. მისმა საუბარმა დაგვაინტერესა და განცხადების გამოქვეყნების თანავე ჩავეწერეთ სიაში-სურვილი გვქონდა მონაწილეობა მიგვეღო მუშაობაშ. გავეცანით მისიას, მიზანს, პროგრამას. დიდი ინტერესი გამოიწვია ვაჟა ფშაველას ნაწარმოებმა. თითოეული მეცადინეობა ჩვენთვის მიმზიდველი და საინტერესო იყო. გავეცანით ვაჟას შემოქმედებას, შეგვიყვარდა ფშავი-ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი კუთხე. კიდევ ერთხელ დავაკვირდით ვაჟას მომხიბლავ დიალექტს. ვისწავლეთ და გავიღრმავეთ მხატვრული კითხვა, თხრობა, შინაარსის გადმოცემა, ვისწავლეთ ნაწარმოების კომპოზიციაზე მუშაობა. ჩვენში კვლავ ამაღლდა პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი. საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო მუშაობის თითოეული პროცესი. გავიღრმავეთ დისკუსიაზე მუშაობის უნარ-ჩვევები. ვისწავლეთ დიალოგზე, მხატვრულ მხარეზე, პერსონაჟებზე მუშაობა. რაც მთავარია, თავისუფლად შეგვიძლია გუნდური მუშაობა. მეცადინეობა მიმდინარეობდა ხალისიან კეთილ განწყობილ გარემოში

  მოსწავლეები: 1. აისელ მამედოვი,
                            2. მარიამ ქოთუაშვილი,
                            3. ნატალია ქოთუაშვილი,
                            4. ანზორ აკოფიანი,
                            5. ნინო ჯოხტაბერიძე,
                            6. გუგა როინიშვილი,
                            7. ცოტნე მაისურაძე,
                            8. მარიამ კასრაძე,
                            9. სალომე ელბაქიძე,
                           10. მარი მარჯანიძე.
                           11.მარიამ მეყანწიშვილი

მშობლების შეფასება
სკოლაში მოეწყო ,,საზაფხულო სკოლის’’ მეცადინეობები. ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო. გავეცანით სკოლის მუშაობის პროგრამას-რამაც ჩვენში დადებითი ემოციები გამოიწვია. ასეთი მუშაობით ბავშვები დამატებით შეისწავლიან შერჩეული მწერლის შემოქმედებას, მხატვრულ კითხვას. მოქმედ გმირებზე მუშაობის უნარ-ჩვევებს. სკოლის საქმიანობა, პროგრამა მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე. სათანადო, საინტერესო აქტივობებიც ხელს უწყობდნენ მასალის შესწავლას, მოსწავლეთა წიგნიერების თვალსაწიერის ამაღლებას. რაც მთავარია, ივარჯიშეს ტექსტის წაკითხვაში, შინაარსის გადმოცემაში.
 ,,საზაფხულო სკოლაში’’ შექმნილი იყო კეთილგანწყობილი, უსაფრთხო გარემო. ბავშვებმა იმუშვავეს მეგობრულ ატმოსფეროში. დაცული იყო უსაფრთხოების ზომები.
შეფასება წარვმართეთ ფოკუს-ჯგუფში, მასწავლებლის მიერ შედგენილი კითხვარის საშუალებით.
 კითხვარი:
1.     ხელმისაწვდომი იყო თუ არა თქვენთვის ინფორმაცია?
2.     საზაფხულო სკოლის საქმიანობა მორგებული იყო თუ არა მოსწავლეთა ინტერესებზე?
3.     დასახული ღონისძიებები აქტივობებით ხელს უწყობდა თუ არა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას?
4.     შექმნილი იყო თუ არა მეგობრული ატმოსფერო?
5.     დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები?
  დიალოგის მეშვეობით მივედით საერთო დასკვნამდე და შევაფასეთ სკოლის მუშაობა.
 მშობლები:
1.     ნ.ქოთუაშვილი
2.     ე.ჯოხტაბერიძე
3.     ბ.როინიშვილი
4.     გ.მაისურაძე
5.     თ.კასრაძე

6.     მ.მამედოვი
7.     ნ.ელბაქიძე
8.     ე.მარჯანიძე
9.     ნ.თედოზაშვილი
10.                   ჯ.აკოფიანი
11.                   თ.ზეინკლიშვილი
რეფლექსია
(ხელმძღვანელი მასწავლებლის)
გადავწყვიტე მიმდინარე სასწავლო წლის დასასრულს (16-25 ივნისს) შემექმნა ,,საზაფხულო სკოლა’’, რომელშიც სათანადო შესაბამისი მუშაობის ,,პარალელურად’’ მოხდებოდა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საჭირო საკითხების ერთგვარი გამეორება-გაღრმავება. კლასგარეშე ლიტერატურიდან ნაწარმოებების წაკითხვა განხილვა.
 ჩემი მიზანი იყო კონკრეტული მწერლის (კერძოდ, ვაჟა-ფშაველას) ნაწარმოებების ფონზე შემეყვარებინა და საინტერესო გამეხადა მოსწავლეებისთვის წიგნზე კითხვის პროცესი. გამეღრმავებინა ტექსტზე, მის ანალიზზე მუშაობის უნარი. განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილე წაკითხულის შინაარსით გადმოცემაზე მკაფიოდ ჩამოვაყალიბე ,,საზაფხულო სკოლის’’ მისია, მიზანი, ამოცანები, მისაღწევი გზები-ღონისძიებები სათანადო აქტივობებით. გავითვალისწინე ხელის შემშლელი პირობები და მათგან თავის დაღწევის გზებიც. ჩემი აზრით, პროგრამა და დაგეგმილი ღონისძიებები მთლიანად აკმაყოფილებდა მიზნების მიღწევას, სათანადო მუშაობით შესაბამისი შედეგიც მივიღე. მოსწავლეებმა ისწავლეს ტექსტზე მუშაობა, ეპიზოდების გამოყოფა, შინაარსით გადმოცემა, კომპოზიციის აგება, მხატვრული ელემენტების მოძიება. რაც მთავარია შეუყვარდათ კითხვა, წიგნი, გაეცნენ ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებს. გააკეთეს დასკვნა- რას მოგვიწოდებს ვაჟა, რას ნიშნავს მათთვის პატრიოტიზმი და ჰუმანიზმი. გაეცნენ ფშავის ფოლკლორს, თქმულებებს. ბავშვებმა ამ კუთხით შეიძინეს მრავალმხრივი ცოდნა. დაგეგმილი აქტივობები, რესურსები გვეხმარებოდა მუშაობის პროცესის ხალისიანად და საქმიანად წარმართვაში.
 მოსწავლეთა წიგნიერების თვალსაწიერის ამაღლების მიზნით სკოლამ დიდი როლი შეასრულა. მუშაობისას გვქონდა შემთხვევები-ზოგჯერ ყველა მოსწავლე ვერ ცხადდებოდა, მაგრამ მუშაობა მაინც არ შეფერხებულა ვცდილობდით, დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას. ძირითადად მასალა მეცადინეობის პროცესში მთლიანად მუშავდებოდა. ამას ხელს უწყობდა ის პედაგოგიური მეთოდები, რომლებსაც მონაცვლეობის, საკითხის შესაბამისად ტაქტიანად ვიყენებდი. მოსწავლეებისთვის საინტერესო იყო თითოეულ ნაწარმოებზე შემაჯამებელი მუშაობა, სადაც კავშირი ხდებოდა თანამედროვეობასთან. ბავშვებმა შეიყვარეს ფშავი, მისი გმირული წარსულით, ერთხელ კიდევ მიაგეს დიდი სიყვარული ვაჟა-ფშაველას, უდიდეს მწერალს.
 მე მიმაჩნია რომ მუშაობისას მქონდა ხარვეზებიც, შემეძლო, გამომეყენებინამეტი რესურსები, მაგალითად- მომესმენინებინა, როგორ კითხულობენ ვაჟას ნაწარმოებებს მსახიობები (თუმცა მოვასმენინე მცირე ფრაგმენტი ,,ალუდა ქეთელაურიდან’’) . საინტერესო იქნებოდა ექსკურსია ვაჟას მშობლიურ ჩარგალში. შემეძლო, მეტი დაინტერესება გამომეწვია მოსწავლეებში, რომ უფრო მრავალრიცხოვანი მონაწილე მყოლოდა. სხვა დროს გავითვალისწინებ ხარვეზებს და ვეცდები, გამოვასწორო. ამ მიზნით, უფრო ადრე დავიწყებ პროპაგანდულ მუშაობას, ინტერესს გავუღრმავებ მოსწავლეებს საკითხის ირგვლივ. ჩემი აზრით, მუშაობა წარიმართა ხალისიანად, შესრულდა დასახული მიზანი და შედეგიც სათანადო მივიღე.
 ფოკუს-ჯგუფში მოხდა მოსწავლეთა და მშობელთა მიერ შეფასება გაწეული მუშაობის ირგვლივ. სათანადო კითხვარების მიხედვით გაიმართა დისკუსია, შეჯამდა და შეფასდა ,,საზაფხულო სკოლის’’ მუშაობა. მშობლებმა და მოსწავლეებმა კმაყოფილება გამოხატეს. აღნიშნეს, რომ მუშაობა მიმდინარეობდა საინტერესოდ, კეთილგანწყობილ და უსაფრთხო გარემოში.
 მადლობა გადაუხადეს ერთმანეთს თანამშრომლობისთვის.
                      მასწავლებელი: დალი თურქაძე

,,საზაფხულო სკოლის’’ მოსწავლეთა სია:
1.     აისელ მამედოვი
2.     მარიამ ქოთუაშვილი
3.     ნატალია ქოთუაშვილი
4.     ანზორი აკოფიანი
5.     ნინო ჯოხტაბერიძე
6.     გუგა როინიშვილი
7.     ცოტნე მაისურაძე
8.     მარიამ კასრაძე
9.     სალომე ელბაქიძე
10.                        მარი მარჯანიძე
11.                        მარიამ მეყანწიშვილი

2018 სასწავლო წელი






                                       2019 წლის ივნისი


საზაფხულო სკოლა

განცხადება
  მიმდინარე წლის 12 ივნისიდან 24 ივნისამდე ქარელის N1 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას იწყებს საზაფხულო სკოლა.
  მსურველებს გთხოვთ, ჩაეწეროთ.
            მასწავლებელი:    დალი თურქაძე
                                            30.05.2019

დაშვების პირობები:
ყოველ დღე მეცადინეობა 1 საათით
საზაფხულო სკოლის
მისია:   მოსწავლეები გაიღრმავებენ კლასგარეშე ლიტერატურისადმი ინტერესს. დახვეწენ კითხვის, ტექსტზე მუშაობის ტექნიკას. გაეცნობიან ქართული მწერლობის კლასიკოსთა შემოქმედებას. დახვეწენ გუნდური მუშაობის უნარებს.

მიზანი:   შეიყვარებენ ქართულ ლიტერატურას, კერძოდ, შეისწავლიან ნოდარ დუმბაძის მოთხრობას „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. გაეცნობიან მხატვრული ნაწარმოების აგებულებას, კომპოზიციას, მხატვრულ სამყაროს. ისწავლიან თემის და იდეის ამოცნობას, დაუკვირდებიან მწერლის მთავარ სათქმელს. გაიღრმავებენ მოქმედ გმირთა დახასიათებაზე მუშაობის უნარებს. ისწავლიან შინაარსის თანმიმდევრულად გადმოცემას, საკვანძო ეპიზოდებსა და საკითხებზე დაკვირვებას.

ამოცანები:   მოთხრობაზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები ისწავლიან ღრმა პატივისცემას ნოდარ დუმბაძის შემოქმედებისადმი. გაეცნობიან მწერლის იუმორს, ნაწარმოებში დასმულ აღზრდის საკითხებს. ისწავლიან ტექსტის დანაწილებას, მთავარი სათქმელის გამოყოფას. პრობლემურ საკითხებს დაუკავშირებენ თანამედროვეობას, გააკეთებენ შედარება-შეპირისპირებას. რაც მთავარია, გაიღრმავებენ თანამშრომლობის, ინდივიდუალური, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს. შეისწავლიან ნაწარმოების ანალიზზე მუშაობას. გამოყოფენ სადისკუსიო თემებს, გაიღრმავებენ კრიტიკული, ანალიტიკური მსჯელობის უნარებს.

შედეგი:   მოსწავლეებს ეცოდინებათ ნოდარ დუმბაძის შემოქმედება. (ერთი მოთხრობის მაგალითზე). გაეცნობიან მწერლის ბიოგრაფიულ მასალებს. მათთვის საინტერესო იქნება მხატვრულ ნაწარმოებზე მუშაობა. აიმაღლებენ წიგნიერების თვალსაწიერს. დაუკვირდებიან და ეცოდინებათ დიალოგსა და პოლილოგზე მუშაობა. თავისუფლად იმსჯელებენ პრობლემურ, საკვანძო საკითხებზე. თავისუფლად შეძლებენ ნაწარმოების სიუჟეტური გეგმის აგებას, მოქმედ გმირთა დახასიათებას, ეცოდინებათ პერსონაჟის თავგადასავალზე მუშაობა, ეპიზოდების შინაარსის გადმოცემა. ეცოდინებათ მხატვრული კითხვის ტექნიკა. რაც მთავარია, შეეძლებათ თავისუფალი მსჯელობა, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარ-ჩვევები.
  ეცოდინება გუნდური მუშაობის, ერთმანეთის აზრის მოსმენა და პატივისცემა.

სამიზნე ჯგუფი:VII-VIII კლასის მოსწავლეები (სურვილისამებრ)
მეცადინეობა წარიმართება:   ქარელის N1 საჯარო სკოლა, I სართული. უსაფრთხო, დაცულ გარემოში.


პ რ ო გ რ ა მ ა
1.     მოსწავლეებს გავაცნობ საზაფხულო სკოლის მისიას, მიზანს, ამოცანებს, პროგრამას;
2.     გავაცნობ განსახილველ საკითხს, რომელზეც ვიმუშავებთ - ნოდარ დუმბაძის მოთხრობას „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.
3.     განვიხილავთ მუშაობის გეგმას შესაბამისი აქტივობებით დღეების მიხედვით;
4.     მოვაწყობთ განხილვას ნაწარმოებში დასმული პრობლემების ირგვლივ, დავაკავშირებთ თანამედროვეობასთან;
5.     მოვაწყობთ შეხვედრას და დიალოგს მწერლის სათქმლის ირგვლივ ოკუპაციის ოთახში.



დაგეგმილი ღონისძიებები

N
საკითხი
აღწერა
დრო
(15.00 სთ.)
1.
ა) საინფორმაციულ - ორგანიზაციული საკითხები.
ბ) ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიის გაცნობა.
პროგრამის გაცნობა, ღონისძიებების განხილვა.
(მსჯელობა, სურვილები, რჩევები)
12.06


გ) ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მიმოხილვა (ზოგადად)

დ) მოთხრობა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (ზოგადი საუბარი)
მწერლის შემოქმედების გაცნობა.
საუბარი მოთხრობის ირგვლივ, ნაწარმოების წარდგენა.

2.
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
I-IIთ.
(„ჩემი სოფელი“, „ნადირობა“)
ტექსტზე მუშაობა
ეპიზოდების გამოყოფა
13.06
3.
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (III-IV-Vთ.)
(„სისხლი სისხლის წილ“, „მეველე“, „საერთო კრება“)
ტექსტზე მუშაობა (ეპიზოდები, მხატვრული მხარე)
14.06
4.
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (V-VI-VIIთ.)
(„ნაბადი, ჩექმა, წინდები“, „ლიტერატურული საღამო“, „პირველი სიყვარული“.
ტექსტზე მუშაობა
პერსონაჟებზე დაკვირვება.
15.06
5.
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (IX-X-XI-XIIთ)
(„თერთმეტი ფუტი სიმინდი“, „სიმწიფის ატესტატი“)
ტექსტზე მუშაობა, შინაარსის გადმოცემა, მხატვრულ ელემენტებზე დაკვირვება.
16.06

 („მატარებელი“, „რა არის სახლი“)
გმირთა დახასიათება, გეგმის შედგენა

6.




„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (XIII-XIVთ.)
(„ამას ვის ვხედავთ!“, „მეორე ცალთვალა“)

ტექსტზე მუშაობა, პეიზაჟი, მხატვრული სამყარო.


17.06




7.




8.




9.


10.
„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (XV-XVI-XVIIთ.)
(„გამარჯობა, ილარიონ!“, „ცირა“, „შიომღვიმე“)

„მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (XVIII-XIX-XXთ.)
(„შეშა“, „განძი“, „ფაქიზო“)


შემაჯამებელი მუშაობა - მოქმედი გმირები, ნაწარმოებში მოცემული ეპოქა.
შემაჯამებელი მუშაობა - მოთხრობის თემა, იდეა, მხატვრულ მხარეზე მუშაობა
ტექსტზე მუშაობა, პრობლემის გამოკვეთა.
ჯგუფური მუშაობა.

ტექსტზე მუშაობა გამომეტყველებითი კითხვის ტექნიკაზე მუშაობა. მხატვრულ
მხარეზე დაკვირვება.
მუშაობა ნაწარმოების ანალიზზე. ჯგუფური მუშაობა.
ნაწარმოების გეგმის შედგენა, კომპოზიციაზე მუშაობა


18.06




19.06




20.06


21.06
11.







12.
შეეხვედრა - დიალოგი ოკუპაციის ოთახში






დასკვნითი მუშაობა - გაწეული მუშაობის მიმოხილვა, შეჯამება - შეფასება

კავშირი თანამედროვეობასთან. მწერლის სათქმელი, დედააზრის განხილვა, ინტერნეტის საშუალებით ვნახავთ კადრებს ფილმიდან.

საუბრის მეთოდით შეჯამდება მუშაობა.
მოხდება შეფასება.



22.06







23.06

თითოეული („გაკვეთილის“) შეხვედრის სამუშაო გეგმა
12.06.19      სამუშაო გეგმა
I ეტაპი
1.     საინფორმაციო საკითხების გაცნობა.
II ეტაპი
2.     ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფია (გაცნობა, მინი-ლექცია, ფოტო-ალბომი).


1.     ბავშვობა;
2.     სტუდენტობის წლები;
3.     შემოქმედება (ზოგადი მიმოხილვა);
4.     საზოგადოებრივი მოღვაწე;
5.     გარდაცვალება.
3.შესწავლილი ნაწარმოებების გამეორება(მოთხრობა ,,სისხლი“);
მათ მიერ წაკითხული მოთხრობების გაცნობა- განხილვა(ზოგადად)-„ჰელადოს“, „ძაღლი“
III ეტაპი
     ა) დამუშავებული მასალის განმტკიცება კითხვა-პასუხით.
     ბ) მუშაობის შეჯამება-შეფასება.




13.06.19       სამუშაო გეგმა
I ეტაპი
  „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ I-II თ.
1.     წინარე ცოდნის გამეორება.
II ეტაპი
1.     ტექსტის წაკითხვა;
2.     ძირითადი საკითხების გამოკვეთა;
3.     მხატვრულ მხარეზე დაკვირვება.
III ეტაპი
1.     დამუშავებული მასალის ირგვლივ მუშაობა კითხვა-პასუხის მეთოდით;
2.     მუშაობის შეჯამება-შეფასება.



14.06.19
I ეტაპი
  ტექსტი - III-IV-V თ.
1.     წინარე ცოდნის გამეორება
ა) დაახასიათონ სოფელი;
ბ) დაასახელონ მოქმედი პირები;
გ) აღწერონ ნადირობა;
II ეტაპი
1.     ტექსტის წაკითხვა;
2.     ძირითადი საკითხების გამოყოფა;
     ა) სკოლა;
     ბ) „თავმჯდომარესთან“;
     გ) კრებაზე.
III ეტაპი
1.     დაკვირვება იუმორზე;
2.     წაკითხულის გააზრება;
3.     მუშაობის შეჯამება-შეფასება.



15.06.19
I ეტაპი
  ტექსტის წაკითხვა VI-VII-VIII თ.
1.     წინა მასალის გამეორება;
2.     მოქმედ პირთა დახასიათებაზე მუშაობა.
II ეტაპი
1.     მოცემული თავების წაკითხვა;
2.     ძირითადი ეპიზოდების გამოყოფა, პერსონაჟებზე დაკვირვება;
3.     მხატვრულ მხარეზე მუშაობა.
III ეტაპი
1.     წაკითულის შინაარსით გადმოცემა - განმტკიცება;
2.     მუშაობის შეჯამება-შეფასება.




16.06.19
I ეტაპი
  ტექსტი IX-X-XI-XII თ.
1.     წინარე ცოდნის გამეორება;
2.     პერსონაჟების დახასიათება.
3.     კითხვები:ა)რომელ ნაწარმოებებს იმეორებდა ზურიკელა?
ბ)აღწერეთ ატესტატის გადაცემის ეპიზოდი


II ეტაპი
1.     ტექსტის კომენტირებული კითხვა;
2.     ეპიზოდების შინაარსით გადმოცემა;
3.     გმირთა დახასიათებაზე მუშაობა
4.     წაკითხული მასალის გეგმის შედგენა
III ეტაპი
1.     მხატვრული ელემენტების გამოკვეთა;
2.     მუშაობის შეჯამება-შეფასება.








17.06.19
I ეტაპი
  ტექსტი XIII-XIV თ.
1.     წინა გაკვეთილზე დამუშავებული თავებიდან კითხვებზე მუშაობა - გამეორება;
II ეტაპი
1.     ტექსტის წაკითხვა;
2.     პეიზაჟებზე მუშაობა;
3.     მხატვრული სამყარო;
4.     დაკვირვება მწერლის მეტყველებაზე.
III ეტაპი
1.     მხატვრული მხარე;
2.     მუშაობის შეჯამება-შეფასება.



18.06.19
I ეტაპი
  ტექსტი XV-XVI-XVII თ.
1.     წინარე ცოდნის გამეორება;
II ეტაპი
1.     მოცემული თავების წაკითხვა;
2.     ძირითადი საკითხების - პრობლემის გამოკვეთა;
3.     ჯგუფური მუშაობა:
საკითხები: ა) „რა არის სტუდენტობა?“
                     ბ) რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი?
                     გ) აღწერეთ შიომღვიმე.
III ეტაპი
1.     მუშაობის შეჯამება-შეფასება.






19.06.19
I ეტაპი
  ტექსტი XVIII-XIX-XX თ.
1.     წინარე ცოდნის გამეორება.
II ეტაპი
1.     ტექსტის წაკითხვა;
2.     გამომეტყველებით კითხვაზე მუშაობა;
3.     მხატვრულ მხარეზე დაკვირვება.
III ეტაპი
1.     წაკითხულის განმტკიცება კითხვებით;
2.     მუშაობის შეჯამება-შეფასება.




20.06.19
I ეტაპი
  წინარე ცოდნის გამეორება;
 ძირითადი საკითხები, კითხვები;
II ეტაპი
1.     მოთხრობის მოქმედ გმირზე მუშაობა (დახასიათებები)
ა) ბებია;
ბ) ილიკო;
გ) ილარიონი;
დ) ზურიკელა.
ხასიათის რა თვისებები მოეწონათ და რატომ? (კომენტარი, მსჯელობა, კითხვები)
III ეტაპი
ა) 1. მუშაობა მოთხრობის მხატვრულ მხარეზე (პეიზაჟი, იუმორი, მხატვრული ელემენტები)
ბ) მუშაობის შეჯამება შეფასება.



21.06.19
I ეტაპი
შემაჯამებელი მუშაობა
1.     წინარე ცოდნის გამეორება.

II ეტაპი
1.     საინტერესო ეპიზოდები (მხატვრული კითხვა, მსჯელობა)
2.     ნაწარმოების თემა, იდეა, დედააზრი (კითხვების შესაბამისად განმარტებების გაკეთება);
3.     მხატვრულ მხარეზე მუშაობა, იუმორი (მწერლის სიცილი)
III ეტაპი
1.     მუშაობის შეჯამება-შეფასება
2.     დასკვნის გაკეთება - მწერლის სათქმელი.




22.06.19
I ეტაპი
1.     წინარე ცოდნის გამეორება;
(ზურიკელას პიროვნება; სიყვარული, მეგობრობა და საუკეთესო მეზობლობა ადამიანთა ცხოვრებაში).
II ეტაპი
1.     კავშირი თანამედროვეობასთან;
ა) ოკუპაცია მძიმეა, ომის სისასტიკე, ხალხის ერთიანობა, თანადგომა, სიყვარული და პატივისცემა თანმდევია ცხოვრების ყველა დროს.
ბ) მწერლის სათქმელი (ვინ, როგორ აღიქვა მოთხრობა, მასში მოცემული პრობლემები, რა გვითხრა მწერალმა);
გ) რა გვასწავლა მოთხრობამ - (მსჯელობა, დასკვნის გაკეთება)
III ეტაპი
1.     კადრების ნახვა ფილმიდან;
2.     მუშაობის შეჯამება-შეფასება.




23.06.19
დასკვნითი გაკვეთილი (მუშაობა)
I ეტაპი
1.     მოთხრობის იდეური ანალიზი (მიმოხილვა - ზოგადად)
2.     საყვარელი, საინტერესო ეპიზოდების გამეორება.
II ეტაპი
1.     მოსწავლეთა და მშობელთა შთაბეჭდილებების გაცნობა-გაზიარება;
2.     წიგნში მოცემული „კროსვორდი“ შევსება.
III ეტაპი
გაწეული მუშაობის შეჯამება-შეფასება.



მუშაობის აღრიცხვა 

12.06.19
გაიმართა საზაფხულო სკოლის პირველი მეცადინეობა.მოსწავლეები გაეცნენ სამუშაო პროგრამას,ღონისძიებებს,აქტივობებს,განაწილდა საკითხები.მოხდა მასალის გაცნობა,გაკეთდა საინფორმაციო ცნობები.გათვალისწინებული იქნა მოსწავლეთა სურვილები მუშაობის პროცესისთვის.მოსწავლეები გაეცნენ ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიას.დაახასიათეს შემოქმედება შესწავლილი ნაწარმოებების მიხედვით(ზოგადად).ისაუბრეს მწერლის დამსახურებაზე ქართული ლიტერატურის განვითარებაში.




ხელმძღვანელი დ.თურქაძე


13.06.19
გაიმართა საზაფხულო სკოლის მორიგი მეცადინეობა.წევრები გაეცნენ მოთხრობა„მე,ბებია,ილიკო და ილარიონი“ I-II თავებს.გაიმართა ტექსტზე მუშაობა.
ხელმძღვანელი დ.თურქაძე






14.06.19
მორიგი მეცადინეობა მიეძღვნა ტექსტზე(„მე,ბებია,ილიკო და ილარიონი“) მუშაობას-III-IV-V თავები.მოსწავლეებმა გამოყვეს საკვანძო ეპიზოდები, იმუშავეს პერსონაჟთა დახასიათებაზე.
ხელმძღვანელი დ.თურქაძე






15.06.19
შედგა საზაფხულო სკოლის მეცადინეობა.მუშაობაში მონაწილეობა ვერ მიიღო ორმა მოსწავლემ.მოხდა მოთხრობის VI-VII-VIII თავებზე მუშაობა.ყურადღება გამახვილდა პერსონაჟებსა და მხატრულ ელემენტებზე.
ხელმძღვანელი დ.თურქაძე


16.06.19
გაიმართა მორიგი მეცადინეობა განხილული იქნა მოთხრობის IX-X-X1-XII თავები.მოსწავლეებმა იმუშავეს წაკითხულის შინაარსით გადმოცემასა და მხატრული ელემენტების დაკვირვებაზე.შეადგინეს მთავარ პერსონაჟთა დახასიათების გეგმა დამუშავებული თავების მიხედვით.ისაუბრეს ხასიათის თვისებებზე.შესრულდა ჯგუფური სამუშაო.
ხელმძღვანელი დ.თურქაძე




17.06.19
გაიმართა სკოლის მორიგი მეცადინეობა.წევრებმა განიხილეს მოთხრობის XIII-XIV თავები.იმუშავეს ეპიზოდებზე,პეიზაჟზე,ყურადღება გამახვილდა მწერლის იუმორზე.
ხელმძღვანელი დ.თურქაძე




18.06.19
შედგა საზაფხულო სკოლის მეცადინეობა.დაესწრო ყველა წევრი.მოსწავლეებმა იმუშავეს მოთხრობის XV-XVI-XVII თავებზე.გამოკვეთეს პრობლემა და გამართეს ჯგუფური მუშაობა.
ხელმძღვანელი დ.თურქაძე



19.06.19
შედგა საზაფხულო სკოლის მეცადინეობა.დამუშავდა მოთხრობის XVIII-XIX-XX თავები.მოსწავლეებმა იმუშავეს პერსონაჟთა სახეებზე,ყურადღება გამახვილდა გამომეტყველებითი კითხვის ტექნიკაზე.საკითხთა თანამიმდევრობასა და მხატვრულ გარემოზე.
ხელმძღვანელი დ.თურქაძე




20.06.19
გაიმარტა სკოლის მორიგი მეცადინეობა.ვერ დაესწრო სამი მოსწავლე.გაკეთდა ტექსტზე შემაჯამებელი სამუშაო.მოსწავლეებმა დააჯგუფეს მთავარი და არამთავარი გმირები.შეადგინეს სათანადო გეგმა.დაახასიათეს ნაწარმოებში აღწერილი ეპოქა.
ხელმძღვანელიდალი თურქაძე

21.06.19
შედგა სკოლის მეცადინეობა.მოსწავლეებმა იმუშავეს ნაწარმოების თემასა და იდეაზე,შესაბამისი არგუმენტებით გააკეთეს დასკვნები.ყურადღება გაამახვილეს მხატრულ სამყაროზე.დაასახელეს საინტერესო მაგალითები.
ხელმძღვანელი დალი თურქაძე


22.06.19
გაიმართა მორიგი მეცადინეობა სკოლის ოკუპაციის ოთახში.გაკეთდა შესწავლილი საკითხების ზოგადი მიმოხილვა,საინტერესოდ დაუკავშირეს მოთხრობა თანამედროვეობას,გამოკვეთეს მწერლის სათქმელი.ნახეს ფრაგმენტები ფილმიდან,გაიმართა დიალოგი,მსჯელობა,გაკეთდა დასკვნები.
ხელმძღვანელი დალი თურქაძე


23.06.19
გაიმართა საზაფხულო სკოლის დასკვნითი-შემაჯამებელი მუშაობა.მოხდა მუშაობის შეფასება მასწავლებლის,მოსწავლეების და მშობლების მიერ.აღინიშნა დადებით და დაშვებული ხარვეზებიც.დაისახა სამომავლო ამოცანები.ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს ასეთი საინტერესო და საქმიანი თანამშრომლობისა და ურთიერთ მეგობრული დამოკიდებულებისთვის
ხელმძღვანელი დალი თურქაძე



მუშაობის შეჯამება
  მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრის ბოლოს, 12-23 ივნისს სკოლაში მუშაობა დაიწყო საზაფხულო სკოლამ. გამოქვეყნდა განცხადება და მსურველებმაც მიმართეს.
  შედგა პირველი შეხვედრა, სადაც გავეცანით საინფორმაციო-საორგანიზაციო საკითხებს.
  მოსწავლეებს გავაცანი სკოლის მისია, მიზანი, ამოცანები და პროგრამა. დავიწყეთ ერთობლივი მუშაობა. სამუშაოდ შევარჩიეთ ერთი მწერლის შემოქმედების შესწავლა ერთი ნაწარმოების („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) მიხედვით.
  დავსახეთ ღონისძიებები, აქტივობები, დავყავით მოთხრობა ნაწილებად (თავების მიხედვით).
  მუშაობა მიმდინარეობდა საინტერესოდ, მოსწავლეები გამოირჩეოდნენ სათანადო ხალისით. მუშაობაში ჩავრთეთ მშობლებიც.
  მოხდა მოსწავლეთა და მშობელთა შეფასება მუშაობის ირგვლივ ფოკუს-ჯგუფში გამოკითხვით. შერჩეული იქნა კითხვარები, გაიმართა შესაბამისი მსჯელობა, გაკეთდა დასკვნა, მუშაობის შეჯამება-შეფასება.
                                                 მასწავლებელი:    დ. თურქაძე



მოსწავლეების შეფასება:
  სასწავლო სემესტრის დამთავრებამდე გავეცანით განცხადებას, რომელიც გვაცნობდა, რომ სკოლაში ფუნქციონირებას იწყებდა საზაფხულო სკოლა. გავესაუბრეთ მასწავლებელსაც, დავინტერესდით. მასწავლებელმა გაგვაცნო სკოლის მისია, მიზანი, ამოცანები. გვიყვარს ქართული ლიტერატურა და გვსურდა, გაგვეღრმავებინა ცოდნა. ჩავეწერეთ და შევუდექით მუშაობას. სამუშაო პროცესი დატვირთული იყო მთელი რიგი აქტივობებით. განვიხილეთ ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“.
  თითოეული სამუშაო დღე, პროცესი ჩვენთვის საინტერესო იყო. შევისწავლეთ მხატვრულ ტექსტზე მუშაობის ხერხები. გავიღრმავეთ მოქმედ გმირთა სამყაროზე, მათ დახასიათებაზე მუშაობის უნარები. ვიცით შედარება-შეპირისპირების მეთოდით გმირთა ჯგუფური და ინდივიდუალური დახასიათება. გავიღრმავეთ თხრობის, მხატვრული კითხვის ტექნიკა, ვისწავლეთ ნაწარმოების კომპოზიციასა და დედააზრის ამოცნობაზე მუშაობა.
  რაც მთავარია შევიყვარეთ ნოდარ დუმბაძის შემოქმედება.
  ვისწავლეთ დისკუსიაზე მუშაობა, მსჯელობა კონკრეტულ საკითხზე, პრობლემაზე.
  თავისუფლად შეგვიძლია გუნდური, ჯგუფური მუშაობა. ვისწავლეთ თანამშრომლობა.
  მეცადინეობა მიმდინარეობდა ხალისიანად, კეთილგანწყობილ გარემოში.
  შეფასება მოხდა ფოკუს-ჯგუფის საშუალებით. გამოვიყენეთ კითხვარი:
1.     იყო თუ არა ინფორმაცია ხელმისაწვდომი?
2.     საინტერესო იყო თუ არა თქვენთვის სამუშაო პროცესი? შერჩეული  ნაწარმოები, ღონისძიებები, აქტივობები?
3.     რით იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა?
4.     გქონდათ თუ არა მუშაობაში უსაფრთხო გარემო?

კითხვარების მიხედვით გავმართეთ ფართო მსჯელობა, დიალოგი. გაკეთდა შესაბამისი დასკვნა, მოხდა მუშაობის შეფასება.

მოსწავლეები:
1.აბაშიშვილი ვანო
2.მინაძე ნინო
3.ეკალაძე მაგდა
4.მჭედლიშვილი ნაზი
5.თედოზაშვილი თამარი
6.ნადიბაიძე გიორგი
7.მასურაშვილი ლიკა
8.კაკაშვილი მარიამი
9.თოთლაძე ვლადიმერი
10.კაცელაშვილი ლუკა
11.ნადიბაიძე გიორგი
12.დოლიაშვილი მარიამი
13.ბალაბანოვი სალომე
მშობელთა შეფასება:
  ჩვენში დიდი ინტერესი გამოიწვია სკოლაში „საზაფხულო სკოლის“ შექმნამ. მეცადინეობები მოეწყო სკოლაში. ინფორმაცია ჩვენთვის დროულად ხელმისაწვდომი გახდა. გავეცანით სკოლის მისიას, მიზანს, ამოცანებს, ჩვენც დავინტერესდით მუშაობით. გაგვეხარდა, რომ ჩვენი შვილები კვლავ დაუბრუნდებოდნენ, გაიღრმავებდნენ საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, შემოქმედებისადმი პატივისცემას. განიხილავდნენ ყველა თაობის საყვარელ მოთხრობას - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ასეთი მუშაობით ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას, ისწავლიან მხატვრულ ლიტერატურაზე, ნაწარმოებზე მუშაობას. ტექსტის დაყოფას, შინაარსის გადმოცემას, პერსონაჟებზე დაკვირვებას, მხატვრული სამყაროს აღქმას.
  სკოლის საქმიანობა, პროგრამა მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე. შესაბამისი ღონისძიებები, აქტივობები ხელს უწყობდნენ მასალის შესწავლას. ეფექტური იყო ტექნიკის გამოყენება, ოკუპაციის ოთახში შეხვედრის მოწყობა.
  საზაფხულო სკოლის მუშაობისას შექმნილი უსაფრთხო გარემო, სუფევდა მეგობრული კეთილგანწყობილება და ურთიერთპატივისცემა. დაცული იყო უსაფრთხოების ზომები. ჩვენც აქტიურად ვიყავით ჩართულები.
  შეფასება მოხდა ფოკუს-ჯგუფში, შესაბამისად შედგენილი კითხვარის საშუალებით.
  კითხვარი:
1.     ხელმისაწვდომი იყო თუ არა თქვენთვის ინფორმაცია?
2.     საზაფხულო სკოლის საქმიანობა მორგებული იყო თუ არა მოსწავლეთა ინტერესებზე?
3.     აქტივობები, ღონისძიებები, ხელს უწყობდა თუ არა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას?
4.     შექმნილი იყო თუ არა მეგობრული ატმოსფერო?
5.     დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ზომები?
კითხვების ირგვლივ გავმართეთ პოლემიკა, ფართო მსჯელობა, რის საფუძველზეც გავაკეთეთ დასკვნა, მოვახდინეთ მუშაობის შეფასება.
მშობლები:
1.თ.თოთლაძე  
2.ლ.მამულაშვილი
3.ე.ცერცვაძე
4.ა.ცხოვრებაშვილი
5.მ.ამბოკაძე
6.ნ.იმერლიშვილი
7.მ.გეგელაშვილი
8.ნ.ქუბაძე
9.შ.მჭედლიშვილი
10.ნ.ოქროპირიძე
11.ლ.ინდუაშვილი
12.ც.მურადოვი
13.თ.ბუზიაშვილი







რეფლექსია
  მიმდინარე სასწავლო წლის დასასრულს (12-23 ივნისს) შევქმენი „საზაფხულო სკოლა“. ვისაუბრე მოსწავლეებთან, მათ დამიჭირეს მხარი და შევუდექით მუშაობას. ჩემი მიზანი იყო, გამეღრმავებინა სასწავლო სავალდებულო პროგრამით შესწავლილი ცოდნა, შემეყვარებინა კლასგარეშე ლიტერატურა, გამემდიდრებინა მათთვის წიგნიერების თვალსაწიერი.
  მოსწავლეებს გავაცანი სკოლის მისია, მიზანი, ამოცანები. დავსახეთ შესაბამისი ღონისძიებები და აქტივობები.
  ჩემი მიზანი იყო ერთი მწერლის ბიოგრაფიის და შემოქმედების გაცნობა. განსახილველად შევარჩიეთ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. მოსწავლეებისათვის მუშაობა საინტერესო გახდა. მათ ისწავლეს ტექსტზე მუშაობა, გაიღრმავეს მხატვრული, გამომეტყველებითი კითხვის ტექნიკა. მხატვრულ სამყაროსა და ნაწარმოების კომპოზიციაზე მუშაობის უნარ-ჩვევები. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ეპიზოდებისა და შინაარსის გადმოცემაზე - (ბავშვებს ხშირად უჭირთ). გავითვალისწინე ხელისშემშლელი პირობები და მათგან თავის დაღწევის გზები.
  ჩემი აზრით, პროგრამა და დაგეგმილი ღონისძიებები  მთლიანად აკმაყოფილებდა სკოლის მიზანს, შედეგიც სათანადო მივიღეთ - მოსწავლეები გაეცნენ ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას, მის არაჩვეულებრივ ნაწარმოებს, დამატებით ცნობებს მწერლის ბიოგრაფიიდან. მათ ისწავლეს ტექსტზე მუშაობა, სინთეზი და ანალიზი, გმირთა სახეების დაჯგუფება, პრობლემის გამოკვეთა და გადაჭრა, მხატვრული ელემენტების ამოცნობა, სიუჟეტური გეგმის შედგენა. თავისუფლად შეუძლიათ ამოიცნონ ნაწარმოების თემა, იდეა, დედააზრი.
  დაგეგმილი აქტივობები, რესურსები გვეხმარებოდა მუშაობის პროცესის საინტერესოდ წარმართვაში. სკოლამ ბავშვებს შეაყვარა კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა.
  მუშაობის პროცესში გვქონდა ხარვეზებიც, იყო გაცდენები, ზოგჯერ დაგვიანებებიც, თუმცა არც ერთი სამუშაო პროცესი არ შეფერხებულა. შესაბამისი პედაგოგიური მეთოდების გამოყენებით დაგეგმილი ღონისძიებები სრულდებოდა. ვიყენებდით სათანადო აქტივობებს, რომლებიც ხალისიან ატმოსფეროს ქმნიდა.
  მუშაობა საინტერესოდ მიმდინარეობდა. ყველა მეცადინეობაზე ხდებოდა შეჯამება-შეფასება, ვსახავდით შემდეგი მეცადინეობისთვის შესაფერის სამუშაო პროცესს.
  ამაღელვებელი იყო შემაჯამებელი სამუშაოები, გაიმართა დიალოგი, თვალსაზრისთა გაცვლა-გამოცვლა, საინტერესო იყო ფილმის ჩვენება. ჩემმა მოსწავლეებმა შეიყვარეს ნოდარ დუმბაძის გმირები, გაეცნენ მწერლის ცხოვრებიდან უამრავ მასალას. გააკეთეს კავშირი თანამედროვეობასთან. ასეთი მუშაობით სათანადო პატივი მიაგეს უდიდეს კლასიკოსს ნოდარ დუმბაძეს.
  მუშაობაში ხარვეზებიც მქონდა, მაგალითად შემეძლო მენახვებინა სხვა ფილმებიდანაც ფრაგმენტები („ძაღლი“, „მე ვხედავ მზეს“ და სხვა), შეგვეძლო ექსკურსია მოგვეწყო „ქალაქ მზიურში“ მთაწმინდაზე; მყოლოდა უფრო მეტი მონაწილე, უფრო ადრე გამემახვილებინა ყურადღება ამ მიზნით. შემდეგში უფრო ადრე შევუდგები პროპაგანდულ მუშაობას.
  ჩემი აზრით, სკოლამ შეასრულა დასახული ამოცანები და მიზანი, შედეგებიც შესაბამისი მივიღეთ. მუშაობაში ჩავრთეთ მშობლებიც.
  მოხდა ფოკუს-ჯგუფის ფორმით მოსწავლეთა და მშობელთა მიერ შეფასება სკოლის მუშაობის ირგვლივ. სათანადო კითხვარების შესაბამისად გაიმართა დისკუსია, შეჯამდა და შეფასდა საზაფხულო სკოლის მუშაობა. აღინიშნა, რომ მუშაობა წარიმართა კეთილანწყობილ, მეგობრულ და უსაფრთხო გარემოში. ისაუბრეს თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის ამგვარ მუშაობას. კმაყოფილება გამოხატეს, რომ ისწავლეს ჯგუფური, გუნდური მუშაობა, გაიღრმავეს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები.

                                                               მასწავლებელი:       დალი თურქაძე

„საზაფხულო სკოლის“ წევრები:
1.აბაშიშვილი ვანო
2.მინაძე ნინო
3.ეკალაძე მაგდა
4.მჭედლიშვილი ნაზი
5.თედოზაშვილი თამარი
6.ნადიბაიძე გიორგი
7.მასურაშვილი ლიკა
8.კაკაშვილი მარიამი
9.თოთლაძე ვლადიმერი
10.კაცელაშვილი ლუკა
11.ნადიბაიძე გიორგი
12.დოლიაშვილი მარიამი
13.ბალაბანოვი სალომე



 (შემდეგ იხილეთ დამატებითი მასალაც - ბმული)

მასწავლებელი: დალი თურქაძე
2019 წელი,23 ივნისი